„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №388 |
|
2024 წლის 18 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ (კლასიფიკაციის კოდი: 31 05 18) შესაბამისი თანხების ცვლილება.“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს განესაზღვროს არაუმეტეს 100 ერთეულით 4 თვით, 15 ერთეულით – 6 თვით, 60 ერთეულით – 9 თვით და დაფინანსდეს „თხილის წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 31 05 18), ხოლო სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს – არაუმეტეს 90 ერთეულით 3 თვით, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 31 02 05), შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.11.2024.
- როდის იქნა მიღებული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.11.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №388. სარეგისტრაციო კოდი — 340030000.10.003.024783.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №388, 18.11.2024, სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.024783 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6309960/