საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციიის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.02.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.008.204
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 27/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციიის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:1.15pt; text-align:center; text-indent:25.85pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.55pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 19.35pt 9.0pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.22.033.008.204
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №145
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და 1101მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ინსტრუქცია საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №1046 ბრძანება „საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2005 წ., №1446, მუხ. 125).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ინსტრუქცია
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 1101 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს.
2. საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
3. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების დროს, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.
მუხლი 2🔗. საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფების განსახორციელებელი ღონისძიებები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად უზრუნველყოფისათვის
1. საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფები, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად ჩატარებისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციაში გატარებას, ფისკალური მეხსიერების ჩართვას (საგადასახადო ინსპექტორის პაროლის შეტანას), სარეგისტრაციო ბარათების და საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს 10 რიცხვისა, ადმინისტრირების სამმართველოს გადასცემს წინა საანგარიშო თვეში ახლად დარეგისტრირებული და მოქმედი იმ გადასახადის გადამხდელების ნუსხას, რომლებსაც არა აქვთ დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ადგილი არ ექცევა მოცემული ინსპექ-ციის სამოქმედო ტერიტორიის შიგნით, ასეთი გადამხდელების სია გადაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში;
გ) ინსპექციაში პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს აცნობს მას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს და გადასცემს წერილობით ინფორმაციას საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მოდელების შესახებ;
დ) საკონტროლო-სალარო აპარატის წესების დარღვევაზე გამოტანილი გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე ახდენს შესაბამისი სანქციის დარიცხვას გადამხდელის პირად ბარათზე და ამზადებს შესაბამის „საგადასახადო მოთხოვნას“.
ე) დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით უგზავნის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს.
3. საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო:
ა) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში სისტემატურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს. უზრუნველყოფს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოდან გადმოგზავნილი ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი პირების მიმართ ახორციელებს კონტროლის პროცედურებს;
ბ) ამზადებს ინსპექციის უფროსის ბრძანების პროექტს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმისა და გამოყენების წესების დარღვევის, აგრეთვე მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობასა (აპარატის გამოუყენლობაზე) ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტების გამოვლენის მიზნით;
დ) ახორციელებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს;
ვ) დარიცხული სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში გადამხდელთა მიმართ ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
4. საგადასახადო შემოწმებების (აუდიტის) სამმართველო:
ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში;
ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს ინსპექციის უფროსს/მოადგილეს შემდგომი რეაგირებისათვის.
5. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო:
ა) ადმინისტრირების სამმართველოდან მიღებული ოქმების საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ და წარუდგენს ინსპექციის უფროსს/მოადგილეს;
ბ) საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილ საკონტროლო-სალარო აპარატის წესების დარღვევის ფაქტს ასახავს ინსპექციის გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტში, რომელსაც წარუდგენს ინსპექციის უფროსს/მოადგილეს.
მუხლი 3🔗. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანამდებობას, სახელს და გვარს;
გ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სამოქმედო ტერიტორიას (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით) და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები.
2. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე და მითითებულ გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების წესების დაცვაზე სისტემატური კონტროლი.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის შემდეგ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დაუყოვნებლივ ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის განსახორციელებელი ღონისძიებები და უფლებამოსილებანი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენის მიზნით
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს ახორციელებს ის საგადასახადო ინსპექცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გადასახადის გადამხდელი.
2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები ხორციელდება გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს თანამშრომლები საგადასახადო ინსპექციის უფროსის (მოადგილის) მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში.
4. საგადასახადო ინსპექციის ის თანამშრომელი, რომელიც ინსპექციის უფროსის (მოადგილის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით მიმაგრებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ბრძანებაში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა იმ ობიექტებზე, საიდანაც ხდება საქონლის (მომსახურების) მიწოდება და მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორება, უფლებამოსილია შევიდეს შესაბამის ობიექტზე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების შემოწმების მიზნით.
5. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობის ან მათი გამოუყენლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი ობიექტის ხელმძღვანელისთვის (ხელმძღვანელის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში _ ობიექტის ტერიტორიაზე მომუშავე ნებისმიერ პირებისათვის) სამსახურებრივი მოწმობისა და მისი უფლებამოსილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის შემდეგ, უფლებამოსილია:
ა) ობიექტზე შეამოწმოს:
ა.ა) საკონტროლო-სალარო აპარატის არსებობა;
ა.ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის ტექნიკური გამართულობა;
ა.გ) საკონტროლო-სალარო აპარატზე ინსპექციის მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი;
ა.დ) ემთხვევა თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის საქარხნო ნომერი ინსპექციის მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ბარათში ნაჩვენებ ნომერს;
ა.ე) არის თუ არა აპარატზე საგადასახადო ინსპექციის ლუქი;
ბ) აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში, მოითხოვოს ობიექტის ხელმძღვანელისგან (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ მოლარე-ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელი პირისგან) აპარატის დაზიანების თარიღის და დაზიანების აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების (მიმართვა ტექნიკური მომსახურების საწარმოზე და საგადასახადო ინსპექციაზე) შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ, შეამოწმოს აწარმოებს თუ არა აპარატის გაუმართაობის პერიოდში გადასახადის გადამხდელი ცალკეული საქონლის (მომსახურების) გაყიდვიდან მიღებული ფულადი ამონაგები თანხის ასახვას მოლარე-ოპერატორის ჟურნალში;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსირებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ;
დ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
6. საგადასახადო შემოწმების პროცესში საგადასახადო ინსპექციის შესაბამის უფლებამოსილ პირებს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვთ:
ა) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდონ კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინონ ამ თანხების გადამხდელის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე;
ბ) სალაროს წიგნის, მოლარე-ოპერატორის ჟურნალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლები შეუდარონ სალაროში არსებულ ნაღდ ფულს;
გ) მისცენ წინადადება გადამხდელს წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ;
დ) მოახდინონ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის ან მათი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.
7. საგადასახადო ინსპექციის ის თანამშრომელი, რომელიც ინსპექციის უფროსის (მოადგილის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავ-სებულ ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა ობიექტებზე შესვლისას, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა და იმავე ობიექტში სისტემატურად.
8. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე.
9. მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობის ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტის გამოვლენის მიზნით საგადასახადო ორგანო ორგანიზებას უკეთებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვას. ამ მიზნით განიხილავს ფულადი სახსრების გამოყოფის საკითხს და ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) იცავს ღონისძიების კონფიდენციალობას;
ბ) უზრუნველყოფს გამოყოფილი ფულადი სახსრების დაცვას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებას უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
10. საკონტროლო შესყიდვის დროს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია გამოვიდეს როგორც მომხმარებელი (საქონლის/მომსახურების მიმღები). საკონტროლო შესყიდვისთვის გამოიყენება ეროვნული ვალუტა.
11. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის ნებისმიერი პროცედურის განხორციელების დროს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადგენს ოქმს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გატარების მიზნით.
მუხლი 5🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის შესახებ
1. საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირები გადასახადის გადამხდელის(სამართალდამრღვევის) მიმართ ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმს (დანართი №1).
2. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი;
გ) მოქმედების დაწყების და დასრულების დრო;
დ) ოქმის შემდგენი პირისა და იმ პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი, რომლებმაც გამოავლინეს სამართალდარღვევა;
ე) მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მისამართი;
ვ) მოქმედების შინაარსი და მისი ჩატარების თანამიმდევრობა;
ზ) მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი, საქმესთან დაკავშირებული არსებითი ფაქტები და გარემოებები.
3. ოქმი გასაცნობად წარედგინება მოქმედებაში მონაწილე ყველა პირს, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში.
4. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი და საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი (უფლებამოსილი პირი), ხოლო თუ არიან მოწმეები, ოქმს შეიძლება მათაც მოაწერონ ხელი.
5. სამართალდარღვევის ჩამდენის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
6. ოქმის ერთი პირი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს (სამართალდამრღვევს), ხოლო მეორე პირი ოქმის შემდგენის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს შემდგომი რეაგირების მიზნით.
მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის შესახებ
1. საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;
ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;
გ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები.
2. საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე) საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს:
ა) ჩადენილი იყო თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევა;
ბ) ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში;
გ) ექვემდებარება თუ არა იგი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით. საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) ბრძანების გამომცემი საგადასახადო ინსპექციის დასახელებას;
ბ) საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და ხელმოწერას;
გ) ბრძანების გამოცემის თარიღსა და ადგილს;
დ) საგადასახადო ინსპექციის სარეგისტრაციო ნომერს;
ე) თუ სანქცია გამოიყენება – საგადასახადო კანონმდებლობის ნორმას, რომლის საფუძველზედაც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ოქმში არასწორად არის მითითებული ის ნორმა (მათ შორის ის შემთხვევა, როცა საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით, ხოლო ოქმში ფინანსური სანქციის გამოყენების საფუძვლად მითითებულია ის ნორმა, რომელიც გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ასეთი სამართალდარღვევის პირველად ჩადენის შემთხვევაში), რომლის საფუძველზედაც გამოიყენება სანქცია, ბრძანებაში უნდა აისახოს შესაბამისი ნორმები და მათ საფუძველზე გაანგარიშებული თანხები (თუ აუცილებელია თანხის კორექტირება);
ვ) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას;
ზ) თუ სანქცია გამოიყენება – გამოსაყენებელი სანქციის ოდენობა;
თ) თუ სანქცია არ გამოიყენება – სანქციის გამოუყენებლობის დასაბუთება;
ი) მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი (დანართი №2).
4. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ ბრძანებას ხელს აწერს საქმის განმხილველი საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე.
5. გამოცემული ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება (ბრძანება), საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ წარედგინება „საგადასახადო მოთხოვნა“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ბრძანების) გასაჩივრება
საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება) ან სხვა გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია აღნიშნული დადგენილება ან სხვა გადაწყვეტილება, მისმა კანონიერმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო დეპარტამენტი
-------------------------------------------------------------
(საგადასახადო ინსპექციის დასახელება)
ოქმი №
საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ
„---------” ------------------------ 200 წ. -----------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი, მოქმედების დაწყების და დასრულების დრო)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმის შემდგენი პირი (პირები): ------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
მოქმედების მონაწილე სხვა პირები: --------------------------------------------------------------------
(სახელი და გვარი)
მოწმეები: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი და გვარი)
დავადგინე, რომ: -------------------------------------------------------------------------------------------
(გამოვლენილ საქმესთან არსებითი ფაქტები და გარემოებები, აგრეთვე მოქმედების შინაარსი, მისი ჩატარების თანმიმდევრობა, სსკ-ის ის ნორმა,
რომელიც დაირღვა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილია ---------------------------------------------------------
(მონაცემები დამრღვევის შესახებ)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი)
დამრღვევს განემარტა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-42-ე
მუხლებით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები.
ოქმის შემდგენი: /----------------------------------------/
(ხელმოწერა)
მოქმედების მონაწილე სხვა პირები /----------------------------------------/
(ხელმოწერა)
გადასახადის გადამხდელი:
(ან მისი წარმომადგენელი) /----------------------------------------/
(ხელმოწერა)
მოწმეები: /----------------------------------------/
(ხელმოწერა)
შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
დანართი №2
ბრძანება №
საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ
---------------- საგადასახადო ინსპექცია „---------“ ------------------------ 200
-------------------------------------------------------------------- საგადასახადო ინსპექციის უფროსმა (მოადგილემ)
(საგადასახადო ინსპექციის დასახელება)
--------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
განვიხილე 200 წ. „---------“-------------------------------- №-------------------------------------------
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასზე დართული მასალები
გამოვარკვიე --------------------------------------------------------------- დაარღვია --------------------
გადამხდელის( სამართალდამრღვევის) დასახელება
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მოთხოვნები.
(მიეთითება საგადასახადო კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომელიც იყო დარღვეული)
აღნიშნულიდან გამომდინარე,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე და 139-ე მუხლის ------ ნაწილის------- ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
----------------------------------------პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით
გადამხდელის(სამართალდამრღვევის) დასახელება
განესაზღვროს ჯარიმა თანხით ------------- ლარი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე) -----------------------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ.ა.