აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/425
2024 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ – დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი - წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი - წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორიცაა ტრანსევროპული საავტომობილო სტანდარტები, AASHTO და ევროპული სტანდარტები. ლოტი 3-ის სიგრძე შეადგენს 13 კმ-ს. იწყება ალგეთის გზაგამტარის დასავლეთით და მთავრდება მარეთთან, საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის გადაკვეთამდე - 400 მ-ში. ლოტი 4-ის (მარეთიდან სადახლომდე) სიგრძე შეადგენს 16,3 კმ-ს. ლოტი 4 იწყება თბილისიდან სომხეთამდე რკინიგზის გადაკვეთამდე 400 მ-ში. გადაკვეთის შემდეგ გზის პროფილი მიყვება რკინიგზას მარჯვენა მხრიდან. პროექტით სულ გათვალისწინებულია 4 ძირითადი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, კერძოდ ერთი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა რკინიგზის გადაკვეთაზე, ასევე მოეწყობა ორი სამდინარო და ერთი გზაგამტარის ტიპის სახიდე გადასასვლელები. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. ტექნიკურ‐ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ ამ გზისათვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარი. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისათვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფანი ძირითადად გაივლის ქვემო ქართლის ვაკეზე, რომელიც წარმოადგენს მტკვარ-არაქსის ვრცელი დაბლობის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილს. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:
ანარ სადიკოვის (პ/ნ 28001001235) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების – 76 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.22.071) ნაწილის - 22 204 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ნანი ნაკაიძისა (პ/ნ 61010000010) და ნონა მაკარაძის (პ/ნ 61010001218) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების - 2 480 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.04.929) ნაწილის - 865 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ზაურ სულეიმანოვის (პ/ნ 28001006303), სამირე ასკაროვას (პ/ნ 28001013238) და სევინჯ სულეიმანოვას (პ/ნ 28001094795) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 1723 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.680) ნაწილის - 1110 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ნეიმატ მამედოვის (პ/ნ 28001013615) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების - 8094 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.14.896) ნაწილის - 2081 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ახმედ ახმედოვის (პ/ნ:28001093502) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შულავერში მდებარე, სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების, 1 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.09.14.601) ნაწილის - 227 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ - დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი - წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 76 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.22.071) მესაკუთრეა ანარ სადიკოვი (პ/ნ 28001001235).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ანარ სადიკოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 76 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.22.071) ნაწილი - 22 204 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების - 2 480 კვ.მ მიწის ნაკვეთის ( საკადასტრო კოდი: №83.09.04.929) მესაკუთრეა ნანი ნაკაიძე (პ/ნ 61010000010) და ნონა მაკარაძე (პ/ნ 61010001218).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნანი ნაკაიძისა და ნონა მაკარაძის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების - 2 480 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.04.929) ნაწილი - 865 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 1723 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.680) მესაკუთრეა ზაურ სულეიმანოვი (პ/ნ 28001006303), სამირე ასკაროვა (პ/ნ 28001013238) და სევინჯ სულეიმანოვა (პ/ნ 28001094795);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზაურ სულეიმანოვის, სამირე ასკაროვას და სევინჯ სულეიმანოვას თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 1723 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.680) ნაწილი - 1110 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მრავალწლიანი ნარგავები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების - 8094 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.14.896) მესაკუთრეა ნეიმატ მამედოვი (პ/ნ 28001013615).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნეიმატ მამედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების - 8094 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.14.896) ნაწილი - 2081 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მდებარე, სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.09.14.601) მესაკუთრეა ახმედ ახმედოვი (პ/ნ:28001093502).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ახმედ ახმედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შულავერში მდებარე, სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.09.14.601) ნაწილი - 227 კვ. მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ - დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი - წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:
1.1. ანარ სადიკოვის (პ/ნ 28001001235) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 76 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.22.071) ნაწილზე - 22 204 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
1.2. ნანი ნაკაიძისა (პ/ნ 61010000010) და ნონა მაკარაძის (პ/ნ 61010001218) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების – 2 480 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.04.929) ნაწილზე - 865 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე;
1.3. ზაურ სულეიმანოვის (პ/ნ 28001006303), სამირე ასკაროვას (პ/ნ 28001013238) და სევინჯ სულეიმანოვას (პ/ნ 28001094795) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების – 1723 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.680) ნაწილზე – 1110 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე;
1.4. ნეიმატ მამედოვის (პ/ნ 28001013615) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების – 8094 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.14.896) ნაწილზე - 2081 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე;
1.5. ახმედ ახმედოვის (პ/ნ:28001093502) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შულავერში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.09.14.601) ნაწილზე – 227 კვ. მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ენუქიძე