ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების კორექტირების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №633
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016929
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისის ველის დასახლებაში მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის მსახიობების თამარ ჭავჭავაძის და ცეცილია წუწუნავას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოჩა მაჩაიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მამუკა ბეინაშვილის ქუჩის გაგრძლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების კორექტირების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №633
2024 წლის
22
ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების კორექტირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს იოსებ იმედაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. გაუქმდეს იოსებ იმედაშვილის ქუჩის სახელწოდება №01.10.12.020.001 საკადასტრო ერთეულის რეგისტრირებულ საზღვრების არეალში გამავალ ტერიტორიაზე.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე