ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის დროებითი წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.04.1998
ძალის დაკარგვა 27.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000236 14
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 22.04.2016
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის დროებითი წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №1
1998 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის დროებითი წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 38-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად კომისიამ დაადგინა, დამტკიცდეს „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის დროებითი წესი და პირობები“.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის დროებითი წესი და პირობები
1. ზოგადი დებულებანი
1.1. ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესი და პირობები განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ელექტროენერგეტიკის ყველა ლიცენზიატის და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადი ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და მოხმარების ფასების დადგენაზე, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებზე;
1.2. სემეკი ელექტროენერგიის ტარიფს ადგენს „ელექტროენერგეტიკის შესახებ” კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესისა და სემეკის სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მხოლოდ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით უნდა განახორციელოს ყველა შუალედურმა ლიცენზიატმა (შემდგომში – ლიცენზიატმა) ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციასა და განაწილებაზე გაწეული მომსახურება, ხოლო მომხმარებელმა – ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება.
2. ტარიფის დადგენის პირობები და პრინციპები
2.1. ტარიფის დასადგენად ლიცენზიატები ან/და საწარმოო მომხმარებლები (შემდგომში - მომხმარებელი) ვალდებულნი არიან წარადგინონ სემეკში განაცხადი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განაცხადის წარმომდგენის დასახელება, მომსახურების სახე, მისამართი, საკუთრების ფორმა, საბანკო რეკვიზიტები (მომსახურე ბანკის დასახელება, მისამართი, ანგარიშის ნომერი და კოდი), ხელმძღვანელის გვარი, სახელი, ტელეფონი;
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს აუცილებელი ინფორმაცია ლიცენზიატის და/ან მომხმარებლის შესახებ, სემეკის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად და მოთხოვნილი ტარიფის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
2.2. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია მისი წარმომდგენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2.3. სემეკს უფლება აქვს შეამოწმოს ლიცენზიატებისაგან წარმოდგენილი მონაცემები, მისი შესაბამისობა, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ სტანდარტებთან და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
2.4. სემეკი ვალდებულია ტარიფების დადგენისას გამოიყენოს როგორც საკუთარი ანალიტიკური სისტემები, ისე ლიცენზიატის ფინანსური და ეკონომიკური ანგარიშები; იხელმძღვანელოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული და მის მიერ დამტკიცებული სპეციალური მეთოდიკით.
2.5. ტარიფის დადგენის ამოსავალი პრინციპებია:
ა) დაიცვას მომხმარებელი მონოპოლიური ფასებისაგან, ხოლო ლიცენზიატებს შესაძლებლობა მისცეს დაფარონ თავიანთი მომსახურების გაწევის ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები. ეს უკანასკნელი უნდა მოიცავდეს ეკონომიკურად გამართლებულ ფასებში შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლოატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს; ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონიერ და სამართლიან დონეს, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეულ ხარჯებს და სალიცენზიო გადასახდელებს და სხვა;
ბ) ხელს უწყობდეს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას დარგში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასებისა და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით;
გ) ხელს უწყობდეს ლიცენზიატის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ექსპლოატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით;
დ) ასახოს მომსახურების განსხვავებული ღირებულება მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით;
ე) ასახოს მომხმარებელთა კატეგორიებს შორის არსებული პრიორიტეტების სახელმწიფო პოლიტიკა, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატების ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.
3. ტარიფის დადგენის წესები და პროცედურები
3.1. სემეკი ვალდებულია სატარიფო განაცხადის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში განიხილოს იგი და მიიღოს შემდეგი შესაძლო გადაწყვეტილება:
– დააკმაყოფილოს თხოვნა და დაადგინოს ტარიფი;
– დააბრუნოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი სრულყოფისათვის.
განსაკუთრებულ შემთხვევაში სემეკს უფლება აქვს განაცხადის წარმომდგენთან შეთანხმებით გააგრძელოს განაცხადის განხილვის დადგენილი ვადა;
3.2. სემეკი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს ლიცენზიატს სატარიფო განაცხადის განხილვის დრო და საშუალება მისცეს მას დაესწროს კომისიის სხდომას;
3.3. სემეკი ტარიფის დადგენის პროცესში იყენებს მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების კომენტარებს, სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებით ინფორმაციას და სხვა პროცედურებს;
3.4. სემეკის მიერ ტარიფის დადგენის შემთხვევაში ტარიფი ძალაში შედის ამ საკითხზე შესაბამისი დადგენილებასა ან გადაწყვეტილებაში მითითებული დროიდან და ძალაშია არანაკლებ 6 თვისა. ცალკეულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს სემეკის გადაწყვეტილებით.
4. ტარიფის დადგენის ანაზღაურება
4.1. ტარიფის დადგენის საფასური განისაზღვრება წლიური სალიცენზიო გადასახდელის, გადაცემისა და განაწილების ქსელის სირთულის, სემეკში სათანადო განაცხადის შეტანის რაოდენობის, სემეკის მიერ ამგვარ ქმედობაზე გაწეული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, დანართის შესაბამისად;
4.2. ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ლიცენზიატის მიერ;
4.3. იმ შემთხვევაში, როცა ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა ხორციელდება ელექტროენერგიის მომხმარებლის ინიციატივით, ტარიფის დადგენის საფასური შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მომხმარებლის მიერ, რაც სათანადო ანგარიშსწორების მიზნით აისახება ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის დადებულ შესაბამის ხელშეკრულებაში;
4.4. ტარიფის დადგენის ანაზღაურება უნდა მოხდეს ტარიფის დამტკიცების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში.
5. ტარიფის დადგენის წესის და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა
5.1. წინამდებარე წესისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება სემეკის მიერ.
ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის დროებითი წესის და პირობების
დანართი
ტარიფის დადგენის ანაზღაურება
ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის საფასური გაანგარიშდება შემდეგი წესით:
ა) ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებისათვის პირდაპირ მომხმარებლებსა და ენერგოკომპანიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის გადასახადი გაანგარიშდება წლიური სალიცენზიო გადასახდელისა და მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის პროპორციულად და შეადგენს:
Cტ = E1/E2 X Cსგ K1 X K
სადაც Cტ – ტარიფის დადგენის გადასახადი, ლარი;
E1 – კონკრეტულ პირდაპირ მომხმარებელსა ან ენერგოკომპანიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობა წელიწადში, კვტსთ.
E2 – ყველა პირდაპირ მომხმარებელსა ან ენერგოკომპანიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის წლიური ჯამური საპროგნოზო რაოდენობა, კვტსთ.
Cსგ – გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის წლიური სალიცენზიო გადასახდელი, ლარი.
K1 კოეფიციენტი:
– პირდაპირი მომხმარებლისათვის
K1 = 0.5, როდესაც E1 > 10 მლნ კვტსთ,
K1 = 0.55, როდესაც 10 მლნ კვტსთ > E1 > 5 მლნ კვტსთ
– ენერგოკომპანიებისათვის
K1 = 0.08 თელასისათვის
K1 = 1.1, როდესაც E2 > 10 მლნ კვტსთ,
K1 = 1.2, როდესაც 10 მლნ კვტსთ ( E2 5.0 მლნ კვტსთ
K < 1 ზუსტდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის პირდაპირ მომხმარებელსა ან ენერგოკომპანიაზე, რომლისთვისაც დგინდება ტარიფი, მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის, ლიცენზიატის ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობის, ლიცენზიის პირობების შესრულების, ტარიფის დადგენის სირთულისა და სატარიფო განაცხადის შეტანის რაოდენობის მიხედვით.
როდესაც პირდაპირ მომხმარებელსა ან ენერგოკომპანიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 5.0 მლნ კვტსთ-ზე ნაკლებს, ტარიფის დადგენის ფიქსირებული გადასახადი შეადგენს 250 ლარს.
ბ) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის სარეალიზაციო ტარიფის დადგენის გადასახადი გაანგარიშდება წარმოების ლიცენზიატის წლიური სალიცენზიო გადასახდელის და ელექტროენერგიის წლიური საპროგნოზო წარმოების პროპორციულად და შეადგენს:
Cტ = E1/E2 X Cსგ X K2 X K
სადაც Cტ – წარმოების ლიცენზიატის ტარიფის დადგენის გადასახადი, ლარი.
E1 – წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა, რომლისთვისაც დგინდება ტარიფი, კვტსთ.
E2 – წარმოებული ელექტროენერგიის წლიური ჯამური საპროგნოზო რაოდენობა, კვტსთ.
Cსგ – წარმოების ლიცენზიატის წლიური სალიცენზიო გადასახადი, ლარი.
K2 – კოეფიციენტი:
K2 = 0.15, როდესაც E1 > 700 მლნ კვტსთ,
K2 = 0.2, როდესაც 700 მლნ კვტსთ > E > 100 მლნ კვტსთ
K2 = 0.3, როდესაც 100 მლნ კვტსთ > E > 30 მლნ კვტსთ,
K < 1 – ზუსტდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობის, რომლისთვისაც დგინდება ტარიფი, წარმოების ლიცენზიატის ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობის, ლიცენზიის პირობების შესრულების, ტარიფის დადგენის სირთულისა და სატარიფო განაცხადის შეტანის რაოდენობის მიხედვით.
როდესაც ელექტროენერგიის წლიური საპროგნოზო წარმოება ნაკლებია 30 მლნ კვტსთ-ზე ტარიფის დადგენის ფიქსირებული გადასახადი შეადგენს 250 ლარს.
გ) ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების ტარიფის დადგენის საფასური შეადგენს ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შეალედური ლიცენზიატების წლიური სალიცენზიო გადასახდელის 5%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა და არანაკლებ 250 ლარისა.
დ) ელექტროენერგიის განაწილების მომსახურების ტარიფის დადგენის საფასური შეადგენს ელექტროენერგიის განაწილების შუალედური ლიცენზიატის წლიური სალიცენზიო გადასახდელის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა და არანაკლებ 250 ლარისა.