⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2005)
გაუქმებულია:

განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.03.1998
ძალის დაკარგვა 08.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000205 108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
2,466 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.1998 მიღება
08.09.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №61      1998 წლის 10 მარტი ქ. თბილისი „განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 488 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ ინსტრუქცია“. 2. დაევალოს ლატარიების, აზარტული თამაშობების ლიცენზირება-ორგანიზებისა და ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურს (გ. ფრუიძე) უზრუნველყოფს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად და რეგისტრაციის შემდეგ მისი გაზეთ „ფინანსებში“ გამოქვეყნება. 3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. კვერნაძეს. მინისტრი                                                                                           მ. ჭკუასელი ინსტრუქცია განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ მუხლი 1🔗. ტომრების (ამანათების) მიღება 1. ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახური და დაინტერესებული  იურიდიული (ფიზიკური) პირი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 აგვისტოს №950 დადგენილებიდან და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 აგვისტოს №635 ბრძანებულებიდან გამომდინარე დებენ ხეკშეკრულებას განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ვაუჩერების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (შემდგომში- „სალიკვიდაციო დოკუმენტების“) მიღება-ჩაბარების შესახებ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 24 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებული ერთი ცალი ღირებულების მქონე პირობითი დოკუმენტების დამუშავების თვითღირებულებისა და შრომატევადობის კოეფიციენტების საფუძველზე განსაზღვრავენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობას. 2. სალიკვიდაციო დოკუმენტები მიიღება ტომრებით ან ამანათებით (შემდგომში - „ამანათებით“). ისინი დალუქულია გამომგზავნის ლუქის ბეჭდით და თითოეული ამანათის იარლიყზე ნაჩვენებია მასში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების რაოდენობა და დაზღვევის თანხა. - ამანათებს, თითოეულს ცალ-ცალკე, თან უნდა ახლდეს ორ ცალად შევსებული უწყისი ფ. №95. - ამანათებში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები დალაგებული უნდა იყოს ტირაჟების მიხედვით, ნეკნებად (ასი ცალი) და კონებად (ათასი ცალი), რომელთა ბანდეროლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ დამთვლელთა ხელის მოწერა. - ამანათებში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები უნდა იყოს გაუქმებული, ე. ი. დაზიანებული, (გახვრეტილი) უნდა ჰქონდეთ ნომრის ბოლო ორი ციფრი. - მოგებახვედრილ ან განაღდებულ სალიკვიდაციო დოკუმენტს ამოჭრილი უნდა ჰქონდეს დასახელების (დოკუმენტის სახეობა) პირველი ორი ასო. - ლატარიის გამომშვებმა (ფიზიკურმა) იურიდიულმა პირმა სამსახურში უნდა წარმოადგინოს გათამაშების ცხრილები, ოფიციალური ცნობა სტამბიდან თითოეული ტირაჟის მიხედვით დაბეჭდილი ბილეთების რაოდენობის შესახებ (ნუმერაციის ჩვენებით) და იურიდიული (ფიზიკური) პირის ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერილი, ბეჭედდასმული ცნობა იმის შესახებ, თუ რამდენი ბილეთია რეალიზებული. 3. კავშირგაბმულობის ან სხვა სახის ორგანიზაციის (შემდგომში - ორგანიზაციის) მეშვეობით გამოგზავნილი ამანათების მისაღებად ამ ორგანიზაციაში მიდიან საცავის უფროსი და მთავარი ბუღალტერი. ამანათების მიღებისას ისინი ვალდებულნი არიან შეამოწმონ თითოეული მათგანის შეფუთვის, ლუქის, შემოსაკრავის მთლიანობა და სადაზღვევო შეფასება. - თუ ამანათების შეფუთვა, ლუქის ბეჭედი და შემოსაკრავი დაზიანებულია, იგი იხსნება და ფურცლობრივი გადათვლით მოწმდება საცავის უფროსის, მთავარი ბუღალტრისა და ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ. ფურცლობრივი გადათვლის შედეგები უნდა შეედაროს თანდართულ აქტს ფ.№95. შეფუთვადაზიანებული ამანათების გახსნასა და მასში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგებზე დგება აქტი ორ პირად, მთავარი ბუღალტერის, საცავის უფროსისა და ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელის მოწერით, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზაციისა და სამსახურის ბეჭდებით, აქტის ერთი პირი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსული საბუთებს, ხოლო მეორე რჩება ორგანიზაციაში. - თუ შეფუთვადაზიანებულ ამანათებში აღმოჩნდა სალიკვიდაციო დოკუმენტების დანაკლისი, მაშინ ამანათების გახსნაზე დგება აქტი სამ ცალად. მესამე პირი ეგზავნება გამომგზავნ დაწესებულებას ორგანიზაციისადმი პრეტენზიის წარსადგენად. ამ შემთხვევაში საცავის უფროსი ამანათების მიღებაზე ხელის მოწერისას აკეთებს აღნიშვნას „მიღებულია აქტით“, ხოლო ამანათი, რომელშიც აღმოჩნდა დანაკლისი, მიიღება მასში ფაქტიურად არსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების ოდენობით. 4. სამსახურში მოტანილ სალიკვიდაციო დოკუმენტებიან ამანათებს იღებს საცავის უფროსი - მთავარი ბუღალტრის თანდასწრებით. მიღებულ ამანათებზე გაიცემა ქვითარი ფ.№31, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ამანათში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები მიღებულია გადაუთვლელად ფ. №31-ს დასმული უნდა ჰქონდეს სამსახურის ბეჭედი. - ამანათები დაზიანებული ლუქის ბეჭდით არ მიიღება. 5. სამსახურის მიერ მიღებულ ამანათებს საცავის უფროსი რიგითობის დაცვით ატარებს ფ. №152 წიგნში. 6. გაცემულ ფ. №31 ქვითრის ყუაზე დაისმება რიგითი ნომერი, რომლითაც ის ჩაწერილია ფ.№152 წიგნში. ეს საბუთები საცავის უფროსის ხელმოწერით გადაეცემა მთავარ ბუღალტერს ამანათების შემოსავალში ასაყვანად. 7. ყოველ ამანათზე მიეკვრება იარლიყი ან გაკეთდება წარწერა იმ რიგითი ნომრების მიხედვით, რომლითაც გატარებულია ფ. №152 წიგნში, რის შემდეგ ამანათი მოთავსდება საცავში. 8. შემოსული სალიკვიდაციო დოკუმენტები ირიცხება სამსახურის ბალანსზე. 9. სამუშაოს მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, სამსახურის ხელმძღვანელობას, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შეუძლია ხელშეკრულებით მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტები. 10. სამსახურის თითოეული მუშაკი ვალდებულია სამსახურის დირექტორს მოახსენოს დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევის შესახებ. ისინი ინსტრუქციის მოთხოვნათა შესრულებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის ადმინისტრაციის წინაშე, ხოლო ადმინისტრაცია სამინისტროს სათათბირო საბჭოს წინაშე. მუხლი 2🔗. ამანათების შენახვა 1. მიღებული ამანათები ინახება საცავში, რომლის მოწყობილობა და აღჭურვილობა პასუხობს დადგენილ ნორმებს. 2. ამანათები შესამოწმებლად გადაცემამდე არ იხსნება და ინახება პირვანდელი შეფუთვით. 3. საცავში ამანათების შეტანა-გამოტანა ხორციელდება საცავის უფროსის მიერ სამსახურის სტრუქტურაში შექმნილი ქვედანაყოფის უფროსის (შემდგომში - უფროსი) და მთავარი ბუღალტრის თანდასწრებით. 4. არასამუშაო დღეებში საცავის კარები იკეტება სხვადასხვა კონსტრუქციის სამი საკეტით, რომლის გასაღებები ინახება უფროსთან, საცავის უფროსთან, მთავარ ბუღალტერთან და ილუქება მათივე ლუქის ბეჭდით. სამუშაო დროს საცავის კარები არ ილუქება და იკეტება სამივე საკეტით. ამავე მეთოდით ილუქება და იკეტება ცეცხლგამძლე სეიფები. 5. საცავის კარებსა და ცეცხლგამძლე სეიფებს უნდა ჰქონდეს სათადარიგო გასაღებები, რომლებიც ინახება ახლომდებარე საფინანსო განყოფილებაში პაკეტით, რომლებიც დალუქულია უფროსის, საცავის უფროსისა და მთავარი ბუღალტრის ბეჭდებით. პაკეტში გასაღებებთან ერთად ჩადებულია წერილი, რომელშიც მოცემულია გასაღებების აღწერილობა. სათადარიგო გასაღებიანი პაკეტი შეიძლება გაიცეს მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წერილს ხელს აწერენ ზემოთ აღნიშნული პირები. მუხლი 3🔗. ამანათების შემოწმება 1. ამანათები შესამოწმებლად გაიცემა საცავიდან და აღირიცხება ფ.№152 წიგნში. 2. ამანათებს საცავის უფროსისაგან მთავარი ბუღალტრის თანდასწრებით იღებს ექსპერტი, რასაც ადასტურებს ფ. №152 წიგნში ხელმოწერით. დიდი მოცულობის ამანათის შემოწმება შეიძლება დაევალოს ორ ან რამოდენიმე თანამშრომლისაგან შემდგარ ჯგუფს იმ ვარაურით, რომ შემოწმება დამთავრდეს ერთ სამუშო დღეში. თუ ამანათები მცირე მოცულობისაა, დასაშვებია ერთ ექსპერტზე რამოდენიმე ცალის გაცემა, მარგამ არ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტის გახსნა და გასინჯვა, ყველა დანარჩენი ამანათი უნდა ინახებოდეს ექსპერტის პირად რკინის კარადაში. - იურიდიული (ფიზიკური) პირის ოფიციალურ წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს მის მიერ მოტანილი ამანათის გახსნასა და შემოწმებას. იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული (ფიზიკური) პირი გამოთქვამს სურვილს მის მიერ მოტანილი ამანათების შემოწმების დასწრებაზე და სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება, სამსახური უფლებამოსილია წარმომადგენლის გარეშე შეასრულოს თავისი მოვალეობა. 3. საცავიდან ამანათების მიღებისას ექსპერტი ვალდებულია მთავარ ბუღალტერთან ერთად ყურადღებით გასინჯვის ამანათის შეფუთვა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა. თუ ისინი დაზიანებულია, მაშინ ამანათის გახსნა და შემოწმება ხდება უფროსის, მთავარი ბუღალტრისა და საცავის უფროსის თანდასწრებით. ასეთი ამანათების გახსნაზე დგება აქტი, სადაც დაწვრილებითაა ნაჩვენები შეფუთვის დაზიანების მიზეზები და შემოწმების შედეგები. აქტზე ხელს აწერენ უფროსი, ექსპერტები, მთავარი ბუღალტერი და საცავის უფროსი. თუ შემოწმებით აღმოჩნდა დანაკლისი და გამომგზავნი არ დაადასტურებს ამანათებში სალიკვიდაციო დოკუმენტების ნაკლებობას, მაშინ მატერიალური პასუხისმგებლობა დანაკლისზე დაეკისრება საცავის უფროსს. - ყოველ ასეთ შემთხვევაში დირექტორი იღებს გადაწვეტილებას. აუცილებელ შემთხვევაში მასალებს გადასცემს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის. 4. ექსპერტებმა მიღებული ამანათები შესამოწმებლად უნდა გახსნან უფროსი ექსპერტის მეთვალყურეობის ქვეშ. - ამანათში არსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები დაითვლება შეკრების ზედნადებებზე არსებული წარწერის მიხედვით. მათი მთლიანი ჯამი შემოწმდება თანდართული ფ.№95 უწყისის მიხედვით. ამის შემდეგ, ექსპერტი უფროსი ექსპერტის მეთვალყურეობით შეუდგება შემოწმებას. 5. მოგებახვედრილი ან გასანაღდებელი სალიკვიდაციო დოკუმენტის შემოწმება უნდა მოხდეს ფურცლობრივად და გაცემული თანხის სისწორის დასადგენად უნდა შეუდარდეს ოფიციალურ ცხრილს. 6. ფურცლობრივი გადათვლის შედეგები, როგორც რაოდენობრივად, ასევე მათზე გაცემული თანხის სისწორეზე ყველა თითოეულ შეკვრაზე უნდა შეედაროს ცალკეული შეკვრის ზედნადებზე არსებულ წარწერებს, ხოლო მთლიანად ამანათში არსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების ჯამი ამანათებზე თანდართული ფ.№95 -ის მონაცემებს. - დანაკლისის ან მეტობის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა გადაითვალოს ხელმეორედ. 7. ფურცლობრივი გადათვლის დროს ექსპერტი ვალდებულია გასინჯოს: - მათი უტყუარობა (ნამდვილობა) და გადახდის სისწორე; - გაუქმების სისწორე; - სალიკვიდაციო დოკუმენტებზე რამდენჯერ არის დასმული შტამპი; - უნდა გაისინჯოს სწორად არის თუ არა შესწორება გაფორმებული. 8. სალიკვიდაციო დოკუმენტები, მათი უტყუარობის (ნამდვილობის) და გადახდის უნარიანობის დადგენის მიზნით, უნდა დათვალიერდეს ორივე მხრიდან, გამავალ შუქზე გაისინჯოს გამადიდებელი შუშით, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს: - ისინი დაბეჭდილია თუ არა იმ ქაღალდზე, რომელსაც აქვს დადგენილი დამცავი ნიშნები და გარეგანი სახით არ განსხვავდება ამავე სახის სხვა სალიკვიდაციო დოკუმენტებისაგან; - სერიები და ნომრები, აგრეთვე დამცველი ბადე, რომლებზედაც ისინია დაბეჭდილი არ უნდა იყოს დაზიანებული, მისი ყველა ხაზი სისქითა და შეღებვის ფერით უნდა იყოს ერთიანი; - სერიებისა და ნომრების აღმნიშვნელ ციფრებს უნდა ჰქონდეს ერთნაირი ფერი, სწორი და მკაფიო შემოხაზულობა, დაბეჭდილი ჰორიზონტალურ ხაზზე და დაშორებული ერთიმეორისაგან ერთნაირი მანძილით, ხოლო ციფრების რაოდენობა ნუმერაციულ გამოსახულებაში ეთანხმებოდეს მოცემული სალიკვიდაციო დოკუმენტების მიღებულ ნუმერაციას; - სალიკვიდაციო დოკუმენტების ზედაპირები, მცურავ და გამავალ შუქზე დათვალიერების დროს, სწორად უნდა ირეკლავდნენ მათზე დაცემულ სხივს, თავისუფლად უნდა ისინჯებოდეს დადგენილი დამცავი ნიშნები, ციფრების განლაგების ადგილზე არ უნდა იყოს ლაქები, ამობურცულობა, ხოლო ნუმერაციული აღნიშვნის ქვეშ სხვა ციფრების მოხაზულობები და სხვა. თუ აქ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა დარღვეულია, მაშინ ასეთი სალიკვიდაციო დოკუმენტები არაგადახდისუნარიანია. 9. თუ დაზიანებული სალიკვიდაციო დოკუმენტი გაყოფილია რამდენიმე ნაწილად და შემოწმებულია, მაშინ უნდა დადგინდეს, რომ შემოწმებული დოკუმენტის ერთი ნაწილი შეადგენს ნახევარზე მეტს, ხოლო დანარჩენი ნაწილები ეკუთვნის ამავე სალიკვიდაციო დოკუმენტს. 10. დაზიანებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმებისას სამსახური ხელმძღვანელობს ამ დოკუმენტებთან ერთად მიღებული ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მათი ანაზღაურების თაობაზე. 11. შემოწმების დროს გამოვლენილი ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული სალიკვიდაციოდ, ამოიღება შეკვრიდან, თავსდება პაკეტში და რეგისტრირდება ფ. №95-ა აქტის დანართში, რომელიც შედგენილია ორ პირად. 12. სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებზედაც გადახდილია ნაკლები ან ზედმეტი თანხა, უბრუნდება გამომგზავნს, იმ პირების დასადგენად, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა. - დიდი თანხით გასანაღდებელი (ათასი ლარი და მეტი) სახელწმიფოს მიერ გამოშვებული სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ექვემდებარება უტილიზაციას, გამნაღდებელი დაწესებულების მიერ იგზავნება სამსახურში ექსპერტიზისათვის, რის შემდეგაც უბრუნდება გამომგზავნს განაღდებისათვის, შემდეგ კი სამსახურს უტილიზაციისათვის. 13. შემოწმებული სალიკვიდაციო დოკუმენტები, განსაკუთრებულ პაკეტებში მოთავსების გარდა, ახლიდან იფუთება შეკვრებად, რომლებზედაც დაეკვრება ზედნადები. ყოველი შეკვრის ზედნადებზე კეთდება წარწერა „შემოწმებულია“ და აღირიცხება შემოწმების თარიღი, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ ექსპერტები. - თუ შეკვრიდან ამოღებულია გადახდისუუნარო, არამოგებახვედრილი სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული უტილიზაციისათვის და მოთავსდება განსაკუთრებულ პაკეტებში, მაშინ შეკვრების ზედნადებზე კეთდება აღნიშვნა და ფიქსირდება იმ სალიკვიდაციო დოკუმენტების თანხა, რომლებიც ექვემდებარებიან უტილიზაციას. წარწერები ზედნადებზე დასტურდება ექსპერტებისა და უფროსი ექსპერტის ხელმოწერით. - თუ შემოწმების დროს გამოვლენილ იქნა სალიკვიდაციო დოკუმენტების მეტობა ან ნაკლებობა, მაშინ შეკვრების ზედნადებზე ექსპერტების ხელის მოწერით კეთდება სათანადო წარწერა. ზედნადები უბრუნდება გამომგზავნს აქტებთან ერთად, ხოლო შემოწმებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შეკვრაზე კეთდება ახალი ზედნადები, რაც დასტურდება ექსპერტებისა და უფროსი ექსპერტის ხელმოწერებით. 14. ამანათის შემოწმების პროცესში ექსპერტები აკეთებენ ყველა გამოვლენილი დარღვევის რეგისტრაციას შემდგომში აქტის პუნქტში „განსაკუთრებული შენიშვნები“, შესატანად. 15. ამანათების შემოწმების დამთავრების შემდეგ ექპერტები ადარებენ მათ რაოდენობას, ნომინალურ ღირებულებასა და მათზე გადახდილი თანხის რაოდენობას თანდართულ უწყისს ფ. №95-ის ჩანაწერების. უწყისში გამომგზავნის გადასწორებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცდომით ნაჩვენები თანხები ცალკეული სალიკვიდაციო დოკუმენტების მიხედვით არ ცვლიან საერთო ჯამს. 16. შემოწმების დამთავრების შემდეგ დგება აქტი ფ. №95 უწყისის ორივე ეგზემპლარის უკანა მხარეზე. აქტს მიეცემა ის ნომერი, რომლითაც შემოწმწებული ამანათი რეგისტრირებულია ფ.№152 წიგნში. 17. შემოწმებულ ამანათს უფროსი ექსპერტი და მთავარი ბუღალტერი გადასცემს საცავის უფროსს, რომელიც ხელს აწერს ფ.№152 წიგნში ამანათის მიღებაზე. საცავის უფროსი ფ.№152 წიგნში ჩაწერს თანხას, რომელიც აღნიშნულია იარლიყებზე. ეს მონაცემები ედრება ფ.№95 აქტში ჩაწერილ მონაცემებს. ამის შემდეგ აქტის ორივე პირი და შეკვრის ზედნადებები გადაეცემა მთავარ ბუღალტერს. - აქტის ერთი ეგზემპლარი სამსახურის ბეჭდით, შეკვრის ზედნადებებით, რომელშიც აღმოჩენილია მეტობა ან ნაკლებობა, არაუგვიანეს მეხუთე დღისა, მთავარი ბუღალტრის მიერ გადაეგზავნება გამომგზავნს, აქტის მეორე ეგზემპლარზე აღინიშნება გაგზავნის თარიღი და ინახება საცავში, სალიკვიდაციო დოკუმენტებს, რომლებიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას, საცავის უფროსი, მთავარი ბუღალტრისა და შემმოწმებელი ექსპერტის თანდასწრებით იღებს თანდართულ ფ.№95-ა აქტთან ერთად. - საცავის უფროსი სალიკვიდაციო დოკუმენტებს ამოწმებს ფურცლებრივი გადათვლის გზით და ხელს აწერს მიღებაზე აქტის დანართის ფ.№95-ა-ს მეორე ეგზემპლარზე. დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული სალიკვიდაციოდ, მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნამდე ინახება საცავში ფ.№95 აქტთან და აქტის დანართი ფ.№95-ა-ს პირველ ეგზემპლართან ერთად. 18. სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც სამსახურმა არ მიიღო და ექვემდებარება უკან დაბრუნებას, აქტ ფ.№95 და აქტის დანართი ფ.№95-ა-სთან ერთად მთავარი ბუღალტერის მიერ იგზავნება შემოწმების დამთავრებიდან არაუგვიანეს მეხუთე დღისა. - თუ უკან დასაბრუნებელი სალიკვიდაციო დოკუმენტები სამსახურის მიერ უკან უნდა გადაიგზავნოს ამანათით, იგი უნდა იყოს დაზღვეული და გამომგზავნი სალიკვიდაციო დოკუმენტის უკან დაბრუნების და სადაზღვევო თანხის ოდენობის (ამ თანხას იხდის გამომგზავნი) შესახებ წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული. უკან დასაბრუნებელ სალიკვიდაციო დოკუმენტებზე მთავარი ბუღალტერი ადგენს ნუმერაციულ აღწერილობას ფ.№133 ორ ეგზემპლარად. ნუმერაციულ აღწერილობას ხელს აწერს უფროსი, მთავარი ბუღალტერი და საცავის უფროსი. აღწერილობის ერთი ეგზემპლარი იგზავნება სალიკვიდაციო დოკუმენტებთან ერთად, ხოლო მეორე რჩება საქმეში. - უკან დასაბრუნებელ სალიკვიდაციო დოკუმენტებს ამანათებში ათავსებს და ლუქავს საცავის უფროსი მთავარი ბუღალტრის თანდასწრებით. 19. ლატარიის განაღდებული ბილეთების შემოწმების დროს სამსახურის მუშაკები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ ლატარიის მოგებების გაცემის დადგენილი წესებით. 20. უკან დაბრუნებას ექვემდებარება ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებზედაც გაცემულია ზედმეტი ან ნალები თანხა, გადასწორებულია საანგარიშსწორებო შტამპი ან მათზე გადახდილი თანხა, რაც გაფორმებული არ არის წესების შესაბამისად და სხვა. 21. იმ შემთხვევაში, როცა გამომგზავნი იურიდიული პირის მიერ უგულებელყოფილია ინსტრუქციის მოთხოვნები, გამოვლინდება ყალბი დოკუმენტები, მეტობა ან ნაკლებობა და სხვა, სამსახური უფლებამოსილია საკითხი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამის ორგანოებს. მუხლი 4🔗. განაღდებული გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი დოკუმენტების უტილიზაცია 1. უტილიზაციას აწარმოებს უფროსი, უფროსი ექსპერტი, მთავარი ბუღალტერი, საცავის უფროსი. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია აგრეთვე დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენელს. უტილიზაციაზე დგება აქტი ფ.№163 სამ ეგზემპლარად, რომელშიც მთავარ ბუღალტერს წინასწარ შეაქვს ამანათების ნომრები იმ ვარაუდით, რომ მათი უტილიზაცია მოხდეს ერთ დღეში. 2. უტილიზაციისათვის გამზადებულ ამანათებს საცავის უფროსისაგან წიგნ ფ.№152-ში ხელის მოწერით იღებს უფროსი იმ პირების თანდასწრებით, რომლებიც უნდა დაესწრონ უტილიზაციას. - ყველა ზემოთ აღნიშნული პირი ვალდებულია გასინჯოს ამანათებისა და ლუქის ბეჭდების მთლიანობა. 3. თუ მიღების დროს აღმოჩნდა შეფუთვის ან ლუქის ბეჭდების დაზიანება, ტომრები უნდა გაიხსნას და გაისინჯოს მასში მოთავსებული ამანათების რაოდენობა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, ამასთან ერთად ამანათების რაოდენობა და თანხა უნდა შეედაროს ფ.№95 აქტის მონაცემებს. - თუ ამანათების შეფუთვა და ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, მაშინ ამანათებში მოთავსებული დოკუმენტები უნდა შემოწმდეს ფურცლებრივად და გაისინჯოს მათი ანაზღაურების სისწორე. 4. ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უტილიზაციაში, ადგილზე მისვლისას ამოწმებენ ამანათების შეფუთვისა და ლუქის ბეჭდების სიმთელეს იმ შემთხვევაში, თუ ამანათის შეფუთვა ან ლუქის ბეჭედი დაზიანებულია, ასეთი ამანათები უბრუნდება სამსახურს და მოწმდება ხელმეორედ. 5. აღნიშნული შემოწმების შემდეგ, უფროსის მიერ შერჩეული ორი მუშაკი დანარჩენ დამსწრეთა მეთვალყურეობის ქვეშ ხსნიან დალუქულ ტომრებს ცალ-ცალკე ნომრების მიხედვით და ამოაქვთ ყველა ამანათი. ტომრებიდან ამანათების ამოღების შემდეგ ექსპერტები ასახელებენ ამანათის ნომერსა და თანხას, ხოლო ის პირები, რომლებთანაც არის ფ. №163 აქტის ეგზემპლარი, ამოწმებენ ამ აქტის ჩანაწერების სისწორეს, რომელსაც ადასტურებენ ხელმოწერით და აძლევენ ნებართვას ექსპერტებს გაანადგურონ ამანათში მოთავსებული დოკუმენტები. 6. უფროსი მთავარი ბუღალტერი და უფროსი ექსპერტი ადარებენ ამანათების ნომრებს და თანხას, ფ.№163 აქტის სამივე ეგზემპლარს. იმ შემთხვევაში, თუ სამივე ეგზემპლარი ედრება ერთმანეთს, მაშინ აქტს ხელს აწერს ყველა ის პირი, რომლებიც ესწრებიან უტილიზაციას. 7. ჟურნალების ფ.№12, №112, №152, ფორმების №24, №31, №54, №78, №95, №95ა, №130, №131, №163, გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვროს ორი წლით, რის შემდეგ მათი დანადგურება მოხდეს არსებული წესის მიხედვით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განიხილა თქვენი 2002 წლის 2 დეკემბრის №37/6/7- 1630 წერილი, რომელთაც დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ნორმატიული აქტებს სახელწმიფო რეესტრში 2002 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ტოტალიზატორების მუშაობისა და საქმიანობის კონტროლის მარეგულირებელი ფინანსთა მინისტრის შემდეგ ნორმატიული აქტები: ა) „განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 1998 წლის 10 მარტის №61 ბრძანება. ბ) „ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წესების შესახებ“ 1998 წლის 10 მარტის №62 ბრძანება. გ) „ლატარიების, აზარტული თამაშობების ლიცენზირება-ორგანიზების და ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის დებულების შესახებ“ 1998 წლის 10 მარტის №95 ბრძანება. დ) „ლატარიის და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 1998 წლის 16 ივნისის №157 ბრძანება. ე) „ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 1999 წლის 11 ნოემბრის №240 ბრძანება (გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, №62(69) 1999 წლის 26 ნოემბერი). ვ) „ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ 2000 წლის 18 მაისის №58 ბრძანება (გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონდმებლო მაცნეში, №47 2000 წლის 26 მაისი). რაც შეეხება, მითითებული ნორმატიული აქტების ტექსტების თქვენთვის მოწოდებას, გაცნობებთ, რომ ნორმატიული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს სამწუხაროდ მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ მათი ასლები. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ მათ დედანში ან გადაიღოთ სათანადო ასლები. ვალერი ცერცვაძე ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი