,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების ფორმების დამტკიცების შესახებ „ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ოქტომბრის #08 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2024 წლის 22 ნოემბერი ქ. ბათუმი |
ა) დადგენილების პრეამბულაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209³, 240-ე, 2401 მუხლებისა და 242-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისი მე-8-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:”.
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს ცვლილება და მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 8. ჯარიმის გადახდა
სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. ჯარიმის თანხა ირიცხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შემდეგ სახაზინო კოდზე: – 300733255”.
გ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №2-ში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
დ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №6-ში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
|