საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოეში რეგისტრაციის წესის" დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.205
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 27/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| № | გადამ-ხდელის დასახე-ლება |
| სარეგისტრაციო ბარათის № | თარი-ღი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოეში რეგისტრაციის წესის" დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; text-align:right; text-indent:-3.8pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 3.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 1.0in 56.7pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:841.9pt 595.3pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 1.0in;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.205
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №146
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის და 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის №605 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. რეგისტრაცია გულისხმობს გადამხდელის მიერ კონკრეტულ ობიექტზე გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის შესახებ შესაბამისი მონაცემების დაფიქსირებას საგადასახადო ორგანოში. ყველა საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ი, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს კონკრეტულ ობიექტზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პროცესში, ექვემდებარება რეგისტრაციას საგადასახადო ორგანოში. რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის მისამართი დაფიქსირებულია საგადასახადო ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემებში.
2. საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება ის საკონტროლო-სალარო აპარატი (შემდგომში – სსა), რომელიც ტექნიკურ-ფუნქციონალურად შეესაბამება სახელმწიფო რეესტრში შეტანილ სსა-ის ტიპის ნიმუშს.
3. პირმა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოოს სსა-ის გამოყენებით, უნდა მოახდინოს მისი რეგისტრაცია იმ საგადასახადო ორგანოში, რომლის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებშიც მდებარეობს ობიექტი.
4. იმ პირებმა, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა უკავშირდება მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას სხვადასხვა ადგილებზე (სადისტრიბუციო ვაჭრობა, დატარებითი ვაჭრობა, მომხმარებლის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და ა.შ.), სსა-ის რეგისტრაცია უნდა მოახდინონ საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში.
მუხლი 2🔗. საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
1. პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია პირველი მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტების მიხედვით განსაზღვრულ საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოსაყენებლი სსა, უშუალოდ ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს იმ უფლებამოსილ პირს, რომელიც ახორციელებს სსა-ის რეგისტრაციას, წარუდგენს განცხადებას (დანართი №1), რომელშიც მითითებული უნდა იყოს გადამხდელის სრული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი ადგილი, სადაც იდგმება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა), გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, რეგისტრაციაში გასატარებელი საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელი, საქარხნო ნომერი და გამოშვების წელი).
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის პასპორტი ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტი;
ბ) იმ დოკუმენტების ასლები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და/ან სასაქონლო ზედნადები, იჯარის ხელშეკრულება და ა.შ.), რომლითაც დასტურდება რეგისტრაციაში გასატარებელ სსა-ზე განმცხადებლის მფლობელობის ფაქტი;
გ) თუ სსა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია იმ პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელს, მაშინ განცხადებას უნდა დაერთოს ამ პირის რეგისტრაციის პროცესზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ხდება სხვა საგადასახადო ორგანოში ერთხელ უკვე რეგისტრირებული სსა-ის რეგისტრაცია ახალ მფლობელზე ან იმავე მფლობე-ლის სხვა ობიექტზე, განცხადებას თან უნდა დაერთოს საგადასახადო ორგანოს ცნობა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.
3. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს შესაბამის თანამშრომელს უნდა წარედგინოს ის სსა, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში.
მუხლი 3🔗. საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებენ მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ ხდება მისთვის წარდგენილი სსა-ის საქარხნო მონაცემების იდენტიფიცირება განცხადებაში და განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ხდება იმის დადგენა, შეუძლია თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ აპარატს ჩეკზე ყველა სიტყვიერი ჩანაწერის ფორმირება ქართულ ენაზე.
2. მონაცემების დამთხვევის, დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენისა და აპარატის ჩეკებზე ქართულენოვანი ჩანაწერის ფორმირების შესაძლებლობებში დარწმუნების შემდგომ ხდება ამ კონკრეტული აპარატის რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას (პაროლის შეყვანას) და მისი მონაცემების შეტანას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №2).
3. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი გადამხდელს/ მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უკან უბრუნებს სსა-ს და მის პასპორტს (მის შემცველ ანალოგიურ დოკუმენტს) და გადასცემს სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №3), რომელიც მეურნე სუბიექტმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია.
4. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ მეურნე სუბიექტი განცხადებით აცნობებს საგადასახადო ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის საგადასახადო ორგანოს შესაბამის თანამშრომელს გადამხდელმა/მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენლმა განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ხდება წარმოდგენილ სსა-ზე აღნიშნული საქარხნო მონაცემების შედარება განცხადებაში დაფიქსირებულ მონაცემებთან, რის შემდეგ ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებელის ფიქსაცია) ამობეჭდვა. ამის შემდეგ, სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება აღნიშვნა სსა-ს მოხსნის შესახებ და გადასახადის გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადაეცემა სსა და ცნობა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №4), რომელშიც ასახულია ინფორმაცია გაუნაშთავი ჯამის შესახებ.
5. სახელმწიფო რეესტრიდან სსა-ს მოდელის ამოღების შემთხვევაში, აპარატის შემდგომი გამოყენებისათვის ნებადართული ან საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლისთანავე, საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირებული აღნიშნული სსა-ის მოდელები ითვლება რეგისტრაციიდან (აღრიცხვიდან) მოხსნილად.
დანართი №1
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(გადამხდელის დასახელება)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციას ----------------------------------- ცალის ოდენობით
საკონტროლო-სალარო აპარატების აღრიცხვაზე აყვანისათვის წარმოგიდგენთ შემდეგ მონაცემებს:
1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(გადამხდელის სრული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საიდენტიფიკაციო №, ტელეფონი, ფაქსი)
2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საწარმო (მეწარმე ფიზიკური პირი)
3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელ(ებ)ი, საქარხნო ნომერი, გამოშვების წელი)
4. ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ფაქტობრივი ადგილი, სადაც დაიდგმება აპარატ(ებ)ი)
5. დანართები:
– საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის პასპორტ(ებ)ი/ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტ(ებ)ი;
– გადამხდელის მიერ აპარატზე საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, იჯარის ხელშეკრულება და ა.შ.);
– სსა-ის რეგისტრაციის პროცესის განხორციელებაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სსა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია იმ პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელს);
– საგადასახადო ორგანოს ცნობა სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება სხვა საგადასახადო ორგანოში ერთხელ უკვე რეგისტრირებული სსა-ს რეგისტრაცია ახალ მფლობელზე ან იმავე მფლობელის სხვა ობიექტზე).
გადამხდელი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ----------------------------------------------
(ხელმოწერა, თარიღი)
დანართი №2
საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის ჟურნალი
№
გადამ-ხდელის დასახე-ლება
ორგანიზა-ციულ-სამართლებ-რივი ფორმა
საიდენტი-ფიკაციო
ნომერი
სსა-ის მო-დელი
საქარ-ხნო ნომერი
იმ
ობიექტის ზუსტი მისამარ-თი, სადაც უნდა დაიდგას სსა
აღნიშვნა სარეგისტრაციო ბარათის გაცემის შესახებ
აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ
შენი-შვნა
სარეგისტრაციო ბარათის
№
თარი-ღი
ხელმო-წერა მიღების
შესახებ
გაუნაშ-თავი ჯამის მონაცე-მები
Z
ანგარი-შის ნომერი
ცნობის
№ და
თარი-ღი
ხელმო-წერა მიღების შესახებ
1
2
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
დანართი №3
საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო
ბარათი № -----------
საკონტროლო-სალარო აპარატი -------------------------------------------------------------------------
(მოდელის დასახელება)
საქარხნო ნომერი ---------------------------------- კუთვნილება ---------------------------------------
(საწარმო (მეწარმე ფიზიკური პირი)
რეგისტრირებულია -------------------------------------------------------------- საგადასახადო ინსპექციაში
(საგადასახადო ინსპექციის სრული დასახელება)
რეგისტრაციის ჟურნალში საკონტროლო-სალარო № ------------------------------------------------
დადგმულია მისამართზე --------------------------------------------------------------------------------
საგადასახადო ინსპექციის ----------------------------------------------------------
უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა, თარიღი)
ბ.ა.
დანართი №4
ცნობა
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ
„---------“ „---------------------“ 200 წ. № ----------
(თარიღი)
ცნობა ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------------------
(გადამხდელის სრული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი ------------------------------------- საქარხნო № ------
(საკონტროლი-სალარო აპარატის მოდელი)
განთავსებული ---------------------------------------------------------------------------------------------
(სრული მისამართი, ქალაქი, რაიონი, ქუჩა, №)
გაუნაშთავი ჯამის მონაცემები --------------------------------------------------------------------------
(მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია ციფრობრივად)
Z ანგარიშის № ---------------------------------------------------------------------------------------------
(ციფრობრივად, სიტყვიერად)
მოხსნილია რეგისტრაციიდან ---------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ინსპექციის სრული დასახელება)
საგადასახადო ინსპექციის ----------------------------------------------------------
უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა, თარიღი)
ბ.ა.