„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№266
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №266

2024 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის ,,ე.ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) სააგენტოს მიერ გაცემული სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი, რომელიც უნდა წარედგინოს სააგენტოს განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებამდე)“

2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი აბზაცი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ექსპლუატანტი უფლებამოსილია მოითხოვოს №2 დანართში საჰაერო ხომალდის დამატება №1 დანართში არსებული საჰაერო ხომალდის ფრენის სახეების (სამგზავრო, სატვირთო) შესაძლებლობების  გათვალისწინებით. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული ან/და მის საკუთრებაში მყოფი იმავე ან უფრო დაბალი წონითი კატეგორიის მქონე საჰაერო ხომალდზე და იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს სხ-ის გამცემი ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებულ ასლს, საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო“) შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს. ამასთან, კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი ექსპლუატანტი, რომელსაც სხვა ექსპლუატანტთან დადებული  ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულებით აღებული აქვს საჰაერო ხომალდი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ვალდებულია დამატებით დაასაბუთოს, რომ:“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი