ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის ზღვრული ვადების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.1998
ძალის დაკარგვა 28.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 000000210.01(3).003.000183 17
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 12/02/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის ზღვრული ვადების შესახებ
საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №5
1998 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის ზღვრული ვადების შესახებ
„ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 2 მაისის კანონისა და ამ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დოკუმენტების საუწყებო შენახვის სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დაწესდეს ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელწმიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის შემდეგი ზღვრული ვადები, რომელთა გასვლის შემდეგ დოკუმენტები უნდა გადაეცეს შესაბამის სახელწმიფო არქივებს:
ა/ საქართველოს პარლამენტის, სახელწმიფო კანცელარიის, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების, პროკურატურისა და მისი ორგანოების, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მინისტრთა საბჭოების, სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დოკუმენტებისათვის - 15 წელი;
ბ/ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ადგილობრივი დაქვემდებარების სახელწმიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების, სოფლის მეურნეობის საწარმოების დოკუმენტებისათვის - 5 წელი;
გ/ იმ საზოგადოებებისა და საწარმოების დოკუმენტებისათვის, რომლებთანაც პარტნიორად გამოდის სახელწმიფო - 10 წელი;
დ/ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებისათვის, პირადი შემადგენლობის დოკუმენტებისათვის, სანოტარო მოქმედებათა ჩანაწერებისა და სასამართლო საქმეებისათვის - 75 წელი;
ე/ სამეცნიერო, ტექნოლოგიური და საპატენტო დოკუმენტებისათვის - 10 წელი;
ვ/ საკონსტრუქტორო დოკუმენტებისათვის - 15 წელი;
ზ/ კაპიტალური მშენებლობის საპროექტო დოკუმენტებისათვის - 25 წელი;
თ/ კინოდოკუმენტებისათვის, ფოტოდოკუმენტებისა და ვიდეოფონოგრამებისათვის - არაუმეტეს 3 წლისა დამზადების დროიდან;
ი/ ფოტოდოკუმენტებისათვის - 3 წელი;
კ/ დოკუმენტებისათვის მანქანურ მატარებლებზე - 5 წელი.
2. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური და კონფესიური გაერთიანებების, აგრეთვე სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტების სახელმწიფო არქივებში გადაცემის ვადები განისაზღვროს მათი მესაკუთრეების თანხმობით არასახელმწიფო ორგანიზაციასა და სახელმწიფო არქივს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ეთხოვოს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, საქართველოს პრეზიდენტის სახელწმიფო რწმუნებულებს მხარეებში, ქალაქების მერიებსა და რაიონების გამგეობებს უზრუნველყონ ცენტრალურ აპარატსა და სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროული შერჩევა და მოწესრიგება, იმ დოკუმენტების სახელწმიფო არქივებში რეგულარული გადაცემა, რომლებსაც წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად გაუვიდათ საუწყებო შენახვის ზღვრული ვადები.
სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარე ზ. მახარაძე