სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.08.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-372
სარეგისტრაციო კოდი 000250012.22(3).3.000053
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 21/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
129 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.08.1998 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-372 1998 წლის 20 აგვისტო   ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესასრულებლად. ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების ტიპური ფორმა თანახმად დანართისა. 2. იურიდიულ და პარლამეტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) და აგრარული რეფორმების დეპარტამენტმა (გ. გორდეზიანი) უზრუნველყონ ამ ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრაციაში გატარების შემდეგ უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება პრესაში. 4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. დიდბარიძეს. მინისტრი                                 ბ. გულუა