სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2024
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016033
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაღაჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები,შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები,
შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიცაპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55. 552433410
2024 წლის 29 ნოემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები
შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუკის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი ც. დადიანის ქ. №15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავითი ჯანიკაშვილი
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდება
№
ქუჩის დამისამართებული ნომერი
ქუჩის სახელდება
ქუჩის შესახვევის რაოდენობა
ქუჩის ჩიხის რაოდენობა
1
1- ლი ქუჩა
ქიზიყის ქუჩა
1
-
2
მე-2 ქუჩა
ვახტანგ გორგასლის ქუჩა
1
-
3
მე-3 ქუჩა
გიორგი სააკაძის ქუჩა
-
-
4
მე-4 ქუჩა
ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა
-
-
5
მე-5 ქუჩა
ვაჟა-ფშაველას ქუჩა
-
-
6
მე-6 ქუჩა
მიხა ხელაშვილის ქუჩა
3
1
7
მე-7 ქუჩა
ერეკლე II-ის ქუჩა
-
1