„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
080240000.79.092.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №25

2024 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესის

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ამ წესის 33-ე მუხლით დადგენილი ვადით მიღებული სტაჟიორ-გამომძიებელი;“.

3. მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) პირი ინიშნება კონკურსის წესით, გარდა ამ წესის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა (მობილობის განხორციელება არ ვრცელდება  სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში თანამშრომლის დანიშვნისას).“.

4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის პირველი ან/და მეორე რანგის გამომძიებელი. თუ სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში პირველი ან მეორე რანგის გამომძიებლის პოზიცია ვაკანტურია, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე;“.

5. 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსო კომისიის მიერ, ხოლო ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, თანამდებობაზე ნიშნავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.“.

6. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელობა უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრების გზით შეარჩიოს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარუდგინოს საუკეთესო კანდიდატი. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაესწროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელიც.“.

7. 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში – არაუმეტეს 12 თვის ვადით.“.

8. 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში (გარდა საგამოძიებო დანაყოფისა) სტაჟირების გავლის წესი და პირობები, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში პრაქტიკის გავლის წესი და პირობები მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

9. 32-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში (გარდა საგამოძიებო დანაყოფისა) შესაძლებელია გამოცხადდეს როგორც ანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურების გარეშე სტაჟირება. შერჩეულ სტაჟიორთა ანაზღაურება, უფლებამოსილება და სტაჟირების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით.“.

10. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გავლილი სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟში.“.

11. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და სტაჟიორ-გამომძიებელზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს (ასეთი, საჭიროების არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, საგამოძიებო დანაყოფის კურატორ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეს და ადმინისტრაციული დეპარტამენტის კურატორ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეს, ხოლო სტაჟირების საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით, ასევე, ამ წესის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიას;“.

12. 46-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის ან/და საგამოძიებო დანაყოფის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე