„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
240080000.11.004.016097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №7

2024 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

 


მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/11/2021; ს/კ: 240080000.11.004.016075) დამტკიცებული კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის:

1. დანართი №1-ის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ წერილობითი მითითებები (გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმირების კუთხით, ასევე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობასა და მის საქმიანობასთან  დაკავშირებით მომზადებული წერილობითი მითითებებისა), ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვისაგან დროებით და გარკვეული პირობით გათავისუფლება, მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციებისა და საზედამხედველო ზომების (გარდა რეგისტრაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და მათი ფილიალების სარეგისტრაციო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, მათთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათებისა და კორესპონდენციისა) გამოყენების შესახებ;“;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან საზედამხედველო ანგარიშგების ფარგლებში გამოგზავნილი საკრედიტო რეესტრის მონაცემები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციისა;“;

გ) „ბ.თ“ და „ბ.ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.თ) ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიზნებისთვის კომერციული ბანკებიდან/მიკრობანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, სტატისტიკური) და დოკუმენტაცია, საზედამხედველო ანგარიშგებები (გარდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ საბალანსო მონაცემებისა, მოგება-ზარალის შესახებ ინფორმაციისა და ძირითადი საბანკო მაჩვენებლებისა, რომლებიც საჯაროა) და კომერციული ბანკის/მიკრობანკის შიდა და გარე აუდიტის დოკუმენტაცია, გარდა იმ ინფორმაციისა/დოკუმენტაციისა და ანგარიშგებებისა, რომლის გასაჯაროება მოქმედი კანონმდებლობით ევალებათ კომერციულ ბანკებს/მიკრობანკებს;

ბ.ი) კომერციული ბანკების/მიკრობანკების შემოწმებასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენცია, შემოწმების შედეგების შემაჯამებელი ფაილი (ელექტრონული ფორმით) და შემოწმების აქტის შემუშავებისთვის გამოყენებული  სამუშაო დოკუმენტაცია;“;

დ) „ბ.ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ჟ) ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, მიკრობანკების (მათ შორის, ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკის/მიკრობანკის), სახელმწიფო ხაზინისა და მათი კლიენტების გადახდებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;“;

ე) „ბ.ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ღ) ეროვნული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების/საგადახდო სისტემების ოპერატორების, კომერციული ბანკების/მიკრობანკების (მათ შორის, ლიკვიდაციაში მყოფი აღნიშნული სუბიექტების), სახელმწიფო ხაზინისა და მათი კლიენტების გადახდებთან დაკავშირებული სტატისტიკა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში, აგრეთვე, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იმ საგადახდო სქემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციისა, რომლის ფარგლებში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა წლიურად აღემატება სხვა საგადახდო სქემის იმავე ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის 3 პროცენტს;“.

2. დანართი №2-ის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად წარმოდგენილი ანგარიშგება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. კომერციული ბანკისა და მიკრობანკის ლიცენზირებასთან/მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან და ადმინისტრატორის დანიშვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.“;

გ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ყოველთვიური და ყოველდღიური ბალანსები, რომლებიც გამოიყენება მონეტარული სტატისტიკის წარმოებისთვის.“;

დ) 27-ე და 28-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემა სებსტატში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიხედვით არსებული ინფორმაცია.

28. მონაცემთა ვიზუალიზაციის, ანალიზისა და ანგარიშგების სისტემაში (BI) მომზადებული და გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშები ეროვნული ბანკის შიდა მოხმარებისთვის, ეროვნული ბანკის ვებგვერდისთვის (გამოქვეყნებამდე სამუშაო ვერსია), კომერციული ბანკებისთვის და მიკრობანკებისთვის.“;

ე) 35-ე და 36-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. სტრესტესტის მოდელი და მოდელის შედეგები ინდივიდუალურად კომერციული ბანკებისთვის და მიკრობანკებისთვის.

36. საკრედიტო პირობების კითხვარის ინდივიდუალური პასუხები, რომელსაც ავსებენ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მაღალი რგოლის მენეჯერები.“;

ვ)  39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმები (დანართებით) და მიკრობანკების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა