სამტრედიის რაიონის იანეთის დასახლებაში მცხოვრები რეპატრიანტი მესხი ახალგაზრდებისათვის ინტენსიური სწავლების ორწლიანი კურსების გახსნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების მინისტრის

ბრძანება №559

1998 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამტრედიის  რაიონის იანეთის დასახლებაში მცხოვრები რეპატრიანტი მესხი ახალგაზრდებისათვის ინტენსიური სწავლების ორწლიანი კურსების გახსნის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 1998 წლის 5 ოქტომბრის №16/6917 და სამტრედიის რაიონის განათლების განყოფილების 1998 წლის 1 ოქტომბრის №244 თხოვნა და იანეთის დასახლების დაწყებითი სკოლის შენობაში 1998-99 სასწავლო წლისათვის გაიხსნას ორწლიანი კურსები დასახლებაში მცხოვრები რეპატრირებული მესხი ახალგაზრდების ინტენსიური (დაჩქარებული) სწავლებისთვის.

2. დაევალოს ეკონომიკის, ინფორმაციისა და პროგნოზირების სამმართველოს (ბ-ნ ო. კერესელიძე) უზრუნველყოს წარმოდგენილი სასწავლო გეგმის შესაბამისად აღნიშნული კურსების დაფინანსება სასკოლო რეფორმის პროგრამებისათვის გამოყოფილი ასიგნების ხარჯზე.

3. დამტკიცდეს სამტრედიის რაიონის განათლების განყოფილების (ბ-ნ ბ. ვაშაკიძე) მიერ წარმოდგენილი ამ კურსების დროებითი დებულება და ხარჯთაღრიცხვა.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ მ. მინდაძეს.

საფუძველი: საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 1998 წლის 5 ოქტომბრის №16/6917 მომართვა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №16 ბრძანებულება.

 

მინისტრი

ალ. კარტოზია

 

ბრძანება მოამზადა:

საშუალო განათლების სამმართველომ

კ. სუჯაშვილი

 

შეთანხმებულია:

მინისტრის მოადგილე

თ. ტატიშვილი

 

სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლების და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე

მ. მინდაძე

 

ეკონომიკის, ინფორმაციისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი

ო. კერესელიძე

 

ვამტკიცებ: საქართველოს განათლების მინისტრი ალ. კარტოზია

1998 წლის ნოემბერი

სამტრედიის რაიონის ახალი იანეთის (კოპიტნარის) დასახლებაში მცხოვრები რეპატრიანტი მესხი ახალგაზრდების ინტენსიური (დაჩქარებული) სწავლების ორწლიანი კურსების

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ძირითადი ნაწილი

1.1. ახალი იანეთის (კოპიტნარის) დაწყებით სკოლასთან ინტენსიური (დაჩქარებული) სწავლების ორწლიანი კურსები (შემდგომში „კურსები“) გათვალისწინებულია ახალი იანეთის (კოპიტნარის) დასახლებაში მცხოვრები რეპატრიანტი მესხი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო წლების განმავლობაში სკოლის გარეშე აღმოჩნდნენ და მათი განათლების დონე ძალზე ჩამორჩება მათ ასაკს.

1.2. კურსებზე სწავლა უფასოა.

1.3. კურსების საქმიანობის სოციალურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს უზრუნველყოფს სახელმწიფო.

1.4. კურსების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას უზრუნველყოფს სახელმწიფო, აგრეთვე ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ პროექტის „საგანმანათლებლო პროექტი კოპიტნარელი მაჰმადიანი მესხების შვილებისათვის“ განხორციელების საფუძველზე.

1.5. კურსების ფუნქციონირება (მასწავლებელთა ხელფასები და სხვა ხარჯები) ფინანსდება განათლების სამინისტროს სასკოლო რეფორმის პროგრამებისათვის გამოყოფილი ასიგნების ხარჯზე.

1.6. კურსები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებით.

2. მიზნები და ამოცანები

2.1 კურსების მიზანია – სწავლას ჩამორჩენილი ახალგაზრდებისათვის მეცადინეობით მაქსიმალურად დატვირთვის პირობებში გაცდენილი წლების ნაწილობრივი ანაზღაურება.

– ახალი იანეთის (კოპიტნარის) დასახლებაში მცხოვრები რეპატრიანტი მესხების ინტეგრირება ქართულ კულტურულ გარემოში.

2.2 კურსების ამოცანა – შექმნას ხელსაყრელი პირობები ახალგაზრდა მესხების სწავლის მაქსიმალურად ჩართვისთვის.

– გარდა უშუალოდ სწავლების პროცესისა მისცეს კურსებს რეპატრიანტი მესხებისათვის საგანმანათლებლო -საადაპტაციო ფუნქციური დატვირთვა, რისთვისაც უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებებისა, როგორც ადგილობრივი, ისე რაიონული და ქვეყნის მასშტაბით.

2.3 კურსების დატვირთვის შემდეგ კურსდამთავრებულები ჩააბარებენ რაიონის სკოლებში ექსტერნის წესით გამოცდებს შესაბამის კლასებში დასაჯდომად.

3. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაცია

3.1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი აიგება კურსების ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილი და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმისა და პროგრამების საფუძველზე.

3.2. კურსები გათვალისწინებულია 30 ახალგაზრდაზე, რომელთა ასაკი 13-დან 17 წლამდეა.

3.3. კურსების კონტიგენტი ორ ჯგუფად გაიყოფა, მათი მომზადების დონისა და უნარის მიხედვით: სუსტებისა და ძლიერების.

3.4 კურსებზე შეიქმნება კიდევ ერთი ჯგუფი – მე-5 კლასელები, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ ადგილობრივი ოთხწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სამტრედიის სკოლაში. ამ ჯგუფს ყოველდღე ორსაათიანი მეცადინეობა ჩაუტარდება – შემდეგი დღის გაკვეთილების მომზადებაში დასახმარებლად.

3.5 კურსებზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 6 დღეს. თითოეული ჯგუფის დღიური დატვირთვა იქნება 7 აკადემიური საათი.

3.6 კურსებთან იფუნქციონირებს ორი წრე: სპორტული და ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების. ეს წრეები მოემსახურება არა მარტო კურსების კონტიგენტს, არამედ ოთხწლედის მოსწავლეებსაც.

3.7 სწავლა გაგრძელდება 2000 წლის ივლისამდე. არდადეგები წელიწადში ორჯერ იქნება - საშობაო 30 დეკემბრიდან 8 იანვრამდე და საზაფხულო 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე. მეცადინეობა ჩატარდება იანეთის დაწყებითი სკოლის შენობაში.

3.8 სასწავლო პროცესებზე დახმარება და კონტროლი ეკისრება სამტრედიის რაიონის განათლების განყოფილებას.

3.9 გაკვეთილების თანმიმდევრობა განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ცხრილით.

4. მართვა და ხელმძღვანელობა

4.1 კურსებს ჰყავს ხელმძღვანელი და მოადგილე. ისინი, როგორც ყველა დანარჩენი პერსონალი ინიშნებიან სამტრედიის რაიონის განათლების განყოფილების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე.

4.2. კურსების ხელმძღვანელი:

– ანგარიშვალდებულია სამტრედიის რაიონის განათლების განყოფილების წინაშე;

– პასუხისმგებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე კურსებისთვის დასახული მიზნების განხორციელებაზე; გეგმავს და აწესრიგებს სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობას, აკონტროლებს მის განხორციელებასა და შედეგებს, პასუხს აგებს მუშაობის ხარისხსა და ეფექტურობაზე;

– სახელმწიფო-საზოგადოებრივ ორგანოებში იცავს კურსებისა და კურსის პედაგოგთა და მოსწავლეთა ინტერესებს;

– დაგეგმილი წესისამებრ უზრუნველყოფს კურსებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებათა რაციონალურ გამოყენებას;

– უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენურ რეჟიმს, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესების შესრულებას;

– წასახალისებლად და დასაჯილდოებლად წარადგენს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა მუშაკებს განათლების დარგის მართვის ორგანოებში;

– ქმნის კურსებთან მზრუნველთა საბჭოს და არის მისი თავმჯდომარე.

5. მზრუნველთა საბჭო

5.1 მზრუნველთა საბჭო შედგება განათლების სისტემის მოღვაწეებისა, კურსების პედაგოგებისა და ხელმძღვანელი პირებისაგან.

5.2 მზრუნველთა საბჭო:

– სახავს კონკრეტულ ღონისძიებებს ახალგაზრდა მესხების ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციის ხელისშეწყობისათვის;

– ისმენს მასწავლებელთა წლიურ (სემესტრულ) ანგარიშებს სასწავლო პროგრამების შესრულების, სწავლების მეთოდების, ცოდნის ხარისხის, აკადემიური წარმატების, მოსწავლეთა ყოფაქცევის შესახებ და გამოაქვს დადგენილებანი სწავლისა და აღზრდის გასაუმჯობესებლად.

6. კურსების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა

6.1 კურსები წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს ბეჭედი და შტამპი და მისი დაფინანსება ხდება განათლების სამინისტროს სასკოლო რეფორმის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების ხარჯზე.

6.2 კურსების საფინანსო საქმიანობა განათლების სისტემაში მოქმედი სამეურნეო მექანიზმის ძირითადი დებულებით წარიმართება. კურსების ხელმძღვანელი ამტკიცებს საშტატო განრიგსა და არსებული საქმეების საფუძველზე ადგენს თანამდებობრივ ხელფასებს.

6.3 საბუღალტრო აღრიცხვის, სტატისტიკური ანგარიშებისა და დოკუმენტაციის წარმოება წარიმართება დამოუკიდებლად კურსების ბუღალტერის მეშვეობით.

6.4 სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები, კანონმდებლობის შესაბამისად მატერიალური პასუხისმგებლები არიან შენობისა და ინვენტარის დაზიანებისას.

7. დასკვნითი დებულებანი

7.1 კურსების ფუნქციონირება შეწყდება 2000 წლის 1 ივლისს, თუ მანამდე მიღებული არ იქნება რაიმე გადაწყვეტილება კურსების ფუნქციონირების გაგრძელების თაობაზე.

ვამტკიცებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თ. ტატიშვილი

1998 წლის ნოემბერი

 

ს ა ს წ ა ვ ლ ო   გ ე გ მ ა

საგნის დასახელება

პირველი ჯგუფი

მეორე ჯგუფი

სულ

1

ქართული ენა და ლიტერატურა

14

12

26

2

მათემატიკა

12

10

22

3

ისტორია

6

6

12

4

რუსული ენა და ლიტერატურა

3

4

7

5

გეოგრაფია

2

3

5

6

ბიოლოგია

2

3

5

7

ფიზიკა

2

2

4

8

ქიმია

1

2

3

9

დამატებითი მეცადინეობა მე-5 კლასელებთან

 

 

12

 

სულ

42

42

96

 

კურსების ხელმძღვანელი                                                                        ა. თევზაძე