შპს „ფორსაით დელტა“-სთვის (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №53
2024 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ფორსაით დელტასთვის “ (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №346/04 ბრძანების საფუძველზე:
1. გაიცეს შპს „ფორსაით დელტაზე“ (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.
2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ფორსაით დელტა“-სთვის (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „ფორსაით დელტა“-სთვის (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ფორსაით დელტა“-სთვის (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“?
- „შპს „ფორსაით დელტა“-სთვის (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 31.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №53.
- სად არის „შპს „ფორსაით დელტა“-სთვის (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „ფორსაით დელტა“-სთვის (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“, №53, 31.10.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6302832/