,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.008.172
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №100
2006 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებას (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1498) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 41. საპრეტენზიო კომისია
1. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე წერითი ტესტირების შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ტესტური გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ როგორც კომისიას, ისე განმცხადებელს.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
7. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ კომისიის შეფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება, ხოლო კომისია ამტკიცებს შეცვლილ შეფასებას.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“?
- „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №100. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.22.023.008.172.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“, №100, 15.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.008.172 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63088/