⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.11.1996)
გაუქმებულია:

საქართველოს რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი დარგების მართვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 07.03.1992
ძალის დაკარგვა 29.11.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №273
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
კონსოლიდირებული ვერსიები
401 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.1992 მიღება
29.11.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი დარგების მართვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 273 1992 წლის 7 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი დარგების მართვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი დარგების მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის, მისი ეფექტიანობის გაზრდის და სახალხო მეურნეობისა და მოსახლეობის სათანადო რესურსებით უზრუნველყოფის ძირეული გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს: 1. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრო და გაერთიანდნენ მასში რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი ორგანიზაციები მათი ქვედანაყოფებითურთ, რომლებიც ადრე შედიოდნენ ყოფილი სსრ კავშირის შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებში, დანართის თანახმად. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 16 აგვისტოს №680 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ. 3. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 აპრილის №254 დადგენილების №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს გერთიანება „საქჰიდრო-ენერგომშენი“, ტრესტი „კავკასელექტროქსელმშენი“ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი „თბილჰიდროპროექტი“. 4. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 29 მაისის №444 დადგენილების №4 დანართიდან ამოღებულ იქნეს ნავთობისა და გაზის მრეწველობის, ნახშირის მრეწველობის დარგების საწარმოები და ორგანიზაციები. 5. საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საწარმოო-საექსპლუატაციო გაერთიანება „საქენერგო-ექსპლუატაცია“ გარდაიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის მთავარ საწარმოო სამმართველოდ „საქმთავარენერგო“. 6. დაინიშნოს იური ესტატეს ძე ჭედია საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის მთავარი საწარმოო სამმართველოს „საქმთავარენერგოს“ უფროსად. 7. საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად სამინისტროს სტრუქტურა და დებულება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                              თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                  გ. ბერიძე ნ უ ს ხ ა ორგანიზაციებისა, რომლებიც გაერთიანდებიან საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროში ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის მთავარი საწარმოო სამმართველო „საქმთავარენერგო“ სამშენებლო-საწარმოო სამონტაჟო გაერთიანება „საქჰიდროენერგომშენი“ ტრესტი „კავკასელექტროქსელმშენი“ ინსტიტუტი „თბილჰიდროპროექტი“ ინსტიტუტი „თბილენერგოქსელპროექტი“ ინსტიტუტი „ორგენერგომშენი“ საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო-სარემონტო ტრესტი სამშენებლო ტრესტი „საქელექტროქსელმშენი“ ლითონკონსტრუქციების ქარხანა საწარმოო-სავაჭრო გაერთიანება ქალაქ თბილისის ელექტრონაგებობათა სამმართველო („თელასი“) ქალაქ რუსთავის ელექტრონაგებობათა სამმართველო ქალაქ ქუთაისის ელექტრონაგებობათა სამმართველო ქალაქ ფოთის ელექტრონაგებობათა სამმართველო სახელმწიფო კონცერნი „საქგაზი“. სახელმწიფო კონცერნი „საქნავთობპროდუქტი“ საწარმოო გაერთიანება „ბათიმპექსი“ საწარმოო გაერთიანება „საქნავთობი“ ტრესტი „საქნავთობგეოფიზიკა“ ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო განყოფილება საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების სამმართველო საწარმოო გაერთიანება „საქნახშირი“ საპროექტო ინსტიტუტი „საქშახტპროექტი“ საწარმოო გაერთიანება „საქტრანსგაზი“ ბათუმის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველო საქართველოს გაზის ზედამხედველობის ტერიტორიული ინსპექცია სამმართველო „საქბურღგეოთერმია“ საქართველოს გასამხედროებული სამთო მაშველი რაზმი ტრესტ „კავკასენერგომონტაჟის“ საქართველოს სამონტაჟო სამმართველო ტრესტ „სპეცჰიდროენერგომონტაჟის“ ამიერკავკასიის სამმართველო სრულიად საკავშირო გაერთიანება „ჰიდროსპეცმშენის“ ენგურის სპეციალიზებული სამმართველო