ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ნეგოს ტყის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ნეგოს ტყის I და II შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №634
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016930
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამარ მამულაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული გია ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის იუნკერ ლევან კანდელაკის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის დავით აღმაშენებლის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ნეგოს ტყის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ნეგოს ტყის I და II შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №634
2024 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ნეგოს ტყის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ნეგოს ტყის I და II შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, წავკისში, გაგრძელდეს ნეგოს ტყის ქუჩა და მასთან არსებულ ორ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ნეგოს ტყის I და II შესახვევების სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე