⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №147
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.206
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 27/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,396 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2006 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის დასახელება
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-20.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-20.8pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-20.8pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-20.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:42.55pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.206 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №147 2006 წლის 27 თებერვალი  ქ. თბილისი „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი“ თანდართულ დანართებთან (დანართი №1, №2) ერთად.     მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗.  გამოყენებული ცნებები და ტერმინები 1. საკონტროლო-სალარო აპარატი (შემდგომში სსა) – ფისკალური მეხსიერების და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე როგორც დამოუკიდებლად მომუშავე, ასევე პროგრამულ-ტექნიკურ კომპლექსში ჩართული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამიზნულია მომხმარებლების მიერ ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდების შესახებ მონაცემების რეგისტრაციისათვის, მათი შენახვისთვის და შესაბამისი ანგარიშგებითი დოკუმენტების ფორმირებისთვის ამობეჭდვის გზით (მათ შორის, სპეციალური მოწყობილობების საშუალებით); 2. მომხმარებელი – პირი, რომელიც ნაღდი ფულით ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ/მისაწო-დებელ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელ თანხას (სრულად ან ნაწილობრივ), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანხის ანაზღაურება ხდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული საქონლის/მომსახურების ღირებულების დასაფარავად. 3. ფისკალური მეხსიერება – საკონტროლო-სალარო აპარატში არსებული პროგრამულ-აპარატული საშუალებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საჭირო ყოველდღიური ინფორმაციის უკორექტივო რეგისტრაციას და ხანგრძლივ შენახვას. 4. ფისკალური მონაცემები – მომხმარებლებთან ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდების შესახებ ჩეკებზე და ფისკალურ მეხსიერებაში დაფიქსირებული მონაცემები. 5. პროგრამულ-ტექნიკური კომპლექსი – პროგრამული უზრუნველყოფით და/ან ტექნიკურ-ფუნქციონალურად ერთმანეთთან ურთიერდაკავშირებული რამდენიმე ელექტრომოწყობილობისაგან შემდგარი ერთიანი კომპიუტერულ-სალარო სისტემა, რომლის დანიშნულებას წარმოადგენს მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების ოპერაციებთან დაკავშირე-ბული მონაცემების რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და შენახვა. 6. სსა-ის მოდელი – საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის საფირმო დასახელება, რომლითაც ის შეიტანება სსა-ის სახელმწიფო რეესტრში. 7. სსა-ის ტიპის ნიმუში (შემდგომში – ტიპის ნიმუში) – საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის ნიმუში კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიით, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში და ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში. 8. პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია – პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტისთვის სსა-ის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ნომერი/სახელი, რომელიც ჩაწერილია სსა-ის მართვის მოწყობილობაში და განაპირობებს სსა-ს ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების ექსპულატაციას. 9. სსა-ის მიმართ დადგენილი ტექნიკური მოთხოვნები – შესაბამისი კლასიფიკაციის სსა-ის მიმართ ამ წესით დადგენილი ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც უნდა გააჩნდეს სსა-ს რეესტრში შეტანი-სათვის.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) იწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის (შემდგომში – საგადასახადო დეპარტამენტი) მიერ. 2. სახელმწიფო რეესტრის წარმოება გულისხმობს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) საფუძველზე კონკრეტული საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელის შესახებ ამ წესით განსაზღვრული მონაცემების შეტანას, ვადის გაგრძელების თაობაზე ცვლილებების განხორციელებას ან მონაცემთა ამოღებას სახელმწიფო რეესტრიდან. 3. სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გამოსაყენებელი სსა-ების ტიპის ნიმუშების შესახებ მონაცემების ერთობლიობას (დანართი №1). 4. სახელმწიფო რეესტრი იწარმოება სსა-ის ყოველი მოდელის შესახებ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მათთან წარდგენილი კონკრეტული აპარატის (საქარხნო ნომრის და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემების მითითებით) მოდელის შესაბამისობა მის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. ამავე დოკუმენტში სააგენტოს მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს რეკომენდაცია ამ მოდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ ლუქის დასადები ადგილ(ებ)ის განსაზღვრის თაობაზე. 5. სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საკონტროლო-სალარო აპარატის ყოველ მოდელზე დგება საინფორმაციო ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები აპარატის სახელწოდების, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, გამოყენების სფეროს, საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოების (შეტანის, შეცვლის, ამოღების) თაობაზე, ინფორმაციები მწარმოებლებზე, განმცხადებლებზე და რეესტრში ყოფნის ვადაზე (დანართი №2). 6. საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული სსა-ების მოდელები ზუსტად უნდა შეესაბამებოდნენ ამ მოდელის ტიპის ნიმუშის მიხედვით დაფიქსირებულ ტექნიკურ-ფუნქციონალურ მონაცემებს. 7. სახელმწიფო რეესტრიდან სსა-ების ამოღების შემთხვევაში რეესტრში შეიტანება სათანადო ცვლილებები და ხდება საინფორმაციო ბარათის დახურვა.     მუხლი 3🔗. საკონტროლო-სალარო აპარატების კლასიფიკაცია 1. სსა-ების კლასიფიკაცია გულისხმობს სახელმწიფო რეესტრში შესატანი კონკრეტული საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის მიმართ მისი ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობათა მიხედვით გამოყენების სარეკომენდაციო სფეროს განსაზღვრას. 2. სსა-ები ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობათა მიხედვით კლასიფიცირდება ორ ჯგუფად: ა) ავტონომიური სსა-ები, რომლებსაც გააჩნიათ ყველა ის ტექნიკური მოწყობილობა (პრინტერი, შეტანა-გამოტანის მოწყობილობები, ინდიკატორი, პროცესორი და ა.შ.), რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ მუშაობა დამოუკიდებელ რეჟიმში; ბ) სისტემური სსა-ები, რომელთა ფუნქციონირება ხდება მხოლოდ პროგრამულ-ტექნიკურ კომპლექსში შემავალი სალარო-კომპიუტერულ სისტემაში ჩართული სხვა ელექტრონული ხელსაწყოების მეშვეობით. 3. სსა-ის კონკრეტული მოდელისათვის გამოყენების სფეროს განსაზღვრა ხდება სახელმწიფო რეესტრში შეტანის დროს აპარატის ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების თაობაზე არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.     მუხლი 4🔗. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და შეტანის პირობები სახელმწიფო რეესტრში შესატანი საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეს: ა) პროგრამული პაროლი საგადასახადო ორგანოსათვის და გადამხდელისათვის და/ან მარკირებული გასაღები; უნდა უზრუნველყოფდეს საკონტროლო-სალარო ჩეკის ამობეჭდვას; მოლარის ინდიკატორი; გამყიდველის და მყიდველის ინდიკატორი, ფულის უჯრა. მყიდველის ინდიკატორის და ფულის უჯრას-თან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება პორტატიული სსა-ების მიმართ; ბ) შესაძლებლობა, განახორციელოს სიტყვიერი და/ან ციფრული ჩანაწერები ჩეკებსა და საკონტროლო ლენტებზე; აგრეთვე შესაძლებლობა, გამოიტანოს ციფრული და/ან სიტყვიერი ჩანაწერები როგორც მოლარის, ასევე მყიდველის ინდიკატორზე (გარდა პორტატიული სსა-ებისა); გ) შესაძლებლობა, განახორციელოს ჩეკზე ობიექტის დასახელების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის, საკონტროლო-სალარო აპარატის საქარხნო ნომრის, ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების) ოპერაციე-ბის მონაცემების, ნაღდი ფულის მიღების თარიღის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა და სხვა დამატებითი ინფორმაციის ასახვა; დ) ფისკალური მეხსიერება, რომელშიც აპარატი უზრუნველყოფს ყოველდღიური ანგარიშების ფიქსი-რებას და მათ შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში; ე) ავტომატური ბლოკირება, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან დღიური ანგარიში; ვ) ავტომატური ბლოკირება ჩეკის ან საკონტროლო ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში; ზ) ავტომატური ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ მოლარე არასწორად ახორციელებს ოპერაციებს; თ) ავტომატური ბლოკირება აპარატის გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული დაშვების შემთხვევაში; ი) ავტონომიური კვების ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 24-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს (მხოლოდ პორტატიულ სსა-ების მოდელებზე); კ) სავაჭრო (მომსახურების) ოპერაციების ძირითადი პარამეტრებისა და მუშაობის პირობების დაპროგრამების საშუალება; ლ) ნიშანდება; აპარატის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის მწარმოებლის საფირმო ნიშნის ჩვენებით; მ) ჩეკზე ფისკალურ რეჟიმში სსა-ის მუშაობის ამსახველ სპეციალურ სიმბოლოს; ნ) საკონტროლო-სალარო აპარატი უნდა იყოს ქართულენოვანი, რომელიც გულისხმობს ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობას; ო) სსა-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაწერილია პროცესორში, ჩაწერილი უნდა იყოს დაცვის ბიტის გარეშე.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის წესი 1. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატების კონკრეტული მოდელის შეტანის საფუძველს წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასკვნა, წარმოდგენილი მოდელის მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე, რაც წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ მათთან წარდგენილი კონკრეტული აპარატის მოდელის ტექნიკური მახასიათებლები (მ.