“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№239
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.034.008.195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 28/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.008.195

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №239

2006 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის  №258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულე-ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005, №34, მუხ.342) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო, განსაკუთრებულ შემთხვევებში სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოების შესაბამისი დანაყოფების, აგრეთვე დეპარტამენტის რეგიონალური ორგანოების მოთხოვნით ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვას საჰაერო სივრციდან და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლს, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში, მონაწილეობს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამაშველო ღონისძიებებში.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი