სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგიე-ნასაჯუში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.10.2024
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-41. 41243027
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016028
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგიე-ნასაჯუში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-41.41243027
2024 წლის 28 ოქტომბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგიე-ნასაჯუში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეგოგიე-ნასაჯუში მდებარე 33-ე ქუჩის III ჩიხი გაგრძელდეს და მისი მოხაზულობა ჩამოყალიბდეს თანდართული სიტუაციურ რუკაზე ასახული ფორმით.
2. განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია