მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 28.01.1998
ძალის დაკარგვა 17.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-54
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 29/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-54
1998 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დებულება და ხარჯთა ნუსხა.
2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ:
(ი. ლომთათიძე) მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს:
ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია;
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. გაუქმდეს „მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 29 დეკემბრის №2-473 ბრძანება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვლადიმერ გვარჯალაძეს.
მინისტრი ბ. გულუა
მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულების შესაბამისად და თავის საქმიანობას ახორციელებს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
დეპარტამენტის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 380077, თამარაშვილის ქ. №15ა.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროსთან არსებულ მართვის სახელმწიფო საქვეუწყებო ორგანოს, რომელიც ახორციელებს მეცხოველეობაში, მეფუტკრეობაში, მეფრინველეობაში, მებოცვრეობასა და მეთევზეობაში სანაშენე საქმის რეგულირებას და ხელს უწყობს მათი პროდუქტიული თვისების გაუმჯობესებას, განსაზღვრული მაღალპროდუქტიული ჯიშების მოშენებას, სანაშენე მიზნებისათვის სასარგებლო მცირერიცხოვანი და გადაშენების პირზე მისული ენდემური ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებას, აღწარმოების პროცესის მეთოდების სრულყოფას.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
5. დეპარტამენტის აპარატი, მისი გამგებლობის სანაშენე ორგანიზაციები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და რაიონული სანაშენე რგოლები ქმნიან სანაშენე საქმის ერთიან სისტემას.
თ) საქართველოში სანაშენე საქმის ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის განხორციელება.
ი) სანაშენე ცხოველთა და სანაშენე პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისათვის ხელის შეწყობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.
კ) სანაშენე პირუტყვისა და სანაშენე პროდუქციის რეგისტრაცია, მისი შეფასება, შესაბამისი ნორმატიული და მეთოდური მასალების მომზადება;
ლ) სააღრიცხვო, საფინანსო, საწარმოო, საინკასაციო, სავაჭრო-კომერციული საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება, არსებული სიმძლავრეების ეფექტურად გამოყენება, წარმოების ეკონომიკური სტაბილიზაცია, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოება;
მ) სანაშენე-სასელექციო სამუშაოების კოორდინირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სანაშენე მეურნეობებისა და ფერმების ქსელის გაფართოება, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზაციაში ხელშეწყობა;
ნ) სახაზინო, კოოპერაციული და კერძო ფერმერულ მეურნეობების სანაშენე და გაუმჯობესებული პირუტყვის რეალიზაციაში შუამავლის ფუნქციის შესრულება;
ო) ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურების ორგანიზება სელექციის, ჯოგის აღწარმოების, ცხოველთა ხელოვნური დათესლვის, სანაშენე მოზარდის გამოზრდისა და სანაშენე საქმესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში;
პ) კონტროლის დაწესება – სანაშენე პირუტყვისა და სანაშენე მასალის მიზნობრივ გამოყენებაზე, სანაშენე პროდუქციის გასხვისებასა ან უფლებათა სხვაგვარ გადაცემაზე.
ჟ) სანაშენე საწარმოებსა და ფერმებში, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა, სრულფასოვანი ზოოტექნიკური აღრიცხვა-ანგარიშგების, ბონიტირების ჩატარების, სახელმწიფო სანაშენე წიგნების, რეესტრების, კატალოგების, მომზადებისა და გამოცემის ხელის შეწყობა;
რ) წინადადებების მომზადება სანაშენე პირუტყვისა და სხვა სანაშენე პროდუქციის რაციონალურად გამოყენების ეკონომიკური სტიმულირების შესახებ.
ს) პირუტყვის რაოდენობის ზრდის, ნახირის სტრუქტურის გაუმჯობესების სარემონტო მოზარდის მიზანდასახული გამოზრდისათვის ხელის შეწყობა;
ტ) მეცნიერების მიღწევების, წარმოების მოწინავეთა გამოცდილებების გაანალიზება და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;
უ) სისტემის სანაშენე მეურნეობებსა და კომპლექსების საპროექტო სიმძლავრეების ათვისება და ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა;
ფ) სანაშენე პროდუქციის საიმედო ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
ქ) წინადადებების დამუშავება საგენოფონდო ენდემური ჯიშების გადასარჩენად და მოსამრავლებლად;
ღ) სანაშენე ცხოველების სტანდარტების, ნორმებისა და სანაშენე მუშაობის წესების დამტკიცება. სანაშენე ცხოველების, სანაშენე ნახირების რეგისტრაცია და სახელმწიფო სანაშენე წიგნსა ან სახელმწიფო სანაშენე რეესტრში მათი შეტანის უზრუნველყოფა;
ყ) სანაშენე ცხოველების შთამომავლობის, პროდუქტიულობისა და სანაშენე პროდუქციის სხვა ხარისხების დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის ორგანიზება;
შ) სასელექციო და ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენების პირობების განსაზღვრა.
ჩ) სანაშენე მეცხოველეობის საწარმოების კატეგორიების განსაზღვრა;
ც) სანაშენე მეცხოველეობის შესახებ კანონის დამრღვევ პირთა მიმართ მასალების გადაცემა სამართალდამცავ ორგანოებში არსებული წესის შესაბამისად;
ძ) სისტემის გამგებლობაში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობაზე, კონტროლის განხორციელება, მათი მუშაობის ეკონომიკური ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი. სახელმწიფო ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, ზომების მიღება;
წ) სანაშენე საქმიანობის კომპლექსური შესწავლა-შემოწმების განხორციელება;
ჭ) სანაშენე საქმიანობაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებულ მეურნეობებში საკუთრების ფორმების მიუხედავად საინსპექციო ზედამხედველობის განხორციელება.
III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
9. დეპარტამენტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს სისტემის განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესრულების კონტროლი;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით, შეიმუშაოს და წარადგინოს დასამტკიცებლად ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები, მეურნე სუბიექტების სტანდარტები და მოითხოვოს მათი შესრულება; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოს არამართლზომიერი ქმედების აღკვეთა, მიაღწიოს ზიანისა და ზარალის ანაზღაურებას;
გ) წარუდგინოს სამინისტროს წინადადებები სისტემაში პოლიტიკის კორექტირების, გადაწყვეტილებებში ცვლილებათა შეტანის და მათი გაუქმების შესახებ;
დ) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები კანონპროექტზე, საქართველოს პრეზიდენტის აქტების პროექტებსა და სხვა დოკუმენტებზე;
ე) სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დეპარტამენტის საკითხებში ჩარევის შემთხვევაში მოითხოვოს მისი შეწყვეტა; შევიდეს შესაბამისი წინადადებებით მინისტრთან;
ვ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ან ასეთი უფლებამოსილების არსებული წესით მიღების შემთხვევაში დადოს მათთან ხელშეკრულებები სახელმწიფოს სახელით;
ზ) არსებული კანონმდებლობის დაცვით მოაწყოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები სექტორში სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეთა და სახელმწიფო შეკვეთების (საჭიროების შემთხვევაში) შემსრულებელთა გამოსავლენად, დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები;
თ) განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების, და იმ სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დელეგირებულია დეპარტამენტისათვის;
ი) უშუალოდ წარმართოს დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობა, დააყენოს საკითხი სამინისტროს წინაშე არსებული წესით მათი რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
კ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა, სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა;
ლ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის, სამინისტროს აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
10. დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს დეპარტამენტისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა გამოყენებისა და განხორციელების შესახებ;
ბ) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
გ) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის, სამინისტროს დავალებები და მითითებები;
დ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნების შესაბამისად წარადგინოს პროექტები და წინადადებები კანონპროექტების, ინდიკატური გეგმის, სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო პროგრამების და სხვათა შესამუშავებლად;
ე) პასუხი აგოს „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვაზე.
ვ) არ დაუშვას სხვა ორგანოების კომპეტენციაში ჩარევა;
ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანოებთან, უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს სისტემატიური ურთიერთობა საზოგადოებრიობასთან;
თ) კომპეტენტური ორგანოების გაფრთხილებისთანავე შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილებების მოქმედება, ხოლო მათი არამართლზომიერების დადგენის შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს ისინი;
ი) დადგენილ ვადებში და ფორმით წარუდგინოს ანგარიშები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;
კ) პასუხი აგოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ამ გადაწყვეტილებებით მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) გამოვიდეს სასამართლოში მხარედ და სარჩელის აღძვრისას განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან;
მ) შეასრულოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.
IV. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
11. დეპარტამენტი შედგება თანამდებობის პირების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის გამგებლობაში მყოფი სამსახურებისაგან. მათი საქმიანობის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტი.
12. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის სანაშენე მეცხოველეობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავმჯდომარე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და განკარგულებების, პარლამენტის დადგენილების სამინისტროს აქტების შესრულებაზე სისტემაში;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მომსახურების გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე კანონით დადგენილი წესით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის მრჩევლებს, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაქვემდებარებული სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს;
ზ) მინისტრთან შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის, შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; პასუხს აგებს ბიუჯეტის თანხების მიზნობრივად გამოყენებაზე;
თ) გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფას, მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები ზემდგომ ორგანოებში გადაწყვეტილების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
კ) ანგარიშს აბარებს სამინისტროს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით სამინისტროს აქტებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;
მ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ო) წარმართავს დეპარტამენტისა და მის გამგებლობაში მყოფი სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;
პ) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს;
ჟ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობების პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას;
რ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ორგანიზაციების წესდებებს;
ს) მმართველობის სამხარეო, რაიონული (საქალაქო) ორგანოების წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს; ახორციელებს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის სამინისტროს აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით;
ბ) თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით;
გ) თავმჯდომარის მოადგილეებს და დეპარტამენტის საჯარო სამსახურების მუშაკებს უფლება არ აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
V. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
13. ცენტრალური აპარატი შეიცავს შემდეგ ქვედანაყოფებს:
- ხელმძღვანელობა;
- სანაშენე საქმის სამმართველო;
- საწარმოო სამმართველო;
- საბუღალტრო ეკონომიკური, კონტროლისა და ბიზნესის სამმართველო;
- საინჟინრო, აგრონომიული მომსახურების, უცხოეთთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველო.
- კადრებისა და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო.
VI. დასკვნითი დებულებანი
14. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
15. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის 1998 წლის
ხ ა რ ჯ თ ა ნ უ ს ხ ა
/ლარებში/
ხარჯების დასახელება
ხარჯები
1
მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება სულ
მათ შორის:
- ხელფასი
- პრემია
- დახმარება
43586
30766
10256
2564
2.
დამქირავებლიდან ანარიცხები
მათ შორის:
- სოცუზრუნ. და სამედიც. დაზღ. ერთიან სახ. ფონდში
- ჯანმრთელობის დაცვის სახ. ფონდ.
13076
11 769
1307
3.
მივლინებები
მათ შორის:
- ქვეყნის შიგნით
- ქვეყნის გარეთ
1200
700
500
4.
სხვა საქონელი და მომსახურება
მათ შორის:
- ოფისის ხარჯები
- კომუნალური ხარჯები
11150
8450
2700
69012
საფინანსო სამმართველოს უფროსი ა. დანდურიძე