„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№259
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №259

2000 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კულტურის სამინისტროს სტრუქტურის სრულყოფის მიზნით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის საფუძველზე  „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. V თავის მე-12 აბზაცში სიტყვები: „საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილება“ შეიცვალოს სიტყვებით: „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო“.

2. V თავიდან ამოღებულ იქნეს:

ა. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;

ბ. საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და კონტროლის სამმართველო;

გ. სამეურნეო სამმართველო.

3. V თავს დაემატოს:

ა. საფინანსო-ადმინისტრაციული სამსახური;

ბ. კონტროლის სამმართველო.

4.  VI თავის 34-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ჟ“ ქვეპუნქტი, ხოლო „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო. საფინანსო-ადმინისტრაციული სამსახურის – სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაციების, აგრეთვე ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის პროექტების შედგენის, დამტკიცებული ბიუჯეტის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებამდე დაყვანის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების  დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის განაწილების, ხარჯთა ნუსხის შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის, საშტატო ნუსხების სისწორის გადამოწმებისა და დამტკიცების, სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური, აგრეთვე ნაერთი ანგარიშების მომზადებისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის საკითხების უზრუნველყოფა; სისტემაში საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა; შენობა-ნაგებობებისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების, ორგტექნიკით, საკანცელარიო ნივთებითა და სამეურნეო საქონლით მომარაგებისა და სხვა დამხმარე ღონისძიებათა უზრუნველყოფის საკითხები“.

„პ) კონტროლის სამმართველოსი – სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში საკონტროლო-სარევიზიო მუშაობის, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატე-რიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით“.

ე. შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №259. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №259, 16.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6312152/