რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.017269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №92

2024 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
თავდაცვის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამა.
მუხლი 2
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი ჩიქოვანი



რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამა (შემდგომ – პროგრამა) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) რეზერვში ჩარიცხული პირის (შემდგომ – რეზერვისტი) სპეციალური მომზადების (შემდგომ – მომზადება) პროცესს.

2. პროგრამა უზრუნველყოფს რეზერვისტის მომზადებას თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად.


მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია:

ა) თავდაცვის ძალებისთვის შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით პირის მომზადება;

ბ) თავდაცვის ძალების რეზერვის (შემდგომ – რეზერვი) სამეთაურო რგოლის − ოფიცრების შემადგენლობისა და სერჟანტების შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება;

გ) რეზერვისტის ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება.


მუხლი 3. რეზერვისტის მომზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. რეზერვისტის მომზადებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტები არიან და რეზერვისტის მომზადებას უზრუნველყოფენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

2. რეზერვისტის მომზადებასთან დაკავშირებით:

ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისი – ახორციელებს რეზერვისტის მომზადების პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას;

ბ) თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი – ამზადებს საორგანიზაციო მითითებებს და ზედამხედველობას უწევს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებს იმ პროგრამების შესრულებაში, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ რეზერვის ძალთა საბრძოლო მზადყოფნას, საბრძოლო მზადყოფნის კომპონენტების შესაბამისად;

გ) სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს:

გ.ა) სამობილიზაციო რეზერვისტის გამოძახებას;

გ.ბ) რეზერვში გამოძახებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას/გადამოწმებას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აქვს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს;

გ.გ) რეზერვისტის მიყვანას პროგრამის განმახორციელებელ შესაბამის სუბიექტებში;

დ) თავდაცვის ძალების სარდლობები/სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე ახორციელებენ რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს რეზერვის კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე უზრუნველყოფენ, რეზერვის წვრთნების ინტეგრირებას თავდაცვის ძალების სარდლობების ქვედანაყოფების სწავლებებში;

ე) ეროვნული გვარდია – ორგანიზებას უწევს ტერიტორიულ და სამობილიზაციო რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს უფლებამოსილების ფარგლებში.

3. რეზერვისტის მომზადება ხორციელდება შესაბამისი თემატიკის, საბრძოლო მომზადების პროგრამისა და გეგმების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესაბამისი საშუალებით, რომლებიც განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, რეზერვისტის მომზადებისას მეცადინეობის ცხრილის შედგენა ხორციელდება ხელმძღვანელის მიერ, სადაც მიმდინარეობს რეზერვისტთა მომზადება.

5. რეზერვისტის მომზადებისას პრიორიტეტულია საველე მეცადინეობები, რა დროსაც ხორციელდება თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცება, სასწავლო მეთოდური საშუალებების გამოყენებით.


მუხლი 4. მომზადების ეტაპები
1. რეზერვისტის მომზადების ეტაპები:

ა) ინდივიდუალური მომზადება – რეზერვისტის მომზადება სამხედრო მოსამსახურისათვის ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებში;

ბ) პროფესიული მომზადება:

ბ.ა) სპეციალისტებად შერჩეული რეზერვისტების  სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით მომზადება – განსაზღვრულ საშტატო თანამდებობაზე დაკისრებული ფუნქციის ხარისხიანად შესრულების უზრუნველსაყოფად;

ბ.ბ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე შერჩეული რეზერვისტის სამეთაურო მომზადება – ოპერატიულ გარემოში ქვედანაყოფის მართვისთვის;

გ) კოლექტიური მომზადება – ქვედანაყოფის შემადგენლობაში საბრძოლო დავალებების დაგეგმვისა და განხორციელების კოლექტიური უნარ-ჩვევების განვითარება და ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა.

2. რეზერვისტი ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ეტაპს გაივლის ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის/გეგმის შესაბამისად.


მუხლი 5. რეზერვის მომზადება კატეგორიების მიხედვით
1. აქტიური რეზერვის:

ა) ტერიტორიული რეზერვის მომზადება ითვალისწინებს რეზერვისტის მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებისა და კრიზისებზე რეაგირების მიზნით;

ბ) სპეციალისტთა რეზერვის მომზადება ითვალისწინებს თავდაცვის ამოცანებისთვის აუცილებელი სპეციალობის მქონე რეზერვისტის მომზადებას თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. სამობილიზაციო რეზერვის:

ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის მომზადება ითვალისწინებს  მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისტის მომზადებას საბრძოლო ქვედანაყოფების შემადგენლობაში ან ინდივიდუალურად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის, პირველ რიგში, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით;

ბ) ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის:

ბ.ა) მომზადებული სამობილიზაციო რეზერვის მომზადება ითვალისწინებს რეზერვისტის გადამზადებას მცირე დროში თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და დანაკარგების შევსების მიზნით;

ბ.ბ) მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვის მომზადება ითვალისწინებს რეზერვისტის, მათ შორის არასამხედრო სპეციალობების მქონე პირების, მომზადებას მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2024.
როდის იქნა მიღებული „რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
„რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.11.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №92. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.017269.
რამდენი მუხლისგან შედგება „რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №92, 27.11.2024, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017269 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6308935/