ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ბარალეთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №635
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016931
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ლიბანის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთისთვის მომღერლის ლევან კბილაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბარბარე ყიფიანის ქუჩის გაგრძელების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შულავერის ივერიონის უბანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ბარალეთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №635
2024 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ბარალეთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ბარალეთის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე