სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-55. 55243347
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.168.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება გ-55. 55243347

2024 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ქვემო მაჩხაანის    გეოგრაფიული  ობიექტების (ქუჩები შესახვევები, ჩიხები) სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა  და  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024  წლის 20 სექტემბრის  №43  სხდომის ოქმის  საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:     

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხანის  ქუჩების, შესახვევებისა  და ჩიხების სახელდება  მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას  განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

4. ეს განკარგულება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

დავით ჯანიკაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე