“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.008.198
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №237
2006 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანებაში (სსმ III, 25.03.05 წ., №34, მუხ.342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) დეპარტამენტის შესაბამისი ორგანოების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინასწარი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველყოფა.“;
ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ორგანოთა სადაზვერვო საქმიანობას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, წინასწარ გამოძიებას და საქართველოს კანო ნ მდებლობის შესაბამისად ახორციელებს მის კონტროლს დეპარტამენტის ორგანოთა მეშვეობით.“;
გ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო.“;
დ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ახორციელებს დეპარტამენტის ერთიან საკადრო პოლიტიკას, საკონტრაქტო სისტემის დანერგვას, სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხვობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისობრივ გაუმჯობესებას, რეზერვთან მუშაობას, პირადი შემადგენლობის პროფესიული სწავლა-გადამზადების კოორდინაციას, ფიზიკურ მომზადებასა და მხედრული სულისკვეთების ამაღლებას, მათი უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.“;
ე) დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო:
ა) თავმჯდომარის ბრძანებით აკონტროლებს დეპარტამენტისა და სასაზღვრო ძალების საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის, დისციპლინური დარღვევების თავიდან აცილებისა და დანაშაულის ხელშემწყობი გარემოებების გამოვლენის ღონისძიებებს, შეიმუშავებს დანაშაულთან ბრძოლის სამოქმედო გეგმებს;
ბ) უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე სამართალდარღვევათა პროფილაქტიკისა და აღკვეთა-გამოვლენის მიზნით; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინასწარ გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას; მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო ზოლსა და ზონაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველ ინფორმაციებს, ახდენს მათ ანალიზსა და ოპერატიული ვითარების პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაციას, სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი