„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
140120000.22.034.017511
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №86

2024 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის მე-9 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი, 2023 წლის 1 აგვისტომდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით სააგენტოსათვის წარდგენის ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 თებერვალი.

6. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი, შესაბამისი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 თებერვალი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური