ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენასთვის ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №626
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016934
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოჩა მაჩაიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისის ველის დასახლებაში მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის მსახიობების თამარ ჭავჭავაძის და ცეცილია წუწუნავას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენასთვის ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №626
2024 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენასთვის ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენას მიენიჭოს ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელი.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე