,,ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 24.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 45, 25/03/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt .8in 35.95pt .8in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №73
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 23-ე პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის თანდართული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ორგანიზაციული კოდით (35 23 07) გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის აქტუალობა
„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურების, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის სისტემაში არსებული რესურსი ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნილებებს, რისთვისაც საჭიროა არსებული რესურსის მობილიზება და შესაბამისი გაზრდილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, გაფართოება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შეიქმნას სისტემა, რომელიც ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურების, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ პრეჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ სამედიცინო დახმარებას, რისთვისაც საჭიროა სამედიცინო დაწესებულებების მიზნობრივი აღჭურვა, სათანადო/შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა ხარისხიანი/ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად.
მუხლი 3🔗. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებია:
ა) პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური ეტაპისათვის ინტელექტუალური, მეთოდოლოგიური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და განვითარება;
ბ) მაღალკვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების პრაქტიკული განხორციელება.
მუხლი 4🔗. პროგრამის ღონისძიებები
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს:
ა) მზადყოფნისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნასა და განახლებას;
ბ) ადამიანური რესურსების მომზადება-გადამზადებას;
გ) შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ თანამდევ მომსახურებას.
2. პროგრამის ფარგლებში შესასყიდი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალსა და ამ საშუალებათა მოსარგებლე ორგანიზაციებს/დაწესებულებებს/სამსახურებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად პროგრამის განხორციელებისათვის განკუთვნილია 9 500 000 ლარი (ორგანიზაციული კოდი 35 23 07).
მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები;
გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენტური თანამშრომლები.
მუხლი 7🔗. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის შესრულების ვადად განისაზღვრება 2008 წელი.
მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების ზედამხედველობა
პროგრამის განხორციელებას ზედამხედველობასა და კოორდინაციას გაუწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ჯგუფი.