სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2024
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 55243347
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016036
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები,
შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაღაჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები,შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება გ-55. 55243347
2024 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხანის ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
დავით ჯანიკაშვილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე