„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№67
სარეგისტრაციო კოდი
010210060.74.086.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №67

2024 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს  №9  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ  (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული; კიბერდანაშაული);  დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი