მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2024
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 3524319001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016043
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/11/2024
190 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის ჯიღაურას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბიწმენდში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 16.07.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 26.06.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 25.02.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 29.05.2024 მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ საგურამოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 29.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გ-35.3524319001 2024 წლის 14 ნოემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (უსახელო ქუჩა და ჩიხი) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის შესაბამისად. 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ –  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17. საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ელოშვილი