სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.11.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №383
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.024778 66
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/11/2024
869 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 03.09.2020 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 91% 20.12.2018 სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 07.04.2021 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 06.11.2018 დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 11.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №383 2024 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − საბჭოს წევრი. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 8. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 11. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი − საბჭოს მდივანი. მუხლი 2🔗 საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლების გარეშე მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: 1. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს. 2. სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილეს. 3. სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“.   მუხლი 4🔗 დაევალოს საბჭოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025 − 2028 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.   2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საბჭო, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასრულებს ქვეყნის შესაბამისი უწყებების საქმიანობის მაკოორდინირებელ ფუნქციას. მუხლი 2🔗. საბჭოს მიზანი, ამოცანა და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს მიზანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025 − 2028 წლების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის/გეგმების შემუშავება. 2. საბჭოს ამოცანებია: ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025 − 2028 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება; ბ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025 − 2028 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. 3. საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათათბირო ხმის უფლების გარეშე მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით; დ) შექმნას უწყებათაშორისი ტექნიკური დონის სამუშაო/თემატური ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობა და მისი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1.  საბჭოს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ადგენს სხდომის დღის წესრიგს. 3. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 4. საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 5. საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომებს საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 6. საბჭოს სხდომები შეიძლება გაიმართოს როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულ ფორმატში. 7. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი. 8. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს. 9. საბჭოს სამდივნო ტექნიკურ-ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუშაობას, ორგანიზებას უწევს მონიტორინგისა და საბოლოო შეფასების პროცესს, სამუშაო ჯგუფს აწვდის ინფორმაციას  შესაბამისი შედეგების შესახებ. 10. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას. 11. საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 12. საბჭოს სამდივნო საბჭოს წევრებს უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. 13. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს  სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. მუხლი 4🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 3. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე პირი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს სხდომის შემდგომ ფორმდება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. 6. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. მუხლი 5🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.