“გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაპბაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.008.156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 15/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.008.156

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №96

2006 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 41-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 2005 წელი, №42, მუხ.450) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები:

,,8. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეების მიხედვით საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საგადასახადო ორგანოები აწარმოებენ შემდეგი სახის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებს:

ა) ჯარიმა – საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევისათვის;

ბ) ჯარიმა – შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევისათვის;

გ) ჯარიმა – გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისათვის;

დ) ჯარიმა – საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის;

ე) ჯარიმა – ყადაღადადებული ქონების მფლობელობის, სარგებლობის ან/და განკარგვის წესის დარღვევისათვის;

ვ) ჯარიმა – საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობისათვის;

ზ) ჯარიმა – მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისათვის;

თ) ჯარიმა – გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებისა და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადასახადო დავალების შესრულების ვადის დარღვევისათვის;

ი) ჯარიმა – ბანკების მიერ გადასახადის გადამხდელთა ანგარიშის გახსნის წესის დარღვევისათვის და გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის;

კ) ჯარიმა – დოკუმენტების გარეშე მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისათვის (გადაზიდვისათვის) და აღურიცხაობისათვის;

ლ) სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმები და საურავები.

9. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ჯარიმის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ გაფორმებული სათანადო დასკვნა. საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის თანხაზე საურავის დარიცხვა არ ხდება.

10. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე, მე-6 გრაფაში (გადახდილია ბიუჯეტში) ჩანაწერის გატარების საფუძვლად მიიღება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ სახელმწიფო ხაზინის ამონაწერი ან სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული ფაილი.”

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი