„შპს „ფორსაით დელტასთვის“ (ს/ნ 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2024 წლის 31 ოქტომბრის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №54
2024 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
1. „შპს „ფორსაით დელტასთვის“ (ს/ნ 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2024 წლის 31 ოქტომბრის №53 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შპს „ფორსაით ბროკერსისთვის“ (ს/ნ 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე”;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაიცეს შპს „ფორსაით ბროკერსზე“ (ს/ნ: 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.“.
2. „შპს „ფორსაით დელტასთვის“ (ს/ნ 404700819) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2024 წლის 31 ოქტომბრის №53 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე