მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრისა

და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და

სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №4 №153

 

1998 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „სტანდარტიზაციის შესახებ“ და საქართველოს სტანდარტიზაციის სახელწმიფო სისტემის შესაბამისად, ვბრძანებთ:

- დამტკიცდეს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტები:

სდმშ 20532041-001-97  სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. „მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ძირითადი დებულებები.

სდმშ 20532041-002-97 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. „მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესი“.

სდმშ 20532041-004-97 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. „მოთხოვნები მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოებისადმი“.

სდმშ 20532041-004-97 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. „მოთხოვნები მშენებლობაში საგამოცდო ლაბორატორიებისადმი /ცენტრებისადმი/“.

სდმშ 20532041-005-97  სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. „მშენებლობაში სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრის წარმოების წესი“.

შემოღების თარიღად განისაზღვროს 1998 წლის 16 თებერვალი.

 

ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი                            მ. ჩხენკელი

 

თავმჯდომარე                                                                           ჯ. მანჯგალაძე

 

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო

                                                                                                            სდმშ 20532041-001-97

სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი მშენებლობაში

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა

მშენებლობაში სახელწმიფო სისტემა

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ძირითადი დებულებები

 

 

 

თბილისი

1997 წ.

საინფორმაციო მონაცემები

შემუშავებულია:  საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ

შემსრულებელი:  საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო

დამტკიცებულია და შემოღებულია სამოქმედოდ: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და საქსტანდარტის 1997 წლის 29 დეკემბრის № 92/153 ბრძანებით.

 

რეგისტრირებულია:           საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ

                                                „-----“ ---------------- 1998 წელი

                                                           

 

რეესტრი №

წინადმებარე დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ აღწარმოება, ტირაჟირება და გავრცელება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და საქსტანდარტის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

 

სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი მშენებლობაში

----------------------------------------------------------------------------

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა                                       სდმშ 20538041-001-97

მშენებლობაში პროდუქციის

სერთიფიკაციის ძირითადი დებულებები

------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                შემოღებულია

                                                                                    1998 წლის 1 თებერვლიდან

1. გამოყენების სფერო

წინამდებარე ძირითადი დებულებები პროდუქციის სერტიფიკაციისა მშენებლობაში (შემდგომში - ძირითადი დებულებები) შემუშავებულია საქართველოს კანონის „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ შესაბამისად, სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ფუძემდებლური დოკუმენტების განვითარების მიზნით.

ძირითადი დებულებები ადგენს ტერმინებსა და განმარტებებს, სერტიფიკაციის ძირითად პრინციპებსა და საერთო წესებს, მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ობიექტების ნომენკლატურასა და სერტიფიკაციის სამსახურების ორგანიზაციულ სტრუქტურას.

2. მითითებანი ნორმატიულ დოკუმენტებზე

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულია მითითებანი შემდეგ დოკუმენტებზე:

- სდმშ 20532041-002-97 სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესი.

- სდმშ 20532041-003-97 სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა. მოთხოვნები მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოებისადმი და მათი აკრედიტაციის ჩატარების წესი.

- სდმშ 20532041-004-97 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მოთხოვნები მშენებლობაში საგამოცდო ლაბორატორიებისადმი ცენტრებისადმი.

- სდმშ 20532041-005-97 სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა. სისტემის სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი.

- სსტ 1.11-96 სტანდარტიზაციის სახელწმიფო სისტემა.

შესაბამისობის ეროვნული ნიშანი. (ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები)“.

3. განმარტებები

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებისას გამოყენებული ცნებები, ტერმინები და მათი განმარტებები შეესაბამება სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში მიღებულ განმარტებებს სახელმძღვანელო ისო იეკ-2 და სტანდარტი ისო 8402. სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში და ისო-ს დოკუმენტებში გამოყენებული ტერმინების დადგენილი საცნობარო განმარტებები მოცემულია 1-ლ დანართში.

4. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ძირითადი პრინციპები და საერთო წესები

4.1. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაცია ხორციელდება პროდუქციის სერტიფიკაციის საერთო მიზნების და ამოცანების შესაბამისად მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოსათვის მშენებლობაში პროდუქციის უსაფრთხო გამოყენების საკითხებში, შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების, სამშენებლო კონსტრუქციების საიმედობისა და ხანმედეგობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

4.2. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაცია წარმოადგენს სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს და ხორციელდება საქსტანდარტის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს ეროვნული ორგანოა სერთიფიკაციაში.

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, როგორც სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო.

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო ახორციელებს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ნორმატიულ და ორგანიზაციულ-მეთოდურ უზრუნველყოფას, მათ შორის, მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას.

4.3. მშენებლობაში პროდუქციის სასერტიფიკაციო საქმიანობის ობიექტებს წარმოადგენენ:

სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოთა და საშენი მასალების მრეწველობის პროდუქცია (შემდგომში - სამრეწველო პროდუქცია);

მშენებლობის ობიექტები-შენობები და ნაგებობები (შემდგომში - სამშენებლო პროდუქცია);

საპროექტო პროდუქცია;

სამუშაოები და მომსახურება მშენებლობაში.

საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია, მიმაგრებული ნორმატიული დოკუმენტებით საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროზე.

4.4. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაცია ხორციელდება, როგორც ნებაყოფლობითი, ისე სავალდებულო.

მშენებლობაში პროდუქციისა და მომსახურების ნომენკლატურას, მათ შორის, იმპორტირებულის, რომელთა სტანდარტებშიც აუცილებელია დადგინდეს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სავალდებულო მოთხოვნები, რომელთა მიმართ წაყენებულია სავალდებულო სერტიფიკაციის მოთხოვნები, განსაზღვრავს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო საქსტანდარტთან ერთად.

4.5. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებისას სერტიფიკაციაში უფლებამოსილი (აკრედიტებული) ორგანო სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში დადგენილი წესების შესაბამისად ორგანიზებას უკეთებს აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში (ცენტრებში) პროდუქციის გამოცდებსა და დადგენილ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებას.

გამოცდის შედეგებისა და წარმოების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე ხდება შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა და სერტიფიცირებული პროდუქციის რეგისტრაცია სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრში.

სერტიფიცირებულ პროდუქციაზე, წარმოებაზე ან ხარისხის სისტემაზე სერტიფიკაციის მიღებული სქემის მიხედვით ტარდება შემდგომი საინსპექციო კონტროლი. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესი დადგენილია სდმშ 20532041-002-ის შესაბამისად.

4.6. სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიებისადმი (ცენტრებისადმი) მოთხოვნები დადგენილია შესაბამისად სდმშ 20532041-003 და სდმშ 20532041-004 დოკუმენტებში.

სარეგისტრაციო ნორმების მინიჭების წესი დადგენილია სდმშ 20532041-005-ის შესაბამისად.

4.7. სერტიფიცირებულ პროდუქციაზე, სერტიფიცირებულ წარმოებაზე ან სერტიფიცირებულ ხარისხის სისტემებზე საინსპექციო კონტროლს, როგორც წესი ახორციელებენ სერტიფიკაციის ორგანოები.

4.8. აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოებსა და საგამოცდო ლაბორატორიებზე (ცენტრებზე) საინსპექციო კონტროლს ახორციელებს საქსტანდარტი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერთად.

4.9. სერტიფიკაციის ჩატარებისას ხორციელდება პროდუქციის შესაბამისობის შეფასება სახელწმიფო სტანდარტებითა და სანიტარულ-ჰიგიენური წესებით და ნორმებით დადგენილ ყველა მოთხოვნზე, აგრეთვე სამშენებლო ნორმებსა და წესებში მოყვანილი გაანგარიშებითა და სხვა მახასიათებლებით.

შემკვეთის მოთხოვნით პროდუქციის სერტიფიკაცია შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

4.10. სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო შენობებისა და ნაგებობების საიმედობასთან და ხანმედეგობასთან დაკავშირებულ სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ახალი ან იმპორტული პროდუქციის თვისებების სრული მოცულობით შეფასებისათვის აუცილებელობის შემთხვევაში ამუშავებს და ამტკიცებს სერტიფიკაციის სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც განსაზღვრავს მოცემული პროდუქციის სერტიფიკაციის თანმიმდევრობასა და წესს, მაჩვენებლებს, რომლებიც ადასტურებენ პროდუქციის შესაბამისობას მის ფუნქციონალურ დანიშნულებასთან გამოყენების სფეროს ჩათვლით, აგრეთვე გამოცდის მეთოდიკას პროდუქციის თავისებურებების, მისი წარმოების პირობების, ექსპლოატაციისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით.

4.11. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის მონაწილენი პასუხისმგებელნი არიან სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტებით დადგენილი აღებული ვალდებულებების შესრულებაზე:

დამამზადებელი

- (შემსრულებელი, დამამუშავებელი, მომწოდებელი) - მის მიერ გამოშვებული პროდუქციის სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაზე. შესაბამისობის ნიშნის სწორად გამოყენების და სერტიფიკაციის სხვა პირობების დაცვაზე;

საგამოცდო ლაბორატორია

- მის მიერ ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაზე, ამ გამოცდების შედეგების სისწორესა და ობიექტურობაზე.

სერტიფიკაციის ორგანო

- სერტიფიკატის გაცემისას ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის სრულად შეფასებასა და სისწორეზე, მისი მოქმედების შემდგომ დადასტურებაზე.

სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო

- სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტებით სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების უზრუნველყოფაზე. სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტებით დადგენილი პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენება სერტიფიკაციის მონაწილეებს არ ათავისუფლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან.

4.12. ობიექტების, სამუშაოთა მონაწილეების, ქვედანაყოფების, სერტიფიკაციის დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სდმშ 20532041-005-ის შესაბამისად.

4.13. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტების), მათ შორის, უცხოურის, აგრეთვე პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატების, მათ შორის, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის სერტიფიკატების ოფიციალური დადასტურება და მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის საკითხებზე შესაბამის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთმოქმედება ხორციელდება სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში მიღებული წესით.

4.14. ინფორმაცია სერტიფიკაციის ობიექტებისა და სამუშაოების მონაწილეთა შესახებ ქვეყნდება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამოცემებში და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სპეციალურ ცნობარებში.

4.15. აპელაციის განხილვა სერტიფიკაციისა შედეგების მიხედვით, ხორციელდება საქსტანდარტის სააპელაციო კომისიის მეშვეობით.

4.16. პროდუქციის სერტიფიკაციის და საინსპექციო კონტროლის ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს განმცხადებელი სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში დადგენილი წესით.

5. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სამსახურების ორგანიზაციული სტრუქტურა

5.1. სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის ორგანიზაციულ სტრუქტურას მშენებლობაში შეადგენს:

- საქსტანდარტი - საქართველოს ეროვნული ორგანო სერტიფიკაციაში;

- საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო-მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო;

- მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოები;

- საგამოცდო ლაბორატორიები (ცენტები);

- განმცხადებლები (დამამზადებლები, მომწოდებელი);

5.2. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოები ატარებენ ერთგვაროვანი პროდუქციის ან ერთგვაროვანი პროდუქციის ჯგუფების სერტიფიკაციას ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი მაჩვენებლების მთელი კომპლექტის მიხედვით, აგრეთვე მასობრივი გამოყენების სხვადასხვა სახის პროდუქციის სერტიფიკაციას, მათ შორის ადგილობრივი მასალებისაგან დამზადებული პროდუქციისას.

სერტიფიკაციის ყველა ორგანო თავისი სტატუსით თანაბარია და მათი საქმიანობა განისაზღვრება აკრედიტაციის სფეროთი.

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემის სანიმუშო სტრუქტურა მოყვანილია მე-2 დანართში.

5.3. მშენებლობაში სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიები (ცენტრები) ატარებენ მშენებლობაში პროდუქციის გამოცდებს და მათი საქმიანობა განისაზღვრება აკრედიტაციის სფეროთი. ისინი შეიძლება იყვნენ სერტიფიკაციის ორგანოების შემადგენლობაში ან მოქმედებდნენ ხელშეკრულების საფუძველზე.

5.4. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოებისადმი და საგამოცდო ლაბორატორიებისადმი (ცენტრებისადმი) წაყენებული პირობები სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში, აკრედიტაციისათვის დადგენილია აკრედიტაციის დადგენილი წესის მიხედვით.

 

დანართი 1

(სავალდებულო)

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციაში გამოყენებული ცნებები, ტერმინები და მათი განმარტებები

ტერმინი

განმარტება

დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია განმარტება

1

2

3

4

1

პროდუქციის სერტიფიკაცია

დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება

საქართველოს კანონი

2

შესაბამისობა

პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან

ისო/იეკ 2

1991 პ. 13. 1

3

მესამე მხარე

პირი ან ორგანო, რომელიც აღიარებულია განსახილველ საკითხში მონაწილე მხარეებისაგან დამოუკიდებლად.

ისე/იეკ 2

1991 პ. 13. 2

4

სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტი

დოკუმენტი, რომელიც შეიცავს წესების, ზოგად პრინციპებს, ან დახასიათებებს გარკვეული სახეობის საქმიანობის ან მისი შედეგების შესახებ.

ისო/იეკ 2

1991 პ. 3.1

5

სერტიფიკაციის სისტემა

სისტემა, რომელსაც აქვს შესაბამისობის სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო პროცედურის და მართვის საკუთარი წესები

საქართველოს კანონი

6

ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემა

სერტიფიკაციის სისტემა, რომელიც მოიცავს განსაზღვრულ პროდუქციას და რომლებისთვისაც გამოიყენება ერთი და იგივე კონკრეტული სტანდარტები და იგივე პროცედურები.

საქართველოს კანონი

7

სერტიფიკაციის ორგანო

საწარმო, ორგანიზაცია ან დაწესებულება, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელთაც აქვთ უფლება ჩაატარონ სერტიფიკაცია და გასცენ სერტიფიკატები

საქართველოს კანონი

8

სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო

სერტიფიკაციის ორგანო, ახდენს ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემის სამუშაოთა ორგანიზებასა და კოორდინირებას.

საქართველოს კანონი

9

შესაბამისობის სერტიფიკატი (სერტიფიკატი)

სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი

საქართველოს კანონი

10

შესაბამისობის ნიშანი

დადგენილი წესით დაცული ნიშანი, რომელსაც ადებენ პროდუქციას იმის საჩვენებლად, რომ მან გაიარა სერტიფიკაცია.

საქართველოს კანონი

11

ლიცენზია (მოწმობა) სერტიფიკაციის სფეროში

სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გამოცემული დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც სერტიფიკაციის ორგანო აძლევს რწმუნებას პირს გამოიყენოს სერტიფიკატი ან შესაბამისობის ნიშანი თავისი პროდუქციისათვის ან პროცესისათვის

ისო/იეკ 2

1991 პ. 14.5

12

აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი)

საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი), რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს კონკრეტული გამოცდა ან გამოცდის კონკრეტული ტიპი და გასცეს გამოცდის ოქმი სერტიფიკაციისათვის

საქართველოს კანონი

13

მომწოდებლის განცხადება შესაბამისობის შესახებ

პროცედურა, რომლის მეშვეობითაც განმცხადებელი იძლევა წერილობით გარანტიას, რომ პროდუქცია, მომსახურება ან პროცესი შეესაბამება მოცემული მოთხოვნებს

ისო/იეკ 2

1991 პ. 13.5.1

14

აკრედიტაცია

სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების /ცენტების/ უფლების ოფიციალური აღიარება მოახდინონ სერთიფიკაცია.

საქართველოს კანონი

15

წარმოების სერტიფიკაცია / ატესტაცია/

პროცედურა, რომლის საშუალებით მესამე მხარე იძლევა წერილობით გარანტიას, რომ პროდუქციის წარმოება ხორციელდება ისეთ პირობებში, რომ დაცულია იმ მაჩვენებლების სტაბილურობა, რომელიც გათვალისწინებულია სერტიფიკაციის ჩატარების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებში.

ისო/იეკ 2

1991 პ.13.7

16

საინსპექციო კონტროლი

კონტროლის სახე, რომელსაც ახორციელებს სახელწმიფო უფლებამოსილი ორგანო, მის მიერ აკრედიტებულ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომელთაც აქვთ შესაბამისობის სერტიფიკატი და წარმოების ისეთი პირობები, რომლებიც უპასუხებენ შესაბამის ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს.

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა

17

განმცხადებელი

ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სერტიფიკაციის ორგანოს მიმართავს განცხადებით ჩაუტაროს სერტიფიკაცია.

საქართველოს კანონი

18

ექსპერტი

პირი, რომელიც ატესტირებულია სერტიფიკაციის სფეროში ერთი ან რამდენიმე სახის სამუშაოთა შემოწმების უფლებაზე

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

19

სერტიფიკაციის სქემა

სერტიფიკაციის ორგანოს მოქმედება და თანმიმდევრობა სერტიფიკაციის ჩატარების დროს

საქართველოს კანონი

20

სავალდებულო სერტიფიკაცია

სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება სათანადო რწმუნების მქონე ორგანოს მიერ

საქართველოს კანონი, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“

21

ნებაყოფლობითი სერტიფიკაცია

სერტიფიკაცია, რომელიც ტარდება ნებაყოფლობით საფუძველზე დამამზადებლის (შემსრულებლის), გამყიდველის, მომწოდებლის ან მომხმარებლის ინიციატივით

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

22

უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები

საკანონმდებლო აქტებში ან სტანდარტებში დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც მიმართულია მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ ქონებაზე ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად

საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“

23

რეგისტრაცია

პროცედურა, რომლის მეშვეობითაც რომელიმე ორგანო შეიტანს პროდუქციის ან პროცესის მახასიათებლებს, ორგანოს ან პირის თავისებურებებს სათანადო ჩამონათვალში

ისო/იეკ 2

1991

 

 

დანართი № 2

(სავალდებულო)

საქსტანდარტი

სერტიფიკაციის ეროვნული ორგანო

 

 

 

 

 

სააპელაციო

კომისია

 

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო - მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანი

           

მშენებლობაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები

 

მშენებლობაში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიები

 

 

განმცხადებლები

 

 

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო

სდმშ 20532041-002-97

სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი მშენებლობაში

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესი

 

 

თბილისი

1997 წ.

საინფორმაციო მონაცემები

შემუშავებულია:  საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ

შემსრულებელი: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო

 

დამტკიცებულია და შემოღებულია სამოქმედოდ:      საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქსტანდარტის 1997 წლის 29 დეკემბრის № 92/153 ბრძანებით.

 

რეგისტრირებულია:    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ

                                                „-----“ ------------- 1998 წელი

                                                რეესტრი №

წინამდებარე დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ აღწარმოება, ტირაჟირება და გავრცელება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქსტანდარტის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

 

 

მშენებლობაში პროდუქციის

სერტიფიკაციის ჩატარების წესი                                                 სდმშ 20532041-002-97

------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                            შემოღებულია

                                                                                                1998 წლის 1 თებერვლიდან

1. გამოყენების სფეროში

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს მშენებლობაში საპროექტო და სამრეწველო პროდუქციის (შემდგომ ტექსტში - პროდუქცია) სერტიფიკაციის ჩატარებისა და შესაბამისი პროცედურების შესრულების წესს, მათ შორის, საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წესები არ ვრცელდება სამშენებლო პროდუქციის (შენობები და ნაგებობები), აგრეთვე მშენებლობაში სამუშაოების  და მომსახურების, წარმოებისა და ხარისხის სისტემების სერტიფიკაციის ჩატარებაზე.

2. მითითებანი ნორმატიულ დოკუმენტებზე

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულია მითითებანი შემდეგ დოკუმენტებზე:

- სდმშ 20532041-001-97 სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა.

„მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ძირითადი დებულებები“.

- სდმშ 20532041-005-97 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. „სისტემის სახელწმიფო რეესტრის წარმოების წესი“.

3. განმარტებები

წინამდებარე წესებში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები, შეესაბამება სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში შემოღებული განმარტებებს და მოცემულია სახელმძღვანელო დოკუმენტში სდმშ 20532041-001.

4. ზოგადი დებულებები

4.1. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაცია ტარდება მისი შესაბამისობის შეფარდების მიზნით პროდუქციის სტანდარტებში დადგენილი მოთხოვნებთან მისი გამოყენების სფეროს ჩათვლით, აგრეთვე სამშენებლო ნორმებში და წესებში მოცემულ საანგარიშო და სხვა მახასიათებლებთან.

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაცია შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ახალი ეროვნული ან იმპორტული პროდუქციის თავისებურების სრული შეფასებისათვის, რაც დაკავშირებულია შენობების და ნაგებობების საიმედობასთან და ხანმედეგობასთან და მათი არარსებობისას მომქმედ ნორმატიულ დოკუმენტებში, სერტიფიკაცია შეიძლება ჩატარდეს სპეციალური პროგრამებით, რომლებიც ადგენენ მოცემული პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების თანმიმდევრობას და წესს.

4.2. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციას, მათ შორის საქართველოში იმპორტირებულის, ახორციელებენ სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის შესაბამისად აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები. ზოგადად მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარება მოითოვს შემდეგ თანმიმდევრობას:

- განმცხადებლის მიერ განაცხადის შეტანა;

- განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკაციის ჩატარების შესაძლებლობაზე, მათ შორის სერტიფიკაციის ჩატარების სქემის შერჩევა;

- საგამოცდო ლაბორატორიის განსაზღვრა;

- მოცემული პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებისათვის პროგრამის და მეთოდიკის შედგენა;

- სერტიფიკაციის მიზნებისათვის ნიმუშების შერჩევა, იდენტიფიკაცია; პროდუქციის გამოცდის ჩატარება /ექსპერტიზა/;

- პროდუქციის წარმოების მდგომარეობის ანალიზი /შემოწმება/;

- გამოცდით მიღებული შედეგების ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობაზე;

- სერტიფიცირებული სამრეწველო პროდუქციის, წარმოების ან ხარისხის სისტემის სერტიფიკაცია /თუ ეს გათვალისწინებულია სერთიფიკაციის ჩატარების სქემით ან ამაზე არის განმცხადებლის ჩატარების სქემით ან ამაზე არის განმცხადებლის სურვილი/;

- წარმოების ან ხარისხის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატის გაფორმება, რეგისტრაცია და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრში შეტანა /თუ ეს გათვალისწინებულია სერტიფიკაციის სქემით/;

- განმცხადებელზე სერტიფიცირებული პროდუქციის, წარმოების ან ხარისხის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა;

- პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაფორმება, რეგისტრაცია და მისი შეტანა სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრში;

- განმცხადებელზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა /შესაბამისობის ნიშნით პროდუქციის ნიშანდება/;

- სერტიფიცირებული პროდუქციის მახასიათებლების /პარამეტრები/ სტაბილურობაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელება;

- სერტიფიცირებულ პროდუქციაზე, წარმოებაზე და ხარისხის სისტემაზე ინფორმაციის გაცემა;

4.4. მშენებლობაში სერტიფიკაციის ჩატარების სქემები მიღებული სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში, მშენებლობის თავისებურების გათვალისწინებით მოცემულია 1-ლ დანართში.

მშენებლობაში პროდუქციის ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ჩასატარებლად სქემებს სერტიფიკაციის ორგანოსთან შეთანხმებით ირჩევს განმცხადებელი.

4.5. მშენებლობაში პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის დროს, რომელიც შემოღებულია საქართველოს კანონმდებლობით, დასტურდება მისი შესაბამისობა სავალდებულო მოთხოვნებზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების უსაფრთხოების, გარემოს დაცვას, რომლებიც დადგენილია საქართველოში შემოღებულ სტანდარტებში, სამშენებლო ნორმებსა და წესებში, ან საერთაშორისო მშენებლობის სფეროში და სხვა ქვეყნების ეროვნულ სტანდარტებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოღებულია სამოქმედოდ დადგენილი წესით.

4.6. მშენებლობაში პროდუქციის ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის დროს დასტურდება მისი შესაბამისობა ამ პროდუქციაზე ნორმატიული დოკუმენტების ყველა მოთხოვნებთან, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს სახელმწიფო სტანდარტიზაციის სისტემის და მშენებლობის ნორმატიული დოკუმენტებით.

5. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესი და თანამიმდევრობა.

5.1. განაცხადის შეტანა და განხილვა მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებისათვის.

5.1.1. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებისათვის განმცხადებელი წარადგენს განაცხადს მე-2 დანართში მოყვანილი ფორმით სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემით დადგენილი წესით აკრედიტებულ შესაბამის სერტიფიკაციის ორგანოში.

შენიშვნა-მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის აკრედიტებული ორგანოების ჩამონათვალს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო წინასწარი აქვეყნებს პრესის ან ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

5.1.2. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანო მიღებული განაცხადს ატარებს რეგისტრაციაში, იხილავს და არა უგვიანეს 15 დღისა აცნობებს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელშიც მითითებულია სერტიფიკაციის ჩატარების ძირითადი პირობები, მათ შორის საგამოცდო ლაბორატორიის დასახელება, სერტიფიკაციის ჩატარების სქემა, სამუშაოების ჩატარების ვადები. ამასთან, ამზადებს შესაბამის ხელშეკრულებას სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებაზე.

გადაწყვეტილების ფორმა სერტიფიკაციის ჩატარებაზე მოცემულია მე-3 დანართი.

5.1.3. განმცხადებელი გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ და პირობების შესრულებაზე თანხმობის შემთხვევაში, აფორმებს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ მომზადებულ ხელშეკრულებას სერტიფიკაციის ჩატარებაზე.

5.1.4. პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების ყველა ხარჯებს, მიუხედავად სერტიფიკაციის ჩატარების შედეგებისა, იხდის განმცხადებელი.

5.2. სერტიფიკაციის ჩატარების პროგრამის და მეთოდიკის შედგენა.

5.2.1. კონკრეტული პროდუქციის სერტიფიკაცია ტარდება სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული, განმცხადებელთან შეთანხმებული პროგრამისა და მეთოდიკის შესაბამისად, განმცხადებლის იმ საწარმოში, რომლის მიერ არის დამზადებული ეს პროდუქცია.

5.2.2. მოცემული პროდუქციის სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარების პროგრამამ და მეთოდიკა უნდა ითვალისწინებდეს პროდუქციის თავისებურებებს, შესრულების ეტაპებს, მათი შესრულების თანმიმდევრობას და წესს, მათ შორის პროდუქციის გამოცდის და წარმოების მდგომარეობის ანალიზს, მიღებული შედეგებით გადაწყვეტილების მიღების წესს; მოცემული სამუშაოების ცალკეული ეტაპების შესრულების ვადებს, სამუშაოს შემსრულებლებს.

5.3. პროდუქციის გამოცდის /ექსპერტიზის/ ჩატარება.

5.3.1. სერტიფიკაციის მიზნებისათვის მშენებლობაში სამრეწველო პროდუქციის გამოცდა ტარდება სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში მოთხოვნების შესაბამისად აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში /ცენტრებში/ მისი აკრედიტაციის სფეროს გათვალისწინებით.

თუ საგამოცდო ლაბორატორია /ცენტრი/ აკრედიტებულია მხოლოდ ტექნიკურ კომპეტენტურობაზე, მაშინ პროდუქციის გამოცდა ტარდება სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენლის ან მისი რწმუნებული პირის /ორგანიზაციის/ თანდასწრებით.

სამშენებლო კონსტრუქციების გამოცდები, აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში მათი მიტანის სირთულის გამო, შეიძლება ჩატარდეს არააკრედიტებულ ორგანიზაციაში სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობით ან დამამზადებელთან თუ იქნება იმის გარანტია, რომ გამოცდა ჩატარდება ყველა წესების დაცვით და შედეგიც იქნება შესაბამისი.

პროდუქციის გამოცდა უსაფრთხოების მაჩვენებლებზე, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენურ მაჩვენებლებზე და მოთხოვნებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დაცვას უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში /ცენტრებში/ ზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით პროდუქციის სახეობების მიხედვით.

5.3.2. სერტიფიკაციის მიზნებისათვის პროდუქციის გამოცდა ტარდება ტიპიურ ნიმუშებზე, რომელთა შემადგენლობა, კონსტრუქცია და დამზადების ტექნოლოგია იდენტური უნდა იყოს მომხმარებლისათვის მიწოდებულ პროდუქციასთან.

5.3.3. პროდუქციის გამოცდის ჩატარებისათვის აუცილებელ თანმხლებ დოკუმენტაციას წარადგენს განმცხადებელი.

გამოსაცდელი ნიმუშების რაოდენობა, მათი შერჩევის /დამამზადებელთან, ვაჭრობაში, მომხმარებელთან/, იდენტიფიკაციის და შენახვის წესი, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტების /საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციების ნახაზების ჩათვლით / შემადგენლობა განისაზღვრება სერტიფიკაციის ორგანოს მიერ და დგინდება კონკრეტული პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესით ან წინამდებარე დოკუმენტის 4.1 და 5.2 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, მოცემული პროდუქციის სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებისათვის შედგენილი პროგრამით და მეთოდიკით.

5.3.4. სერიული წარმოების პროდუქციის ნიმუშები წესების შესაბამისად აირჩევა საწარმოს-დამამზადებლის ტექნიკური კონტროლის მიერ მიღებული პარტიებიდან ან ნაკადური ხაზიდან და არანაკლებ იმ რაოდენობისა, რომელიც დადგენილია სტანდარტით ამ პროდუქციაზე პერიოდული და მიღება-ჩაბარების ყველა სახის გამოცდების ჩასატარებლად, ხოლო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში დანერგვის დროს გამოიყენება საცდელი ნიმუშები აღებული საცდელი პარტიიდან.

5.3.5. პროდუქციის ნიმუშების შერჩევას აწარმოებს კომისია არანაკლებ 3 კაცის შემადგენლობით, საწარმო-დამამზადებლის ტექნიკური კონტროლის სამსახურის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით და ფორმდება შესაბამისი აქტით.

კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საწარმო-დამამზადებლის და სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენლები.

5.3.4. მშენებლობაში პროდუქციის გამოცდის შედეგების მიხედვით საგამოცდო ლაბორატორია / საექსპორტო ორგანიზაცია ან ექსპერტი/ ადგენს გამოცდის ოქმს . ექსპერტიზის აქტს/, რომელიც ეგზავნება მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოს, ხოლო ასლი განმცხადებელს.

5.4. მშენებლობაში პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა.

5.4.1. მშენებლობაში პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, სერიულად გამოშვებული პროდუქციის ტიპიურ ნიმუშზე, პროდუქციის პარტიაზე ან თითოეულ კონკრეტულ ნაწარმზე.

5.4.2. სერტიფიკაციის ორგანო, პროდუქციის გამოცდის ოქმის საფუძველზე, აფორმებს შესაბამისობის სერტიფიკატს და გასცემს განმცხადებელზე, მას შემდეგ, როდესაც სერტიფიცირებული პროდუქციის სერტიფიკატი შეიტანება სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრში სდმშ 20532041-005 დოკუმენტით დადგენილი წესის მიხედვით.

მშენებლობაში პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატის ფორმა ანალოგიურია სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში მიღებული ფორმისა.

5.4.3. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში დადგენილი წესის მიხედვით.

პროდუქციის კონსტრუქციაში, რეცეპტურაში ან დამზადების ტექნოლოგიაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილება შეიტანონ სერტიფიცირების პარამეტრებზე, განმცხადებელმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს სერტიფიკაციის ორგანო; რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამ პროდუქციის ახალი გამოცდის ჩატარების თაობაზე.

ნორმატიულ დოკუმენტებში პროდუქციის სერტიფიცირებულ პარამეტრებზე ახალი ნორმების შემოღების შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანო, რომელმაც გასცა შესაბამისობის სერტიფიკატი, იღებს გადაწყვეტილებას ამ პროდუქციის ახალი გამოცდის ჩატარებაზე, რის შესახებაც დროულად აცნობებს პროდუქციის დამამზადებელს.

თუ მწარმოებელმა დროულად არ გაატარა საჭირო ღონისძიებები პროდუქციის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სერტიფიკაციის ორგანო აჩერებს ან აუქმებს სერტიფიკატის მოქმედებას, რის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანოსთან და საქსტანდარტს.

5.4.4. პროდუქციის ნაკეთობაზე ან პარტიაზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანო ან მისი დავალებით განმცხადებელი ნიშანდებას უკეთებს ნაკეთობის შეფუთვას, ტარას, საქონლის თანმხლებ და საექსპლუატაციო დოკუმენტაციას შესაბამისობის ნიშნით.

განმცხადებელი თავისი პასუხისმგებლობით სერიული წარმოების პროდუქციაზე შესაბამისობის ნიშნის გაცემის შემთხვევაში ნიშანდებას  უკეთებს ამ პროდუქციის ტარას, შეფუთვას, საქონლის თანმხლებ საექსპლუატაციო დოკუმენტაციას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში სერტიფიკაციის ორგანოს და დამამზადებელს შორის დადებულ სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ პროდუქციის რეალიზაცია ხდება თავისი პირდაპირი დანიშნულებით გამოსაყენებლად.

5.4.5. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციისას გამოყენებული შესაბამისობის ნიშნის ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს სსტ 1.11.

5.4.6. შესაბამისობის ნიშნის დასმის წესი დგინდება კონკრეტული პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესებით და ნორმატიული დოკუმენტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისობის ნიშნის მკაფიო გამოსახულებას, მედეგობას გარემოს ზემოქმედების ფაქტორებისადმი, აგრეთვე პროდუქციის ვარგისიანობას და ხანმედეგობას დადგენილი ვადის გათვალისწინებით.

5.4.7. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები და მასალები ინახება შესაბამისობის სერტიფიკატის გამცემ ორგანოში.

სერტიფიკაციის ორგანოში დოკუმენტების და მასალების ჩამონათვალი და მათი შენახვის წესი დადგენილი უნდა იყოს ამ ორგანოში შემოღებულ დოკუმენტში /“ხარისხის სახელმძღვანელო“./

5.4.8. სერტიფიკაციის ორგანო აწარმოებს მის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატების აღრიცხვას.

5.5. საინსპექციო კონტროლი

5.5.1. გამოშვებული პროდუქციის სერტიფიცირებული პარამეტრების სტაბილურობაზე საინსპექციო კონტროლს, მათი წარმოების პროცესში, ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანო.

სერტიფიკაციის ორგანოს ხელშეკრულების საფუძველზე შეუძლია საინსპექციო კონტროლის ჩატარებისათვის მოიზიდოს აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიები /ცენტრები/, საქსტანდარტის ტერიტორიული ორგანოები, მომხმარებელთა საზოგადოებები და სხვა ორგანიზაციები.

5.5.2. საინსპექციო კონტროლის ჩატარების მოცულობა, შინაარსი და წესი დგინდება კონკრეტული პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესით.

5.5.3. საინსპექციო კონტროლის შედეგების მიხედვით სერტიფიკაციის ორგანოს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს შესაბამისობის სერტიფიკატის ან შესაბამისობის ნიშნის მოქმედება შემდეგ შემთხვევებში:

იმ ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რომელთა შესაბამისობაზეც არის სერტიფიცირებული პროდუქცია;

პროდუქციაზე ნორმატიული დოკუმენტის ან გამოცდის მეთოდის შეცვლის გამო.

პროდუქციის კონსტრუქციის, მისი შემადგენლობის, გამოყენებული ნედლეული მასალების და მაკომპლექტებელი ნაწარმის შეცვლის გამო.

პროდუქციის წარმოების ორგანიზაციის და /ან/ ტექნოლოგიის შეცვლის გამო.

წარმოების ტექნოლოგიის, კონტროლის და გამოცდების მეთოდების, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის და ა. შ. მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო.

5.5.4. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას სერტიფიკაციის ორგანო იღებს იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკაციის ორგანოსთან შეთანხმებული ღონისძიებების გზით განმცხადებელს შეუძლია აღმოფხვრას გამოვლენილი შეუსაბამობის მიზეზები აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში ხელახალი გამოცდის ჩაუტარებლად და დაადასტუროს ნორმატიულ დოკუმენტებთან პროდუქციის შესაბამისობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისობის სერტიფიკატი და ლიცენზია შესაბამისობის ნიშნის გამოყენების უფლებაზე გაუქმდება.

ინფორმაცია შესაბამისობის სერტიფიკატის შეჩერების /აღდგენის/ შესახებ სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დაყვანილი უნდა იყოს მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანომდე, განმცხადებლამდე, მომხმარებლამდე და მოცემული პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემის ყველა მონაწილემდე.

შესაბამისობის სერტიფიკატის გამოყენების უფლებაზე ლიცენზიის გაუქმება ძალაში შედის სერტიფიცირებული პროდუქციის სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების მომენტიდან.

6. უცხოური პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატის დადასტურება

6.1. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესს ადგენენ საქსტანდარტი და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას წარმოშობის და შესაბამისობის სერტიფიკატის აღიარების დოკუმენტს გასცემს საქსტანდარტი, მშენებლობაში დადგენილი წესით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ჩატარებული ამ პროდუქციის ლაბორატორიული გამოცდის შედეგის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

6.3. უცხოური სერტიფიკატის დადასტურებისთვის განმცხადებელს მე-4 დანართში მოყვანილი ფორმის შესაბამისად შეაქვს განაცხადი სერტიფიკაციის ორგანოში, რომელსაც თანდართული აქვს სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, საქსტანდარტის მიერ აღიარების დოკუმენტი, პროდუქციის გამოცდის მეთოდები და პროდუქციის გამოცდის ოქმები.

თუ უცხოურ სერტიფიკატში არ არის მითითებული შესაბამისობის პარამეტრების დადასტურება, მომხმარებელთა უსაფრთხოების დამადასტურებელი მაჩვენებლები, რომლებიც გამოიყენება ეროვნულ ნორმატიულ დოკუმენტებში, სერტიფიკაციის ჩატარებისათვის აუცილებელია ჩატარდეს პროდუქციის დამატებითი გამოცდა.

6.4. მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე სერტიფიკაციის ორგანოს შეუძლია ჩაატაროს გამოცდები ამ პროდუქციის სერტიფიკაციით განსაზღვრული სრული მოცულობით ან ცალკეული პარამეტრების მიხედვით, ამისათვის განმცხადებელი ვალდებულია გამოსაცდელად წარმოადგინოს პროდუქციის ნიმუშების საჭირო რაოდენობა.

6.5. უცხოური პროდუქციის გამოცდის დადებითი შედეგების შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანო გასცემს სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემით დადგენილი ნიმუშის შესაბამისობის სერტიფიკატს და დადგენილი წესით შეაქვს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრში. განსაზღვრავს საინსპექციო კონტროლის ვადებს.

6.6. განაცხადის განხილვასთან, აუცილებელი დოკუმენტების თარგმნასთან, პროდუქციის გამოცდასთან, საინსპექციო კონტროლთან და სერტიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი.

7. ინფორმაცია სერტიფიკაციაზე

7.1 მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო დადგენილი წესით აწარმოებს სერტიფიკაციის შედეგების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას, მათ შორის, იმ პროდუქციის ჩამონათვალის პუბლიკაციას, რომელზეც გაცემულია შესაბამისობის სერტიფიკატი.

7.2. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო დადგენილი წესით და მოცულობით ამზადებს ინფორმაციას ჩატარებული სერტიფიკაციის შესახებ.

7.3. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო საქსტანდარტს პერიოდულად აცნობებს ინფორმაციას მისგან მიღებული სერტიფიკატების და თავისი საქმიანობის თაობაზე.

8. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება.

8.1. სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის შესაბამისად სერტიფიკაციის სამუშაოების ღირებულებას ანაზღაურებს განმცხადებელი.

8.2. სერტიფიკაციის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება სერტიფიკაციის სამუშაოების სახეობისა და მოცულობისაგან გამომდინარე ჩატარებული სამუშაოების თვითღირებულებით და დგინდება მხარეთა შეთანხმებით. ამასთანავე, სავალდებულო სერტიფიკაციისას სამუშაოების რენტაბელობის დონე არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ხოლო ნებაყოფლობითი სერტიფიკაციისას 50%-ს.

8.3. სერტიფიკაციის სამუშაოების ღირებულებას მთლიანად იხდის განმცხადებელი, როგორც წესი, სერტიფიკაციის სამუშაოების დაწყებამდე, სერტიფიკაციის შედეგებისაგან დამოუკიდებლად.

 

დანართი 1

მშენებლობაში პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის ჩატარების სქემები

სერტიფიკაციის ობიექტი

გამოცდა

საწარმოს შემოწმება

საინსპექციო კონტროლი

1

2

3

4

5

6

7

1

საპროექტო პროდუქცია

დოკუმენტაცია ექსპერტიზა

 

 

 

 

 

 

 

-

-

-

-

 

სამშენებლო პროდუქცია რომელიც დანერგილია წარმოებაში

ექსპერიმენტ. ნიმუშის გამოცდა

-

-

-

-

 

შენობა-ნაგებობები

/მიღება/

გამოცდა

 

 

 

 

2

სერიულად გამოშვებული სამრეწველო პროდუქცია

გამოცდა

/ტიპის/

-

ვაჭრობიდან აღებული ნიმუშის პერიოდული გამოცდა

-

-

3

სერიულად გამოშვებული სამრეწველო პროდუქცია

 გამოცდა

/ტიპის/

-

-

დამამზადებლისაგან აღებული ნიმუშის პერიოდული გამოცდა

-

4

ვაჭრობის ქსელში ნაწილობრივ რეალიზებული სამრეწველო პროდუქცია /აგური, ლინოლიუმი, არმატურა, ინსტრუმენტი და სხვა./

გამოცდა /ტიპის/

-

ვაჭრობიდან აღებული ნიმუშის პერიოდული გამოცდა

დამამზადებლისაგან აღებული ნიმუშის პერიოდული გამოცდა

-

5

სერიულად გამოშვებული სამრეწველო პროდუქცია

გამოცდა /ტიპის/

წარმოების სერტიფიკაცია ან ხარისხის სისტემის სერტიფიკაცია /დამამზადებლის/

ვაჭრობიდან აღებული ნიმუშის პერიოდული გამოცდა

დამამზადებლისაგან აღებული ნიმუშის პერიოდული გამოცდა

წარმოების პირობების სტაბილური კონტროლი ან ხარისხის სისტემის ფუნქციონირება  

6

სერიულად გამოშვებული პროდუქცია

-

დამამზადებლის ხარისხის სისტემის სერტიფიკაცია

-

-

ხარისხის სისტემის ფუნქციონირების სყაბილურობა

 

სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების წარმოება

-

სამუშაოთა წარმოების ხარისხის სერტიფიკაცია

-

-

კონტროლი

7

სამრეწველო პროდუქცია

პარტიის გამოცდა

-

-

-

-

8

შენობა-ნაგებობების საპასუხისმგებლო სახეების კონსტრუქციები

თითოეული ნიმუშის გამოცდა

-

-

-

-

 

შენიშვნა: 1. მე-2 სქემა უმთავრესად გამოიყენება იმპორტული პროდუქციის სერტიფიკაციისას.

                        2. მე-3 და მე-4 სქემების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს წარმოების ანალიზი.

 

 

დანართი 2

სავალდებულო

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებაზე განაცხადის ფორმა

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა

-------------------------------------------

სერტიფიკაციის ორგანოს

---------------------------------------------

დასახელება, მისამართი

 

განაცხადი

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებაზე

 

                        ორგანიზაცია-განმცხადებლის / მომწოდებლის, დამამზადებლის,

                        შემმუშავებლის, შემსრულებლის და ა.შ.

                                                განმცხადებელი / დასახელება

                                                ხელმძღვანელის თანამდებობა, გვარი, სახელი

სახით აცხადებს, რომ  _________________________________________________________

                                                            პროდუქციის დასახელება, კოდები

                                    წარმოებული სერიულად, პარტია, ლითონური ნაწარმი.

            საპროექტო დოკუმენტაციისათვის - ახლადშემუშავებული, ტიპიური და ა. შ.

შეესაბამება ____________________________________________________ მოთხოვნებს

                        სტანდარტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების დასახელება.

და გთხოვთ ჩაატაროთ აღნიშნული პროდუქციის სერტიფიკაცია მოცემული დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ________________________________

___________________________________________________________________ სქემით

                        წარმოების შემოწმების სახე

2. სერტიფიკაციის მიზნებისათვის პროდუქციის გამოცდა /ექსპერტიზა/ გთხოვთ ჩაატაროთ /ჩატარებულია/ _____________________________________________________

__________________________________________________________________ /აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის დასახელება, მისამართი/

3. განმცხადებელი იღებს ვალდებულებას:

- შეასრულოს სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის ყველა მოთხოვნა;

- უზრუნველყოს შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული სერტიფიცირებული პროდუქციის მახასიათებლების სტაბილურობა;

- აანაზღაუროს სერტიფიკაციის ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

4. დამატებითი მონაცემები _________________________________________________

                                                            /განმცხადებლის საბანკო

                                    საანგარიშსწორებო ნომერი, ტელეფონი, ფაქსი და ა. შ./

 

წარმოების ხელმძღვანელი

მთავარი ბუღალტერი

ბ.ა.

„_____“ _____________________ 199 წ.

 

დანართი 3

სავალდებულო

მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებაზე განაცხადის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ფორმა

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

მშენებლობაში პროდუქციის                                                        აკრედიტაციის

სერტიფიკაციის ორგანოს                                                              ატესტატი №

დასახელება და მისამართი

გადაწყვეტილება

სერტიფიკაციის ჩატარებაზე შემოსული განაცხადის თაობაზე

„_____“ ______________ 199 წ.

განხილულ იქნა რა ___________________________________________________________

                                                            განმცხადებლის დასახელება

_______________________________________________________________ განაცხადი

            პროდუქციის დასახელება, ტიპი, მარკა, სახეობა

___________________________________________________________________________

                                                                        კოდები

 

სერტიფიკაციის ჩატარებაზე გაცნობებთ:

1. სერტიფიკაცია ჩატარდება სქემით

2. სერტიფიკაციის მიზნებისათვის პროდუქციის გამოცდა.

უნდა ჩატარდეს ______________________________________________________________

                                                /აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის

_____________________________________________________________________________

                                                დასახელება, მისამართი/

3. პროდუქციის სერტიფიკაცია ჩატარდება _____________________________________

___________________________________________________________________________

                                    / ნორმატიული დოკუმენტების დასახელება და აღნიშვნა/

მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

4. წარმოების შემოწმება ჩატარდება _____________________________________________

                                                                                    /შემოწმების სახე

____________________________________________________________________________

                        აკრედიტებული ორგანიზაციის დასახელება, მისამართი/

5. საინსპექციო კონტროლს განახორციელებს ____________________________________ 

_____________________________________________________________________________

                                                / ორგანიზაციის დასახელება, მისამართი/

______________________________________________________________________ გზით

 

6. სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარება _______________________________________

_____________________________________________________________________________

/ჩატარებისა და სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების

_________________________________ საფუძველზე.

            პირობები/

 

სერტიფიკაციის ორგანოს

ხელმძღვანელი                                                                                    /ხელმოწერა/

„_____“_____________ 199 წ.

 

დანართი 4

საინფორმაციო

უცხოური შესაბამისობის სერტიფიკატის დადასტურებაზე განაცხადის სანიმუშო ფორმა

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა

-----------------------------------------------

/სერტიფიკაციის ორგანოს

-----------------------------------------------

დასახელება, მისამართი/

განაცხადი

მშენებლობაში პროდუქციის უცხოური სერტიფიკაციის დადასტურებაზე

1. ___________________________________________________________________________

                        განმცხადებელი ორგანიზაციის / მომწოდებელი, დამამზადებელი,

_____________________________________________________________________________

დამპროექტებელი, შემსრულებელი და ა. შ. შემდეგში - განმცხადებელი /

______________________________________________________________________________

                                                                        დასახელება

გთხოვთ სცნოთ _______________________________________________________________

                                    /პროდუქციის დასახელება, ტიპი, სახეობა და ა. შ. /

დამზადებული _______________________________________________________________                                                 /დამამზადებლის დასახელება, მისამართი/

გამოცდილი  ____________________________________________________________

                                    /საგამოცდო ორგანიზაციის დასახელება, მისამართი/

_____________________________________________________________________________

            / ნორმატიული დოკუმენტების დასახელება და აღნიშვნა, რომელთა

______________________________________________________________ მოთხოვნებთან.

                        შესაბამისობაზე ტარდება სერტიფიკაცია/

2. სერტიფიკატი გაცემულია ___________________________________________________

                                                            /სერტიფიკაციის გამცემი ორგანიზაციის

____________________________________________________________________________

დასახელება, მისამართი,   სერტიფიკაციის სისტემის დასახელება ან

_____________________ მიხედვით, ვადით „_____“ ________________ 199 წლიდან

შეთანხმების ნომერი/                                       „_____“ ________________ 199 წლამდე.

3. დამატებითი ცნობები ______________________________________________________

                                                            /წარმოების სტაბილურობის

_____________________________________________________________________________

                                                შეფასება და ა. შ/

4. ვალდებულებას ვიღებთ:

- შევასრულოთ სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის, მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის დადგენილი წესები და პროცედურები;

- უზრუნველვყოთ მშენებლობის სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული სერტიფიცირებული პროდუქციის მახასიათებლების სტაბილურობა;

- შედეგების მიუხედავად ავანაზღაუროთ აღიარების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

5. განმცხადებლის რეკვიზიტები _______________________________________________

                                                                        / ტელეფონი, ტელეფაქსი, ფაქსი,

______________________________________________________________________________

            სატელეგრაფო მისამართი, საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიში და სხვა/

_____________________________________________________________________________

            / განაცხადით დასაქმებული თანამშრომლის გავრი, სახელი

_____________________________________________________________________________

            მამის სახელი, თანამდებობა, ტელეფონი/

6. განაცხადს თან ერთვის ____________________________________________________

                                                            /დოკუმენტების, ნახაზების, სტანდარტების

______________________________________________________________________________

გამოცდის ოქმების და ა. შ. ჩამონათვალი/

 

განმცხადებელი

 

ბ. ა.

„____“ ____________________ 199 წ.

           

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო

           

 სდმშ 20532041-003-97

 

სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი მშენებლობაში

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

მოთხოვნები მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოებისადმი

 

 

 

 

თბილისი

1997 წ.

 

საინფორმაციო მონაცემები

შემუშავებულია:  საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ

 

შემსრულებელი: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო

 

დამტკიცებულია და  საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის

შემოღებულია  სამინისტროს და საქსტანდარტის 1997 წლის 29

სამოქმედოდ: დეკემბრის № 92/153 ბრძანებით.

 

რეგისტრირებულია:  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ

                                                „_____“ ________________ 1998 წელი

 

 

რეესტრი №

 

წინადმებარე დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ აღწარმოება, ტირაჟირება და გავრცელება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქსტანდარტის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

 

მშენებლობაში სერტიფიკაციის სახელმწიფო დოკუმენტი სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა

მოთხოვნები მშენებლობაში  სდ 20538041-003-97

სერტიფიკაციის ორგანოებისადმი.

შემოღებულია 1998 წლის 1 თებერვლიდან

 

1. გამოყენების სფერო

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს ძირითად დებულებებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანო, რომ სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში მიჩნეული იყოს დამოუკიდებელ მესამე მხარედ, რომელიც ახორციელებს მშენებლობაში პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემების) სერტიფიკაციას.

2. მითითებანი ნორმატიულ დოკუმენტებზე

წინამდებარე დოკუმენტი გამოყენებულია მითითებანი შემდეგ დოკუმენტებზე:

- სდმშ 20532041-001-97 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. „მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ძირითადი დებულებები“.

 

- სსტ I.II-96 სტანდარტიზაციის სახელწმიფო სისტემა.

„შესაბამისობის ეროვნული ნიშანი, ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები“.

3. განმარტებები

სერტიფიკაციის ორგანოებისადმი გამოყენებული ტერმინები და განმარტებანი, შეესაბამება სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში მიღებულს და მოცემულია სახელმძღვანელო დოკუმენტში სდმშ 20532041-001.

4. საერთო დებულებანი

4.1. მშენებლობაში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემების) სერტიფიკაციის ორგანო შეიძლება იყოს ნებისმიერ საკუთრების მქონე ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი, არ ფლობს განსაზღვრულ ძალაუფლებრივ /საკონტროლო/ ფუნქციებს, არის პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების, მწარმოებელთა და მომხმარებელთაგან დამოუკიდებელი და თავისუფალია სასერტიფიკაციო საქმიანობის შედეგებზე ადმინისტრაციული და სხვა ზემოქმედებისაგან, წარმოადგენს მათ მიმართ მესამე მხარეს, გააჩნია აუცილებელი კომპეტენცია მშენებლობაში მოცემული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემების) შემუშავების, დამზადების და სერტიფიკაცის სფეროში.

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში ორგანიზაციას, რომელიც აცხადებს პრეტენზიას აკრედიტაციაზე და ფუნქციონირებაზე, როგორც მშენებლობაში პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემების /შემდეგში - სერტიფიკაციის ობიექტისას / სერტიფიკაციის ორგანოს უნდა გააჩნდეს საჭირო საშუალებები და დოკუმენტირებული პროცედურები, რომლებიც იძლევიან სერტიფიკაციის ჩატარების საშუალებას, კერძოდ:

- კვალიფიცირებული და სპეციალურად მომზადებული პერსონალი;

- პროდუქციაზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე, წარმოებაზე, ხარისხის სისტემებზე) და გამოცდის მეთოდებზე ნორმატიული დოკუმენტების ფონდი;

- სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარების ორგანიზაციული და ეკონომიკური საშუალებები /პირობები/, მათ შორის წარმოების მდგომარეობის ანალიზის და საინსპექციო კონტროლისათვის;

- ორგანიზაციულ მეთოდური დოკუმენტები, რომლებიც ადგენენ პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემების) სერტიფიკაციის ჩატარების წესს. სერტიფიცირებულ პროდუქციაზე (სერტიფიცირებულ წარმოებაზე, სერტიფიცირებული ხარისხის სისტემებზე) საინსპექციო კონტროლის წესს.

4.2. სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში დადგენილი წესით აკრედიტებული ორგანიზაციები, რომლებიც პრეტენდენტები არიან მშენებლობაში ობიექტების სერტიფიკაციის ჩატარების უფლებაზე, წარმოადგენს მისი მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის ორგანოდ ოფიციალურ აღიარებას.

4.3. სერტიფიკაციის ორგანოები სერტიფიკაციას ატარებენ მოცემული პროდუქციის დამამზადებელი ან მიმწოდებელი /მომსახურების განმხორციელებელი და ა. შ./ საწარმოებისა და ორგანიზაციების განაცხადის თანახმად:

პროდუქციაზე (მომსახურებაზე) სახელწმიფო სტანდარტებში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობაზე, მისი გამოყენების სფეროს /დანიშნულების შესაბამისობისას/ ჩათვლით ან სამშენებლო ნორმებში და წესებში მოცემული საანგარიშო ან სხვა მახასიათებლებზე, აგრეთვე საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისობაზე.

4.4. მშენებლობაში სერთიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფერო შეიცავს: სასერტიფიკაციო ობიექტების ნომეკლატურას, მახასიათებლებს /პარამეტრებს დადასტურებულს სერტიფიკაციის დროს/, ნორმატიული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება სერტიფიკაცია.

4.5. მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანო თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქსტნდარტისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტებით, რომლებიც მიეკუთვნება სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემას და დოკუმენტებს, რომლებიც ადგენენ პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემების) სერტიფიკაციის ჩატარების წესს და თანმიმდევრობას.

4.6. სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც ახორციელებენ ორგანოს საქმიანობას სერტიფიკაციის სისტემის მიხედვით, მათ შორის გამოცდების და სერტიფიცირებულ ობიექტებზე საინსპექციო კონტროლის სამუშაოების ჩატარებას, როგორც წესი ატესტირებული უნდა იყვნენ სერტიფიკაციის ექსპერტებად სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში.

4.7. სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობისადმი კონტროლს ახორციელებენ აკრედიტაციის ორგანო.

4.8. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ თავისი ფუნქციების შესრულების დროს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის მოთხოვნების დარღვევისათვის, აკრედიტაციის ორგანოს შეუძლია შეაჩეროს, ხოლო უხეში დარღვევების შემთხვევაში გააუქმოს აკრედიტაციის ატესტატის მოქმედება და სერტიფიკაციის ორგანო ამოიღოს სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრიდან.

5. სერტიფიკაციის ორგანოს იურიდიული სტატუსი და სტრუქტურა

5.1. მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოს იურიდიული სტატუსი გარანტიას უნდა აძლევდეს მას სერტიფიკაციის ჩატარების დროს იყოს დამოუკიდებელი იურიდიული პირი და არ იყოს დამოკიდებული პროდუქციის /მომსახურების/ დამამზადებელზე და მომხმარებელზე, როგორც ადმინისტრაციულად ისე ფინანსურად.

5.2. მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს სპეციალისტებით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება, პროფესიონალური მომზადება /მათ შორის სპეციალური/, აგრეთვე კვალიფიკაცია და მუშაობის გამოცდილება პროდუქციის შემუშავების /პროექტირების/, დამზადების ტექნიკის, გამოცდებისა და ხარისხის კონტროლის ჩატარებაში.

5.3. სერტიფიკაციის ორგანოს პერსონალის ფუნქციები, უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა დგინდება თანამდებობრივი ინსტრუქციებით ან ორგანოს სხვა შიდა დოკუმენტებით.

5.4. სერტიფიკაციის ორგანოს სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს დამოკიდებული ქვედანაყოფების არსებობას.

აღნიშნული ქვედანაყოფები ატარებენ საჭირო სამუშაოებს და ამზადებენ მათ შესახებ გადაწყვეტილებებს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელობა.

5.5. მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოს თავის შემადგენლობაში შეიძლება ჰქონდეს საგამოცდო ქვედანაყოფი, სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში დადგენილი წესით.

6. სერტიფიკაციის ორგანოს ფუნქციები.

6.1. მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოს ძირითად ფუნქციას / მისი აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად/ წარმოადგენს პროდუქციის (მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემების) სერტიფიკაციის ჩატარება, მათ შორის:

- სერტიფიკაციის ჩატარებაზე განაცხადის მიღება, განხილვა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება;

- სერტიფიკაციის სქემის არჩევა, სერტიფიკაციის ჩატარებაზე პროცედურის განსაზღვრა, ჩატარებისა და თანმიმდევრობის წესის დადგენა იმ დოკუმენტების შესაბამისად რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში.

- სასერტიფიკაციო ობიექტების სერტიფიკაციის ორგანიზაცია და ჩატარება, სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაცია და ჩატარება, წარმოების მდგომარეობის ანალიზი, გამოცდების, წარმოების მდგომარეობის ანალიზის შედეგებზე გადაწყვეტილების მიღება;

- შესაბამისობის სერტიფიკატების გაფორმება, მათ აღრიცხვა და გადაცემა მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანოში სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრში შესატანად.

- განმცხადებელზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა.

- სერტიფიცირებულ პროდუქციაზე (სერტიფიცირებულ წარმოებაზე, სერტიფიცირებულ ხარისხის სისტემაზე) საინსპექციო კონტროლის ორგანიზება და ჩატარება.

- სერტიფიცირებული პროდუქციის აღრიცხვის წარმოება, სერტიფიკაციის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატების გაფორმება ან მოქმედების შეჩერება.

6.2. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოს სხვა ფუნქციებია: სერტიფიკაციისათვის საჭირო ნორმატიული დოკუმენტების ფონდის ფორმირება და მათი დროული აქტუალიზაცია.

სერტიფიცირებული ეროვნული და უცხოური სერტიფიკაციის ობიექტების ხარისხის დონეზე ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, ანალიზი და სისტემატიზაცია. ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შეცვლისას, სერტიფიცირებული ობიექტების ხარისხის დროული კორექტირების საკითხზე ურთიერთქმედება განმცხადებელთან.

6.3. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისა, სერტიფიკაციის ორგანოს შეუძლია:

მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის ხარისხის შეფასების, კონტროლის, გამოცდების ჩატარებისას, სერტიფიკაციის საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების მუშაობაში.

7. მოთხოვნები სერტიფიკაციის ორგანოს დოკუმენტებისადმი

7.1. მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი და ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტების კომპლექტი, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ფუნქციონირებას სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში პროდუქციის სახელწმიფო სისტემაში პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების, წარმოების და ხარისხის სისტემების) სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებისას:

სერტიფიკაციის ორგანოს დებულება აკრედიტაციის სფეროს ჩვენებით;

სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარების ხარისხის სახელმძღვანელო;

სერტიფიკაციის ორგანოზე მიმაგრებული სერტიფიკაციის ობიექტების სერტიფიკაციის ჩატარების წესი, მათ შორის:

პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესი;

სამუშაოების სერტიფიკაციის ჩატარების წესი;

მომსახურების სერტიფიკაციის ჩატარების წესი;

წარმოების სერტიფიკაციის ჩატარების წესი /მეთოდიკა/;

ხარისხის სისტემის სერტიფიკაციის ჩატარების წესი; /მეთოდიკა/;

სერტიფიკაციის ორგანოს პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციები.

7.2. სერტიფიკაციის ორგანოს უნდა ჰქონდეს ნორმატიული დოკუმენტაციის კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს მოქმედ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას, ვადა გასული დოკუმენტაციის ამოღებას, ახლად შემოღებული დოკუმენტების შემუშავებას და აღრიცხვას.

8. მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლი

მშენებლობაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის საინსპექციო კონტროლს ახორციელებს საქსტანდარტი და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში დადგენილი წესი.

9. აკრედიტაციის სამუშაოების ანაზღაურება

9.1. აკრედიტაციის სამუშაოების ხარჯებს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად ანაზღაურებს სერტიფიკაციის ორგანო.

9.2. აკრედიტაციის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება სამუშაოების ჩატარების თვითღირებულებით აკრედიტაციის სამუშაოების სირთულისა და მოცულობის შესაბამისად და დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

ამასთანავე, სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოების რენტაბელობის დონე არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ხოლო ნებაყოფლობითის - 50%-ს.

9.3. აკრედიტაციის სამუშაოების ღირებულება, როგორც წესი, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ანაზღაურებული უნდა იყოს მთლიანად სამუშაოების დაწყებამდე, აკრედიტაციის შედეგების მიუხედავად.

 

 

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო

სდმშ 20532041-004-97

სერტიფიკაციის სახელწმიფო დოკუმენტი მშენებლობაში

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

მოთხოვნები მშენებლობაში საგამოცდო ლაბორატორიებისადმი

/ცენტრებისადმი/

 

 

 

თბილისი

1997 წ.

 

 

საინფორმაციო მონაცემები

შემუშავებულია:  საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ

შემსრულებელი: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო

დამტკიცებულია და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის

შემოღებულია სამინისტროს და საქსტანდარტის 1997 წლის 29

სამოქმედოდ: დეკემბრის № 92/153 ბრძანებით.

 

რეგისტრირებულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ

 

 „____“ _______________ 1998 წელი

 

 

რეესტრი №

წინამდებარე დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ აღწარმოება, ტირაჟირება და გავრცელება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქსტანდარტის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი მშენებლობაში

----------------------------------------------------------------

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა  სდმშ 20532041-004-97

 

მოთხოვნები საგამოცდო

ლაბორატორიისადმი / ცენტრებისადმი/

---------------------------------------------------------------------------------------------

შემოღებულია

1998 წლის 1 თებერვლიდან

1. გამოყენების სფერო

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს საგამოცდო ლაბორატორიები /ცენტრები/, რათა სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემაში აღიარებულ იქნან, როგორც სერტიფიკაციის მიზნებისათვის მშენებლობაში პროდუქციის გამოცდის უფლებამოსილი ორგანიზაცია.

2. ნორმატიული მითითებები

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულია მითითებები შემდეგ დოკუმენტებზე:

- სდმშ 20532041-001-97 სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა.

„მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ძირითადი დებულებები“.

3. განმარტებები

წინამდებარე წესებში გამოყენებული ტერმინები და განმარტებანი, შეესაბამება სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში შემოღებულ განმარტებებს და მოცემულია სახელმძღვანელო დოკუმენტში სდმშ 20532041-001.

4. საერთო დებულებები

4.1. სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში საგამოცდო ლაბორატორიის /ცენტრის/ რანგში აკრედიტებისა და ფუნქციონირებაზე პრეტენდენტი ორგანიზაცია უნდა იყოს კომპეტენტური, გამოსაცდელი პროდუქციის დამამზადებლებისა და მომხმარებლებისაგან დამოუკიდებელი, ფლობდეს აუცილებელ საშუალებებს და დოკუმენტირებულ პროცედურებს, რომლებიც საშუალებას იძლევა სერტიფიკაციის მიზნებისათვის ჩატარდეს მშენებლობაში პროდუქციის გამოცდები, მათ შორის, სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის სასერტიფიკაციო გამოცდები. გარდა ამისა:

- საგამოცდო დანადგარებს და გამზომ საშუალებებს, შენობებს და ა. შ.

- კვალიფიკაციური და სპეციალურო მომზადების მქონე პერსონალს;

- სამართლებრივ და ორგანიზაციულ-მეთოდურ დოკუმენტებს, რომლებიც ადგენენ მიმაგრებული პროდუქციის გამოცდის ჩატარების თანმიმდევრობას და წესს და უზრუნველყოფენ მისი ჩატარების ხარისხს;

- პროდუქციაზე სტანდარტიზაციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების და მათი გამოცდის მეთოდების ფონდს.

4.2. მშენებლობის სფეროში საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) აკრედიტაცია ხდება სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემით დადგენილი წესით.

4.3. სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში საგამოცდო ლაბორატორიების /ცენტრების/ აკრედიტაცია წარმოადგენს მათი ტექნიკური კომპეტენტურობის ოფიციალურ ცნობას პროდუქციის კონკრეტული სახეების გამოცდების ჩატარებაში ან სტანდარტიზაციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან კონკრეტული სახის გამოცდების შესაბამისობაზე, აგრეთვე საგამოცდო ლაბორატორიების /ცენტრების/ დამოუკიდებლობას პროდუქციის შემმუშავებლებისაგან, დამამზადებლებისაგან /მომწოდებლებისაგან/ მომხმარებლებისაგან /მყიდველებისაგან/.

4.4. საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) საქმიანობა ხორციელდება მასზე გაცემული ატესტატის საფუძველზე.

4.5. მშენებლობაში საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრები) აკრედიტაციის სფერო მოიცავს გამოსაცდელი პროდუქციის ან გამოცდის სახეების ნომეკლატურას, განსასაზღვრი მახასიათებლების (პარამეტრების) ნომენკლატურას, პროდუქციის გამოცდებსა და მახასიათებლების (პარამეტრების) განსაზღვრის სტანდარტიზაციისა და სხვა მეთოდების ნორმატიული დოკუმენტების ჩამონათვალს.

4.6. საგამოცდო ლაბორატორიები (ცენტრები) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული საქსტანდარტისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ორგანიზაციულ - მეთოდური დოკუმენტებით, რომლებიც ეხება სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემას, საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) დებულებით და დოკუმენტებით, რომლებითაც დადგენილია მოცემულ ლაბორატორიაში (ცენტრში) პროდუქციის გამოცდის ჩატარების თანმიმდევრობა და წესები.

4.7. საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი) პასუხისმგებელია გამოცდების ჩატარების ობიექტურობაზე და მიღებული შედეგების უტყუარობაზე, პროდუქციის გამოცდის ჩატარების შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფაზე.

4.8. მოთხოვნები საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) პერსონალისადმი, გამოცდების ჩასატარებლად გამოყოფილი შენობისადმი, საგამოცდო დანადგარებისა და გამზომი საშუალებებისადმი, მათი ატესტეციისა და შემოწმებისადმი, წაყენებული მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის მიზნებისათვის გამოცდების ჩატარების დროს უნდა შეესაბამებოდეს სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სისტემის დოკუმენტებით.

4.9. საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) მიერ სხვა ორგანიზაციების ატესტირებული საგამოცდო დანადგარების და დამოწმებული გამზომი საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. მაგ. თუ დროებით მწყობრიდან არის გამოსული საკუთარი დანადგარი, ისიც მხოლოდ იმ სერტიფიკაციის ორგანოსთან შეთანხმებით, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც ტარდება შემოწმება.

4.10. საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ თავისი ფუნქციების, მათ შორის ობიექტურობისა და შესრულების ხარისხის, შესრულებისას სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მაკრედიტებელ ორგანოს შეუძლია, შეაჩეროს, აკრედიტაციის ატესტატის მოქმედება და ამორიცხოს საგამოცდო ლაბორატორია /ცენტრი/ სერტიფიკაციის სახელწმიფო რეესტრიდან.

4.11. საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) საქმიანობის კონტროლს ახორციელებენ საქსტანდარტი და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.

5. საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) იურიდიული სტატუსი და სტრუქტურა

5.1. მშენებლობაში საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) იურიდიულმა სტატუსმა უნდა უზრუნველყოს მისი დამოუკიდებელი იურიდიული პირის უფლება და გამოცდის სფეროში დამოუკიდებელი მოქმედება, რომლებიც გამორიცხავს ადმინისტრაციულ, ფინანსურ და კომერციულ დამოკიდებულებას პროდუქციის დამამზადებლებისაგან /შემმუშავებლისაგან/ და მომხმარებლისაგან.

თუ ლაბორატორიას არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი და იგი შედის იურიდიული პირის უფლების მქონე ორგანიზაციის /სერტიფიკაციის ორგანოს/ შემადგენლობაში, მაშინ იგი უნდა იყოს ამ ორგანიზაციის /სერტიფიკაციის ორგანოს/ სტრუქტურული ქვედანაყოფი იმ პირობით, რომ ეს ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი პროდუქციის დამამზადებლისაგან და მომხმარებლისაგანაც.

ამ შემთხვევაში ზუსტად უნდა იყოს დამიჯნული ლაბორატორიის ხელმძღვანელობისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის საქმიანობის სფერო და პასუხისმგებლობა.

საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი), რომელიც გამოცდებს ატარებს სერტიფიკაციის მიზნებისათვის, არ შეიძლება იყოს პროდუქციის დამამზადებელი ორგანიზაციის ან მომხმარებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

5.2. იმ შემთხვევაში, როდესაც საგამოცდო ლაბორატორია დამოკიდებულია მწარმოებლისა და მომხმარებლისაგან ადმინისტრაციულად, ფინანსურად ან კომერციული საქმიანობით, მაშინ ხდება მისი აკრედიტაცია მხოლოდ ტექნიკურ კომპეტენტურობაზე.

5.3. გამოცდის ჩატარება ლაბორატორიაში, რომელიც აკრედიტებულია მხოლოდ ტექნიკურ კომპეტენტურობაზე, ხდება სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. ასეთი გამოცდების ჩატარების ობიექტურობაზე პასუხისმგებელია საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი). გამოცდის ოქმს ხელს აწერს აგრეთვე სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენელი.

5.4. საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი) დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადო განათლების და პროფესიული მომზადების მქონე სპეციალისტებით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია გამოცდების ჩატარების და ხარისხის კონტროლის სფეროში.

5.5. საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) პერსონალის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა დადგენილი უნდა იყოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით ან შიდა დოკუმენტებით, როგორებიც დადგენილია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ.

5.6. საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს დამოუკიდებელი ქვეგანაყოფის ყოლას, რომელიც ატარებს პროდუქციის ცალკეული ჯგუფების გამოცდას. საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცდების შედეგების ჯგუფების გამოცდას. საბოლოო საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) ხელმძღვანელობა.

5.7. საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი) შეიძლება შედიოდეს სერტიფიკაციის ორგანოს შემადგენლობაში მისი ქვედანაყოფის სახით. ამ შემთხვევაში საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) აკრედიტაცია წინ უნდა უსწრებდეს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციას.

5.8. საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი და სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ წარმართავენ საგამოცდო ლაბორატორიის ძირითად საქმიანობას სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში აკრედიტებულნი უნდა იყვნენ, როგორც ექსპერტები.

6. საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) ფუნქციები

6.1. სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) ძირითადი ფუნქციას წარმოადგენს მასზე მიმაგრებული ნომენკლატურის და გამოცდის სახეების მიხედვით სერტიფიკაციის მიზნებისათვის მშენებლობაში პროდუქციის გამოცდების ჩატარება.

7. მოთხოვნები საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) დოკუმენტებისადმი

7.1. აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას (ცენტრს) უნდა ჰქონდეს სამართლებრივი და ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტების კომპლექტი, რომლებიც უზრუნველყოფენ სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში მისი ფუნქციონირებას, პროდუქციის სერტიფიკაციის მიზნებისათვის აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად.

დოკუმენტების კომპლექტი უნდა შეიცავდეს:

- საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) დებულებას;

- საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) პასპორტს;

- აკრედიტაციის ატესტატს აკრედიტაციის სფეროთი;

- საგამოცდო ლაბორატორიაში (ცენტრში) პროდუქციის გამოცდის მომზადების და ჩატარების წესს;

- საგამოცდო დანადგარებისა და გამზომი ხელსაწყოების დოკუმენტაციას;

- ნორმატიულ დოკუმენტაციას, რომლებშიც რეგლამენტირებულია მოთხოვნები პროდუქციის გამოცდისადმი და გამოცდის მეთოდებისადმი;

- საგამოცდო ლაბორატორიის პერსონალის თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

7.2. საგამოცდო ლაბორატორიას (ცენტრს) უნდა ჰქონდეს:

რეგისტრაციისა და ოქმების გაფორმების სისტემა, რომელმაც უნდა ასახოს თუ როგორ შესრულდა გამოცდის ჩატარების თითოეული პროცედურა. გარდა ამისა, საგამოცდო ლაბორატორიას (ცენტრს) უნდა ჰქონდეს ნორმატიული დოკუმენტაციის კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედ დოკუმენტაციაში ცვლილებების დროულ შეტანას, ძალადაკარგული დოკუმენტების ამოღებას, ახლადშემუშავებული დოკუმენტაციით უზრუნველყოფას და ა. შ. აგრეთვე სამუშაო ადგილების დოკუმენტებით უზრუნველყოფას;

გამოცდების ჩატარებაზე სერტიფიკაციის ორგანოს გადაწყვეტილების ან პროდუქციის გამოცდაზე განაცხადის მიღების, განხილვის და გამოცდის შედეგების გაცემის სისტემა;

გამოცდების ჩატარებისას, საგამოცდო ლაბორატორიის ქვედანაყოფების ურთიერთმოქმედების წესი;

ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შეცვლისას პროდუქციის ხარიხის დროული კორექტირების საქმეში სერტიფიკაციის ორგანოსთან ურთიერთმოქმედების წესი;

ეროვნული და უცხოური პროდუქციის ხარიხის დონის თაობაზე ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, ანალიზისა და სისტემატიზაციის წესი.

8. საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) საქმიანობის საინსპექციო კონტროლი

მშენებლობაში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) საქმიანობის საინსპექციო კონტროლს სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს აკრედიტაციის ორგანო.

 

 

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო

სდმშ 20532041-005-97

 

სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი მშენებლობაში

 

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

მშენებლობაში სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი

 

 

ქ. თბილისი

1997 წ.

 

 

საინფორმაციო მონაცემები

 

შემუშავებულია: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ

შემსრულებელი: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო

დამტკიცებულია და  საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის

შემოღებულია სამინისტროს და საქსტანდარტის 1997 წლის 30

სამოქმედოდ: დეკემბრის № 92/153 ბრძანებით

 

რეგისტრირებულია:  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ

                                                „______“ ____________________ 1998 წელი

                                                რეესტრის №

 

 

 

 

წინამდებარე დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ აღწარმოება, ტირაჟირება და გავრცელება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქსტანდარტის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

 

სერტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი მშენებლობაში

----------------------------------------------------------

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა  სდმშ 20538041-005-97

 

მშენებლობაში სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის

სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი

------------------------------------------------------------------------------------------------------

 შემოღებულია 1998 წლის 1 თებერვლიდან

 

1. გამოყენების სფერო

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს მშენებლობაში სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრის (შემდგომში რეესტრი) წარმოების წესს, რომელიც შეიცავს მშენებლობაში სერტიფიკაციას ობიექტების, სამუშაოთა მონაწილეების, სერტიფიკაციის დოკუმენტების რეგისტრაციის წესს.

2. ნორმატიული მითითებები.

ამ წესში გამოყენებულია ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური შემდეგი დოკუმენტები:

სდმშ 20532041-001-97 სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემა. „მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ძირითადი დებულებები“.

3. განმარტებები.

3.1. წესებში გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები შეესაბამება სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში მიღებულს და მოცემულია სახელმძღვანელო დოკუმენტში სდმშ 20532041-001.

3.2. მშენებლობაში სერტიფიკაციის ობიექტები - სერტიფიცირებული პროდუქცია, სამუშაოები, მომსახურება / შემდგომში პროდუქცია/, სერტიფიცირებული წარმოება, სერტიფიცირებული ხარისხის სისტემები.

3.3. სერტიფიკაციის სამუშაოთა მონაწილეები - პროდუქციაზე, წარმოებაზე, ხარისხის სისტემაზე აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო, სერტიფიკაციის ექსპერტები.

3.4. აკრედიტაციის დოკუმენტები - სერტიფიკაციის ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციის ატესტატები, სერტიფიკაციის ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) დებულებები, ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) დებულებები, პროდუქციის კონკრეტული სახეების (სამუშაოების, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემის) სერტიფიკაციის ჩატარების წესი.

3.5. სერტიფიკაციის დოკუმენტები - პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემის) შესაბამისობის სერტიფიკატები, სერტიფიკაციის ექსპერტების სერტიფიკატები.

3.6. სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრი - ოფიციალური მონაცემების ცენტრალიზებული სახელმწიფო აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც იურიდიულად ადასტურებს სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის შედეგებს.

3.7. სახელწმიფო რეესტრში რეგისტრაცია - ობიექტის, სამუშაოთა მონაწილის, დოკუმენტის მონაცემების სახელწმიფო რეესტრში ჩაწერა და ამავე დროს მათთვის სარეგისტრაციო ნომრების მინიჭება, რომლებიც დაისმება შესაბამის სერტიფიკატზე, აკრედიტაციის ატესტატზე, დოკუმენტზე.

4. საერთო დებულებები.

4.1. სერტიფიკაციის ობიექტების, სამუშაოთა მონაწილეების და დოკუმენტების რეგისტრაცია და სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრის წარმართვა მშენებლობაში, როგორც სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრის შემადგენელი ნაწილი, სწარმოებს მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატების აღრიცხვისა და იურიდიული ძალის მინიჭებისათვის, აგრეთვე მართვის სისტემების საინფორმაციო მომსახურების ორგანიზაციისა და მშენებლობის სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარების მიზნით.

4.2. სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრს აწარმოებს საქსტანდარტი. სახელმწიფო რეესტრის სტრუქტურა მოცემულია 1 და 2 დანართებში.

4.3. პირები, რომლებიც აწარმოებენ მშენებლობის სფეროში სახელწმიფო რეესტრის, პასუხისმგებლები არიან რეესტრის წარმოების სისწორეზე, აგრეთვე შესაბამისობის სერტიფიკატების და აკრედიტაციის ატესტატების სარეგისტრაციო ნომრების მინიჭების სისწორეზე.

4.4. მშენებლობაში გამოიყენება შესაბამისობის სერტიფიკატების და აკრედიტაციის ატესტატების ბლანკები, რომლებიც დადგენილია სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემისათვის.

4.5. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს უზრუნველყოფა შესაბამისობის სერტიფიკატების ბლანკებით ხდება საქსტანდარტის მიერ.

5. მშენებლობაში სერტიფიკაციის ობიექტების, სამუშაოთა მონაწილეების და დოკუმენტების სერტიფიკაციის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის წესი.

5.1. სახელწმიფო რეესტრში შეიტანება:

მშენებლობაში სერტიფიცირებული პროდუქცია /სამუშაოები, მომსახურება/, სერტიფიცირებული წარმოებები, აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები, ხარისხის და წარმოების სისტემები, აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიები /ცენტრები/, ატესტირებული ექსპერტები, მშენებლობაში პროდუქციის კონკრეტული სახეების დოკუმენტები, რომლებიც ადგენენ სერტიფიკაციის ჩატარების წესს, სერტიფიკაციის ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების /ცენტების/  დებულებები.

5.2. მშენებლობის სფეროში სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომრების ფორმირების მაგალითები მოყვანილია მე-3-ე დანართში.

5.3. მშენებლობაში სერტიფიკაციის ობიექტების და სამუშაოთა მონაწილეების რეგისტრაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს დღიდან დოკუმენტების მიღებისა სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანოში.

5.4. მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო განმცხადებელს გადასცემს: სერტიფიკაციის ორგანოს, საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) აკრედიტაციის ატესტატს სახელმწიფო რეესტრის ნომრით, გადაწყვეტილებას /ბრძანებას/ მათი აკრედიტაციის შესახებ, სერტიფიკაციის ორგანოს საგამოცდო ლაბორატორიის შეთანხმებულ და დამტკიცებულ დებულებას, აგრეთვე სერტიფიკაციის ორგანოსათვის პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესს და წარმოების სერტიფიკაციის /შეფასების/ მეთოდიკას.

5.5. სერტიფიკაციის ორგანოები წარმოადგენენ მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანოში პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების, წარმოების, ხარისხის სისტემის) შესაბამისობის სერტიფიკატების ორ ეგზემპლარს, ხოლო შესაბამისობის სერტიფიკატის დედანს გადასცემს განმცხადებელს.

5.6. აკრედიტაციის ატესტატების, შესაბამისობის სერტიფიკატების ასლები რჩება მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს სახელწმიფო რეესტრის მასალების ფონდში.

5.7.მშენებლპბაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო მასთან წარდგენილი დოკუმენტებით ქმნის ობიექტების ან სამუშაოთა მონაწილეების საქმეს სერტიფიკაციაზე და ინახავს არქივში.

6. საინფორმაციო მომსახურება მშენებლობაში სახელმწიფო რეესტრის მონაცემების საფუძველზე.

6.1. სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწიფო რეესტრი წარმოადგენს ამ სისტემის საკონტროლო - სააღრიცხვო ელემენტს და სერტიფიკაციის და აკრედიტაციის სამუშაოების ჩატარების ოფიციალური ინფორმაციის წყაროს.

6.2. სახელწმიფო რეესტრის მონაცემების საფუძველზე ხორციელდება ორგანიზაციების, საწარმოების, კერძო პირების და სხვა, მათ შორის უცხოელების, ოპერატიული საინფორმაციო მომსახურება.

6.3. საქსტანდარტი და მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო სახელწმიფო რეესტრის მონაცემების საფუძველზე ამზადებენ ოფიციალურ ინფორმაციას მშენებლობაში სერტიფიკაციის თაობაზე.

ინფორმაცია აქვეყნებენ საქსტანდარტის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს პერიოდულ გამოცემებში და საქართველოს სპეციალურ საინფორმაციო კრებულებში.

 

დანართი 1

(სავალდებულო)

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრის სტრუქტურა

განყოფილება - აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო.

პროდუქციის.

ხარისხის სისტემის.

წარმოების.

მომსახურების, სამუშაოების.

განყოფილება - აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი).

ტექნიკურად კომპეტენტური და დამოუკიდებელი.

ტექნიკურად კომპეტენტური.

განყოფილება - ატესტირებული ექსპერტები.

პროდუქციაზე, ხარისხის სისტემებზე, წარმოებებზე, მომსახურებაზე, სამუშაოებზე.

სერტიფიკაციის ორგანოებზე.

საგამოცდო ლაბორატორიებზე (ცენტრებზე).

განყოფილება - დოკუმენტები.

აკრედიტაციის.

სერტიფიკაციის.

 

დანართი 2.

(სავალდებულო)

ჩამონათვალი მასალების, რომელთა საფუძველზე ხდება მშენებლობაში სერტიფიკაციის ობიექტების, სამუშაოთა მონაწილეების და დოკუმენტების რეგისტრაცია

1. სერტიფიცირებული პროდუქცია:

სერტიფიკაციური გამოცდის ოქმები.

შესაბამისობის სერტიფიკატები.

განაცხადი სერტიფიკაციის შესახებ.

2. სერტიფიცირებული ხარისხის სისტემა:

ხარისხის სისტემის შემოწმების აქტი.

ხარისხის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატი.

განაცხადი სერტიფიკაციის შესახებ.

5. სერტიფიცირებული წარმოება:

წარმოების შემოწმების აქტი.

წარმოების შესაბამისობის სერტიფიკატი.

განაცხადი სერტიფიკაციის შესახებ.

4. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო:

აკრედიტაციის კომისიის აქტი.

აკრედიტაციის ატესტატი, აკრედიტაციის სფეროს დანართით.

განაცხადი აკრედიტაციაზე.

5. აკრედუტებული საგამოცდო ლაბორატორია (ცენტრი):

აკრედიტაციის კომისიის აქტი.

აკრედიტაციის ატესტატი, აკრედიტაციის სფეროს დანართით.

განაცხადი აკრედიტაციაზე

6. ატესტირებული ექსპერტი:

საატესტაციო კომისიის ოქმი.

ატესტატი.

განაცხადი ატესტაციაზე.

 

დანართი 3

(სავალდებულო)

სერტიფიკაციის სახელწმიფო სისტემის სახელწმიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომრების ფორმირების მაგალითები

სარეგისტრაციო ნომრების სტრუქტურა:

XXX - სახელწმიფო კოდი, სადაც განთავსებულია სერტიფიკაციის სამუშაოების ობიექტი (მონაწილე)

XXXXXXXX - დოკუმენტის გამცემი ორგანოს სააკრედიტაციო კოდი

X - სახელწმიფო რეესტრის განყოფილების კოდი

X - სახელწმიფო რეესტრის ქვეგანყოფილების კოდი

XXX - აკრედიტაციის რიგითი ნომერი

XXXXXX - შესაბამისობის სერტიფიკატის ბლანკის ნომერი

სახელმწიფოს კოდი სადაც განთავსებულია სერტიფიკაციის სამუშაოების ობიექტი /მონაწილე/ „მსოფლიოს ქვეყნების“ საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით. მაგალითად, საქართველოს - GEO (268).

დოკუმენტაციის გამცემი ორგანოს საიდენტიფიკაციო კოდი.

სახელწმიფო რეესტრის განყოფილებების და ქვეგანყოფილებების კოდი გამოყენებულია წინამდებარე დოკუმენტის 1-დანართის შესაბამისად. რიგითი ნომერი სახელმწიფო რეესტრის აკრედიტაციის პროცედურის რეესტრის მინიჭებული აკრედიტაციის დროს.

შესაბამისობის სერტიფიკატის ბლანკის ნომერი.

 

შეთანხმების ფურცელი

მშენებლობის სერტიფიკაციის სისტემის სტანდარტების პროექტებზე

სამინისტროს, უწყების, ორგანიზაციის დასახელება

1

დაკავებული თანამდებობა

2

გვარი და სახელი

3

ხელმოწერა

თარიღი

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე

ვ. თოდუა

 

10.08.97

2. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო სახელწმიფო კომპანია საქენერგო

გენერალური დირექტორის მოადგილე

თ. სარალიძე

 

12.09.97

3. შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ცენტრის უფროსი

გ. მახარაძე

 

11.IX.97

4. სახელმწიფო კომპანია „საქტრანსგაზმრეწვი“

გენერალური დირექტორის მოადგილე

მ. ანთელავა

 

12.09.97

5. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო

მინისტრის პირველი მოადგილე

ზ. თავართქილაძე

 

15.09.97

6. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხანძარ-საწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველო

მთავარი სამმართველოს უფროსი

ჯ. სურმავა

 

16.09.97

7. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე

ნ. შავდია

 

18.09.97

8. სტანდარტიზაციის მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

დეპარტამენტის თავმჯდომარე

ჯ. მანჯგალაძე

 

 

8ა. სახელწმიფო ანტიმონოპოლიური სამსახური

სამსახურის უფროსი

ვ. მაისურაძე

 

20.10.97

9. ტექნიკური ზედამხედველობის სახელწმიფო ინსპექცია

ინსპექციის უფროსის მოადგილე

გ. ჩიჩუა

 

16.09.97

10. პროფესიული კავშირების გაერთიანება

გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე

ზ. დადიშვილი

 

11.09.97

11. ეკონომიკის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე

ო. კაკაურიძე

 

27.08.97

12. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო

მინისტრის პირველი მოადგილე

ზ. სოსელია

 

16.09.97

13. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება

საზოგადოების წევრი თბილისის ორგანიზ. წევრი

თ. გიორხელიძე

 

15.09.97

14. საინჟინრო აკადემია

პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ლ. მახვილაძე

 

15.09.97

15. იუსტიციის სამინისტრო

მინისტრის პირველი მოადგილე

ტ. კულულაშვილი

 

19.09.97

16. ჰოლდინგური კომპანია „საქმონტაჟ სპეცმშენი“

კომპანიის პრეზიდენტი

გ. გამყრელიძე

 

12.09.97

17. სააქციო საზოგადოება „საქგვირაბმშენი“

პრეზიდენტი

ა. ჩალაძე

 

12.09.97

18. სააქციო საზოგადოება „თბილქალაქმშენი“

გენერალური დირექტორი

თ. ჯანაშია

 

12.09.97

19. სააქციო საზოგადოება „ტრანსმშენი“

გენერალური დირექტორი

ლ. მეგრელიშვილი

 

11.09.97

20. კ. ზავრიევის სახ. სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი

დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში

ჯ. ესაიაშვილი

 

11.09.97