საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პროდუქციის სერტიფიცირებისას ურთიერთმოქმედების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ჯანმრთელობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სტადარტიზაციის , მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №330/ ო 138

 1998 წლის 27-24 აგვისტო

ქ . თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის და საქართველოს სტანდარტიზაციის , მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პროდუქციის სერტიფიცირებისას ურთიერთმოქმედების წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ “ 20.03.1996წ . „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ 06.09.1996წ . და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის , პროდუქციისა და ობიექტების სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის შემოღების შესახებ “ №380 11.06.1996წ . და „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის , სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ “ №568 29.08.1996წ . შესრულების მიზნით ვბრძანებთ :

დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის და საქართველოს სტანდარტიზაციის , მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პროდუქციის სერტიფიკაციისას ურთიერთმოქმედების წესი .

ა . ჯორბენაძე ჯ . მანჯგალაძე

საქართველოს სტანდარტიზაციის , მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის სერტიფიკაციისას ურთიერთმოქმედების წესი

წინამდებარე წესი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საქართველოს სტანდარტიზაციის , მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის აკრედიტებული ორგანოების (შემდგომში საქსტანდარტი ) და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის (შემდგომში სახსანზედამხედველობა ) ურთიერთმოქმედების შესახებ პროდუქციის სერტიფიკაციის დროს .

საქსტანდარტი და სახსანზედამხედველობა ხელმძღვანელობენ მოქმედი კანონმდებლობით , საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით , დადგენილებებით , დებულებებით თავიანთი საქმიანობის შესახებ და წინამდებარე წესით .

წინამდებარე წესი არეგულირებს საქსტანდარტისა და სახსანზედამხედველობის ურთიერთობებს საქართველოს კანონების : „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ “ 20.03.1996წ ., „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ “ 06.09.1996წ . და პრეზიდენტის ბრძანებულებების - „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის , პროდუქციისა და ობიექტების სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის შემოღების შესახებ “ №380 11.06.1996წ . და „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის , სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ “ №568 29.08.1996წ . - მოთხოვნების შესაბამისად .

1. საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული ორგანოების პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატს გასცემენ სახსანზედამხედველობის მიერ გაცემული სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში .

სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი (ორიგინალი , ნოტარიულად ან სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის ბეჭდით დადასტურებული ასლი ) თანმხლები დოკუმენტია შესაბამისობის სერტიფიკატისა და პროდუქციის მიმოქცევის ყველა ეტაპზე . საქსტანდარტის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ჰიგიენური სერტიფიკატის მოქმედების ვადას .

ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები სავალდებულოა ქვეყანაში წარმოებული , საექსპორტო და იმპორტული პროდუქციისათვის .

2. თუ იმპორტულ პროდუქციას გააჩნია სახსანზედამხედველობის მიერ წინასწარ გაცემული სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი , სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ტვირთის თანმხლებ ანგარიშ -ფაქტურაში სანიტარულ -საკარანტინო სამსახურის (შემდგომში „ს .ს .ს “) მიერ შესაბამისი ერთიანი ფორმის აღნიშვნის შემდეგ ტვირთი მიემართება ტერმინალში (ან დასაწყობების ადგილას ), სადაც საქსტანდარტი , არსებული ჰიგიენური სერტიფიკატის საფუძველზე , იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე .

3. თუ იმპორტულ პროდუქციას არ გააჩნია სახსანზედამხედველობის მიერ წინასწარ გაცემული სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობა და სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი , სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას , ტვირთის თანხმლებ ანგარიშ -ფაქტურაში „ს .ს .ს “-ს მიერ შესაბამისი ერთიანი ფორმის აღნიშვნის შემდეგ ტვირთი მიემართება ტერმინალში (ან დასაწყობების ადგილას ), ხოლო დეკლარანტი (ტვირთის მფლობელი ) მიმართავს სახსანზედამხედველობის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილ დაწესებულებას და ნიხრით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შემდგომ იძლევა გარანტიას , რომ არ მოხდება ტვირთის რეალიზაცია ან განაწილება სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატის მიღებამდე .

ხელწერილში აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში , მეწარმე პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის განხილვის , მათ სამამულო ნორმატიულ -ტექნიკურ დოკუმენტაციასთან იდენტიფიკაციის შემდგომ , თუ იგი არ ეწინააღმდეგება ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმსაზღვრელ სანიტარულ -ჰიგიენურ წესებს , ნორმებს და მოთხოვნებს გაიცემა ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობა და ჩამონათვალი , სადაც არსებული წესით განსაზღვრულია საანალიზოდ ასაღები (ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის ) პროდუქციის სახეობა .

სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობა წარმოადგენს საფუძველს საქსტანდარტის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქონლის სარეგისტრაციო სერტიფიკატის გასაცემად .

სახსანზედამხედველობის სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის მიღების შემდგომ , ქ .თბილისში , ბათუმსა და ფოთში , როგორც წესი , ტერმინალში (ან დასაწყობების ადგილას ), „ს .ს .ს “-ს განყოფილებების (პროდუქტების ) ექიმი -ინსპექტორების , ხოლო სხვა ქალაქებსა და რეგიონებში სახსანზედამხედველობის ინსპექციების ექიმი -ინსპექტორების მიერ , ტვირთის მეპატრონის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის თანდასწრებით , სახ . ჰიგ . რეგისტრაციის მოწმობაში განსაზღვრული სახეობის მიხედვით ხდება პროდუქციის საანალიზაციოდ (ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის ) ნიმუშების აღება .

განსაკუთრებულ შემთხვევებში საანალიზოდ ნიმუშების აღებას აწარმოებს ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს ექიმი -ინსპექტორები .

სახსანზედამხედველობის სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის და საქსტანდარტის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი ორგანოს საქონლის სარეგისტრაციო სერტიფიკატის საფუძველზე საბაჟო ახდენს ტვირთის განბაჟებას და დეკლარანტს (ტვირთის მფლობელს ) აძლევს ტვირთის დასაწყობების ნებას რეალიზაციის უფლების გარეშე .

სახსანზედამხედველობის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატისა და საქსტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების შემდგომ მეწარმეს ეძლევა უფლება მოახდინოს ტვირთის რეალიზაცია .

4. სახსანზედამხედველობა საზღვარგარეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ ჰიგიენურ სერტიფიკატებს (ან ანალოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების განმსაზღვრელი დოკუმენტების ) აღიარებს შემდეგ შემთხვევებში :

- თუ საქართველოს სახსანზედამხედველობისა და იმპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ჰიგიენური სერტიფიკატების (ან სხვა დოკუმენტის ) ურთიერთაღიარების შესახებ .

- თუ იმპორტიორი ქვეყნის და საქართველოში მოქმედი ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ -ჰიგიენური და სხვა ნორმები , წესები და მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და პროდუქციის მწარმოებელი გამოცდილი , აღიარებული ან ცნობილია .

აღიარებისას - იმპორტიორი წარმოადგენს მწარმოებელი ქვეყნის ოფიციალური ორგანოს მიერ ამ პროდუქციის სახეობაზე გაცემული ჰიგიენური სერტიფიკატს (ან სხვა შესაბამის დოკუმენტს ), რის საფუძველზეც საქართველოს სახსანზედამხედველობის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოხდება პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაცია და სერტიფიკაცია . ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის პროდუქციის ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს .

5. სახსანზედამხედველობის მიერ მე -4 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი საფუძვლად ედება საქსტანდარტის მიერ იმპორტიორი ქვეყნის ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატის საბოლოო აღიარებას .

6. სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესების დაცვაზე პასუხისმგებელია სახსანზედამხედველობის სამსახური .

7. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას ახორციელებს საქსტანდარტი, დაინტერესებულ უწყებებთნ შეთნხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს და მათში ცვლილებებს , ხოლო სახელმწიფო ჰიგიენურ სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას განსაზღვრავს და მათში ცვლილებებს ანხორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი .

8. სასერტიფიკაციო სამუშაოების ურთიერთშეთანხმებულად წარმართვისა და სრულყოფის მიზნით საქსტანდარტი და სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი ყოველკვარტალურად აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას გაცემული სერტიფიკატების თაობაზე , ასლების თანდართვით (საჭიროების შემთხვევაში ).

9. ძალდაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სტანდარტიზაციის , მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის სერტიფიკაციისას ურთიერთმოქმედების წესი 04.11.1996 (რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ №161 14.11.1996 წ .)