შ. პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია) შეესაბამება მის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის ინიციატორებად შეიძლება გამოვიდნენ განმცხადებლები: ა) საკონტროლო-სალარო აპარატების სამამულო და საზღვარგარეთელი მწარმოებლები; ბ) პირები, რომლებიც ეწევიან ან აპირებენ საკონტროლო-სალარო აპარატების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში და ამ მიზნით საკონტროლო-სალარო აპარატის მწარმოებელთან გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება. 3. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანისათვის განმცხადებელმა წერილობით უნდა მიმართოს საგადასახადო დეპარტამენტს, რომელშიც საჭიროა მითითებულ იქნეს შემდგომი მონაცემები: ა) მომწოდებლის დასახელება, მისამართი და ტელეფონი; ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის დასახელება; გ) საკონტროლო-სალარო აპარატის მწარმოებელი ქარხნის დასახელება, მისამართი და ტელეფონი. 7. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) სააგენტოს მიერ დალუქული საკონტროლო-სალარო აპარატის ის მოდელი, რომელზედაც სააგენტოს მიერ გაცემულია შესაბამისი დასკვნა და ის გამიზნულია ტიპის ნიმუშად; ბ) ტიპის ნიმუშში ჩაწერილი პროგრამა (ვერსიის მითითებით) ელექტრონულ მატარებელზე; გ) ფორმირებადი ჩეკების ნიმუშები; დ) ტექნიკური პასპორტი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც შეიცავს საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების აღწერასა და საგარანტიო ვალდებულებებს. აპარატის სარეკლამო პროსპექტი; ე) საექსპულატაციო დოკუმენტაცია (სსა-ის მომხმარებლის (გამომყენებლის) სახელმძღვანელო); ვ) დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს საკონტროლო-სალარო აპარატის მოცემული მოდელის წარმოების ან მიწოდების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (შესაბამისი ხელშეკრულება და/ან წარმოების ტექნი-კური მონაცემები), სსა-ს კონკრეტული მოდელის მწარმოებლის მიერ განმცხადებლისთვის მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე განმცხადებელს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ განახორციელოს ან ორგანიზება გაუწიოს სხვა საწარ-მოების მიერ ამ მოდელის მიმართ განსახორციელებელ ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს; ზ) საკონტროლო-სალარო აპარატის ამ კონკრეტულ მოდელზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დასაბუთებას საქართველოს ტერიტორიაზე; თ) სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი საკონტროლო-სალარო აპარატის ამ კონკრეტული მოდელის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. 8. ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო არაქართული დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულად გადათარგმნილი და დამოწმებული სათანადო წესით. 9. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის საკითხის განხილვა ხორციელდება შემდეგი წესით: ა) განცხადებები საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ განიხილება მათი შემოსვლის რიგითობის მიხედვით, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა; ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელები, რომლებიც ადრე იყო განხილული და არ იქნა შეტანილი სახელმწიფო რეესტრში, თავიდან აღარ განიხილება, თუ მათში არ აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რის გამოც უარი ეთქვათ განმცხადებლებს მისი რეესტრში შეტანისათვის; გ) საგადასახადო დეპარტამენტი წარდგენილი მასალების განხილვის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე, რომელიც განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში; დ) იმ შემთხვევაში, თუ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები არასრულია ან არასრულყოფილია (მ.შ. დაუსაბუთებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის საკითხი), მაშინ საგადასახადო დეპარტამენტი განცხადების მიღების დღიდან 10 დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, რომ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენამდე ან ხარვეზის გამოსწორებამდე საკონტროლო-სალარო აპარატის კონკრეტული მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის საკითხი საგადასახადო დეპარტამენტის მიერ არ განიხილება. 10. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის საკითხის განხილვისას საგადასახადო დეპარტამენტი ითვალისწინებს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკონტროლო-სალარო აპარატების კონკრეტული მოდელის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დონეს; ბ) კონკრეტული საქმიანობის სფეროში გამოსაყენებლად (კლასიფიკაციის განსაზღვრისას) სსა-ის მოდელის დაშვებისას, ამ სფეროში აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ამ მოდელის ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების შესაბამისაბობას. 11. ამ წესით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენილი სსა-ის მოდელის შესაბამისობის და ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აპარატის წარმოდგენილი მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე. 12. სსა-ს მოდელი სახელმწიფო რეესტრში შეიტანება 3 წლის ვადით. სახელმწიფო რეესტრში შეტანილ მოდელზე პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის შეცვლა იწვევს მისი რეესტრში თავიდან შეტანის ვალდებულებას. 13. საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის, ცვლილების ან ამოღების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. 14. სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატების ტიპის ნიმუშები (რომლებიც დალუქული უნდა იყოს სააგენტოს და საგადასახადო დეპარტამენტის ლუქებით), ელექტრონულ მატარებელზე არსებული პროგრამა, საინფორმაციო ბარათები და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება საგადასახადო დეპარტამენტში. 15. საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელების მიერ გამოსაყენებელი ყველა სსა-ის მოდელი, ფუნქციონალურ-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ამ მოდელის ტიპის ნიმუშს.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო რეესტრში ცვლილების განხორციელების და საკონტროლო-სალარო აპარატების ამოღების წესი 1. რეესტრში ცვლილების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს განმცხადებლის შუამდგომლობა მოდელის ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით განმცხადებელი რეესტრში მოდელის ყოფნის ვადის გასვლამდე არა უგვინეს ორი თვით ადრე მიმართავს საგადასახადო დეპარტამენტს და წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს საკონტროლო-სალარო აპარატის მოცემული მოდელის წარმოების ან მიწოდების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (ხელშეკრულება და/ან წარმოების ტექნიკური მონაცემები). 2. საგადასახადო დეპარტამენტს ამ წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება სსა-ს მოდელის ვადის გაგრძელების ან რეესტრიდან ამოღების თაობაზე. 3. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელს უნდა ჩაბარდეს შუამდგომლობის დაყენების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. 4. სახელმწიფო რეესტრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის ამოღების საფუძვლებია: ა) იმ ვადის გასვლა, რა ვადითაც შეტანილი იყო სსა-ის მოდელი სახელმწიფო რეესტრში, თუ არ მომხდარა ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული წესით ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; ბ) სამართალდამცავი ორგანოების მომართვა, რომლითაც დასტურდება, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის კონკრეტული მოდელიდან მასობრივად ჰქონდა (აქვს) ადგილი ფისკალური მონაცემების კორექტირების ფაქტებს, ხოლო საგადასახადო ორგანოებს არ გააჩნიათ ასეთი აპარატების მიმართ სათანადო კონტროლის განხორცილების ტექნიკური შესაძლებლობა და/ან მათზე სრულყოფილი კონტრო-ლის განხორციელება დაკავშირებულია დიდ ორგანიზაციულ ძალისხმევასთან. 5. სახელმწიფო რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღება ხორციელდება საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემდეგ საგადასახადო ინსპექციების მიერ აღარ ხდება მათი რეგისტრაცია, ხოლო ინსპექციებში უკვე რეგისტრირებული სსა-ების გამოყენება ნებადართულია გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, სსა-ს მოდელის გამოყენების ვადა შეადგენს არა უმეტეს სამ თვეს.     მუხლი 7🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღისათვის სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მოდელებისათვის რეესტრში ყოფნის ვადა გაგრძელდეს 2008 წლის 1 იანვრამდე. ამ ვადაზე ადრე აღნიშნული მოდელების რეესტრიდან ამოღების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოდელებზე არსებული პროგრამული უზრუნვე-ლყოფის ვერსიის და გამოყენების სფეროების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო რეესტრში შეტანა განახორციელოს საგადასახადო დეპარტამენტმა განმცხადებელების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და მასთან არსებული მოდელების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე.   დანართი №1 მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების განსახორციელებლად საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად დაშვებული საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრი № საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების დასახელება პროგრა-მული უზრუნველყ. ვერსია გამოყენების სფეროები განმცხადებლის დასახელება, მისამართი, ტელეფონი საგადასახადო დეპარტამენტში გადამხდელის აპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე (ბრძანების ნომერი და თარიღი, რეესტრში ყოფნის თარიღი) საგადასახადო დეპარტამენტში გადამხდელის აპარატის რეესტრში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე (ბრძანების ნომერი და თარიღი, გაგრძელების ვადა) საგადასახადო დეპარტამენტში გადამხდელის აპარატის რეესტრიდან ამოღების თაობაზე (ბრძანების ნომერი და თარიღი, რეესტრიდან ამოღების თარიღი) შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9  დანართი №2 სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის საინფორმაციო ბარათი № საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის დასახელება საეტალონო ნიმუშის საქარხნო ნომერი პროგ-რამული უზრუნ-ველ-მყოფი ვერსია რეესტრში შეტანის თარიღი და საფუძველი განმცხა-დებელი აპარატის მწარმოე-ბელი განმცხადებლის მიერ სსა-ს მწარმოებელთან (მომწოდებელთან) დადებული ხელშეკრულების თარიღი, ნომერი და მოქმედების ვადა სააგენტოს წერილის (დასკვნის) ნომერი და თარიღი გამოყენების სფერო შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 1 2 3 4 5 6 7 8