„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სა- სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.008.193
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №217
2006 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა”, ,,ე” და ,,ნ” ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ნუსხის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,17. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი (გარდა საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსისა).”;
ბ) ნუსხის მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,18. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე.”;
გ) ნუსხის მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი.”;
დ) ნუსხის მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე.”;
ე) ნუსხის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
,,შენიშვნა. სამინისტროს მოსამსახურეების (პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობრივი გადაადგილებისას (მინისტრის ერთი მოადგილის საკურატორო დანაყოფიდან მინისტრის მეორე მოადგილის საკურატორო დანაყოფში გადაყვანის შემთხვევაში) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდეს სამინისტროს საკადრო დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ.”;
ვ) ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
,,მუხლი 10
მინისტრის მოადგილის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში თანამდებობრივი გადაადგილებისას, როდესაც მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და/ან გათავისუფლება ამ ბრძანებით ერთდროულად განეკუთვნება სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელების კომპეტენციას, ან კურატორი მინისტრის მოადგილისა და მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის ხელმძღვანელის კომპეტენციას, თანამდებობრივი გადაადგილება განხორციელდეს კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ.”.
2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი