„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№289/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016879
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №289/04

2024 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (ემიტენტი და ექვაირერი) ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის ოპერაციების ამ წესის მოთხოვნების დაცვით შესრულება.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოშვებულ საბარათე ინსტრუმენტებთან მიმართებაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 2027 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილია იმოქმედოს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.

4. 2027 წლის 1 იანვრამდე ემიტენტი უფლებამოსილია უცხოური ექვაირერის მომსახურებაში მყოფი სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან მისი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ საბარათე ოპერაციებთან მიმართებაში იმოქმედოს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. 2027 წლის 1 იანვრამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მომხმარებლის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე შეამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული აბონენტის ნომრით ან სხვა იდენტიფიკატორით საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაციებთან არსებული დავალიანება და განახორციელოს გადახდის ოპერაციის ინიციირება არაუმეტეს დავალიანების ოდენობის თანხისა. აღნიშნული თანხმობის გაცემა და გაუქმება უნდა განხორციელდეს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელს მიაწოდოს მომსახურება, თუ მომხმარებელმა შესაძლო ვარიანტებიდან თავად აირჩია თანხმობის მოქმედების ვადა ან გასცა თანხმობა განუსაზღვრელი ვადით და განსაზღვრა თანხის ზედა ზღვარი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონიტორინგის მექანიზმის მიმართ არ მოქმედებს ამ წესის მე-20 მუხლით განსაზღვრული გადახდის ოპერაციის თანხობრივი სიდიდიდან გამომდინარე მოთხოვნები.“;

დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს საგადახდო მომსახურებას სთავაზობს თავისი ვებგვერდის მეშვეობით, უფლებამოსილია მომხმარებელს მისცეს საშუალება თავის ელექტრონულ საფულეს/ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებლის იდენტიფიკატორს მიაბას საგადახდო (საბარათე ან/და სხვა) ინსტრუმენტი. საგადახდო ინსტრუმენტის მიბმა ხორციელდება საფულის შევსების ან/და საფულიდან ინსტრუმენტზე თანხის გადატანის მიზნით, ასევე გადახდის ოპერაციის ერთჯერადად განხორციელების მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის მიბმის ოპერაცია უნდა განხორციელდეს ემიტენტის მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის ან 2026 წლის 1 იანვრამდე ერთჯერადი კოდის გამოყენების საფუძველზე, გარდა უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტისა. იდენტიფიცირებული მომხმარებლის შემთხვევაში, საფულის შევსების ან გადახდის ოპერაციის ერთჯერადად შესრულების მიზნით საგადახდო ინსტრუმენტით ოპერაციის ინიციირებისას, ემიტენტის მიერ ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელება (ან ერთჯერადი კოდის გენერირება) არ მოითხოვება. აღნიშნულ შემთხვევებში ელექტრონულ საფულეზე წვდომა ან ვებგვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა უნდა განხორციელდეს პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის საფუძველზე. არაიდენტიფიცირებული მომხმარებლის შემთხვევაში, ვებგვერდიდან საგადახდო ინსტრუმენტით ოპერაციის ინიციირებისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა საგადახდო ინსტრუმენტის გამომშვები პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელება ან ერთჯერადი კოდის გამოყენება. ამ პუნქტის დარღვევით განხორციელებულ ოპერაციებზე საგადახდო ინსტრუმენტის გამომშვები პროვაიდერის და მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება ვებგვერდით მომსახურე პროვაიდერს (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერს).

11. 2027 წლის 1 იანვრამდე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის მე-13 მუხლის მიზნებისთვის დათვლაში არ გაითვალისწინოს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში, 300 .01 ლარამდე ჯამური ოდენობით ძლიერი ავთენტიფიკაციის   გარეშე განხორციელებული გადახდის ოპერაციები, რომელთაგან თითოეული ოპერაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს;

ბ) ოფლაინგადახდის ოპერაცია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-13 მუხლის, ასევე, ამ  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის დათვლაში, თუ ოფლაინ რეჟიმიდან გამომდინარე, ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ არის. ასეთი შესაძლებლობის არარსებობის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება ემიტენტ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა