“საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-სატესტაციო კომისიისა და საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 20.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/39
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.028.008.180
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 27/02/2006
matsne.gov.ge 1,973 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ენა კითხვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-სატესტაციო კომისიისა და საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 31.0pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.028.008.180 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/39 2006 წლის 20 თებერვალი  ქ. თბილისი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის დებულება (თან ერთვის). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის დებულება თავი I. ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად. 2. ეს დებულება განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს და ვრცელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს აპარატის მოხელეებზე. თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში _ კომისია)     მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა; ბ) ატესტირების საშუალებით დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენა; გ) საკადრო რეზერვის შექმნა. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.     მუხლი 3🔗. კომისია 1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან, მოხელეთა რეზერვის ფორმირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 4. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელიც ახდენს მის ატესტირებას. 5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი კომიისის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) მოწვეული სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.     მუხლი 5🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.     მუხლი 6🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი III. კონკურსი     მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება 1. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიურო, ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 4. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 6. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებასა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას. 7. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.     მუხლი 8🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს აპარატსა და სამინისტროს მმართველობით სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) ავტობიოგრაფია; ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა: გ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში); დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4); ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ გაცემული ანკეტა (დანართი №1); ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირისა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 10🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 11🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.     მუხლი 12🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი. 2. ტესტირების საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 3. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინადადებით მინისტრის მიერ დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). 4. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი. 5. კონკურსანტების მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ტარდება დამატებითი გასაუბრება.     მუხლი 13🔗. გასაუბრება კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი ღირსებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების (ინტერვიუს) გზით.     მუხლი 14🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ეწყობა განმეორებითი კენჭისყრა. 5. თანაბარი შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა მას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას. 6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი _ კომისიის გადაწყვეტილებას კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კადიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ვაკანტურ თანამდებობაზე პირის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 16🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი IV. მოხელის ატესტაცია     მუხლი 17🔗. ატესტაციის მიზანი და ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. მოხელის ატესტაცია არის მისი პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 2. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 3. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. ბ) მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ექვს თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას.     მუხლი 18🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვებდებარებულ პირს ატესტაციის ჩატარების დრო და პროგრამა უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.     მუხლი 19🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარადგენს საჯარო მოხელის დახასიათებას დანართი № 2. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს, მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი. 4. ატესტაცია ტარდება ზეპირი ან/და ტესტირების ფორმით. ტესტირებული ატესტაციისათვის ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი. 5. მოხელესთან გასაუბრება (ინტერვიუ) იმართება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 6. მოხელის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას. 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.     მუხლი 20🔗. საჯარო მოხელის შეფასება და გადწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-14 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა)  შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ)  შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას; ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს. 3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგები 1 ატესტაციის შედეგები თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილ პირს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელზე მისი ხელმოწერით.     მუხლი 22🔗. კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებული დავები 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი V. მოხელეთა რეზერვი     მუხლი 23🔗. მოხელეთა რეზერვის მიზანი მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს: ა) მოხელეთა კანდიდატების შერჩევა; ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა; გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის ახალი სამსახურის გამოძებნა.     მუხლი 24🔗. რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.     მუხლი 25🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზ-ღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით. თავი VI. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 26🔗. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე პრეტენდენტის განათლებისა და მუშაობის მონაცემები სახელი, გვარი ------------------------------------------------------------------------------------------ დაბადების წელი, თვე და რიცხვი ------------------------------------------------------------------- დაბადების ადგილი ----------------------------------------------------------------------------------- ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------------------------------- განათლება ---------------------------------------------------------------------------------------------- საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, მობილურის ნომერი უცხო ენების ფლობა ენა კითხვა საუბარი წერა კვალიფიკაციის ამაღლება ---------------------------------------------------------------------------- სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები შრომითი საქმიანობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ხელმოწერა------------------------------------------- დანართი №2 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საჯარო მოხელის დახასიათება სახელი, გვარი ------------------------------------------------------------------------------------------ დაკავებული თანამდებობა------------------------------------------------------------------------------- ფუნქცია, მოვალეობები------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დახასიათება ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ხელმოწერა ------------------------------------------------ წელი, თვე, რიცხვი------------------------------------------------