,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“
მიღების თარიღი 26.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.001.019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 28/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2008 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 49.3pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №75
2008 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ „
ექსპორტის წახალისებისა“ და „
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
„
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და „
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების განხორციელების მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „
ე“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის 3.1. და 3.2. ქვეპუნქტების და მე-6 პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამა „
იაფი კრედიტის“ „
ექსპორტის წახალისებისა“ და „
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ თანდართული ქვეპროგრამები.
2. დამტკიცდეს ქვეპროგრამების ბენეფიციარ საწარმოებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე), ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ „
ექსპორტის წახალისებისა“ და „
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი):
4.1. მოახდინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „
იაფი კრედიტის“ სახელმწიფო პროგრამის „
ექსპორტის წახალისებისა“ (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) და „
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნების განკარგვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებათა შესაბამისად;
4.2. 4.1 ქვეპუნქტში მითითებული ქვეპროგრამების ბენეფიციარების მიერ ქვეპროგრამებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის, ასევე თანადაფინანსების (თანამონაწილეობის) განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს ბენეფიციარებთან სასესხო ხელშეკრულების გაფორმება და სესხის დაბრუნების გრაფიკის შედგენა;
4.3. მოახდინოს ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის, აგრეთვე გაცემულ კრედიტებთან დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელის დაბრუნების მონიტორინგი და ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს;
4.4. მოსთხოვოს ქვეპროგრამების ფარგლებში დამტკიცებული კრედიტების ბენეფიციარებს ყოველკვარტალური ანგარიშების წარმოდგენა პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და თავის მხრივ წარუდგინოს ეს ანგარიშები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;
4.5. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობები ქვეპროგრამების დროულად და წარმატებით შესრულებისათვის.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.
6. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია კერძო მეწარმეებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ბენეფიციარები
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები, აგრეთვე აღნიშნულ სექტორში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და სესხის პირობები
„
ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპებია:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში წინასწარ შერჩეულ პროექტებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის სესხად გამოყოფის მეშვეობით.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემასა და მის შემდგომ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
4. ბენეფიციარი საწარმოებისათვის სესხი გაიცემა საბაზრო პირობებთან შედარებით შეღავათიანი პირობებით, რომლებსაც ადგენს საქართველოს მთავრობა „
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის 3.1 ქვეპუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
5. ბენეფიციარი საწარმოსათვის გასაცემი კრედიტის მოცულობა არ უნდა იყოს 100 ათას ლარზე ნაკლები.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით ბენეფიციარი საწარმოებისათვის გასცემს სესხებს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
7. კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ წარადგინონ მათ მიერ შერჩეული პროექტები. ასეთ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება. საქართველოს მთავრობა იხილავს კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ.
8. ბენეფიციარ საწარმოებს მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა) და სესხების უზრუნველყოფა. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხდება „
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01).
2. ქვეპროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება შეადგენს 25 მილიონ ლარს.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მონიტორინგი
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
2. ბენეფიციარი საწარმოები კვარტალურად ამზადებენ და წარუდგენენ ინფორმაციას ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს მათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
„
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია კერძო მეწარმეებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდით რეგიონალური ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ბენეფიციარები
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან: ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და სესხის პირობები
„
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპებია:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს წინასწარ შერჩეულ პროექტებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის სესხად გამოყოფის მეშვეობით.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემას, მის შემდგომ ადმინისტრირებასა და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
4. ბენეფიციარ საწარმოებს სესხი გამოეყოფათ შეღავათიან პირობებში, კერძოდ: წლიური საპროცენტო განაკვეთი – არა უმეტეს 12 პროცენტი, საშეღავათო პერიოდი – არა უმეტეს 3 წელი, სესხის ვადა – არა უმეტეს 10 წელი. ბენეფიციარი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოსაყოფი სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 ათას ლარს.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით ბენეფიციარი საწარმოებისათვის გასცემს სესხებს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
6. კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ წარადგინონ მათ მიერ შერჩეული პროექტები. ასეთ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება. საქართველოს მთავრობა იხილავს კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ.
7. ბენეფიციარ საწარმოებს მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა) და სესხების უზრუნველყოფა. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. „
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამა ფინანსდება ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02).
2. ქვეპროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება შეადგენს 10 მილიონ ლარს.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მონიტორინგი
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
2. ბენეფიციარი საწარმოები კვარტალურად ამზადებენ და წარუდგენენ ინფორმაციას ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს მათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
სესხის ხელშეკრულების ძირითადი
დებულებები
ერთი მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – სესხის გამცემი), წარმოდგენილი —————————— (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, მეორე მხრივ, ———————————— (სესხის მიმღების სახელწოდება) (შემდგომში – სესხის მიმღები), წარმოდგენილი ————————————— (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, ორივე ერთად ,,მხარეებად“ წოდებულნი, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ——————————————————————————————————————————————— (საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის განკარგულების დასახელება, ნომერი, თარიღი, რომლის საფუძველზეც გაიცემა სესხი) შესაბამისად ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსებიდან სესხის მიმღებს სესხის სახით გამოეყოფა —————— (თანხა ციფრობრივად) – (——————————————) თანხა სიტყვიერად) ლარი ——————————————————————————————————————————————— მიზნით (სესხის მიზნობრიობა).
2. ხელშეკრულების პირობები
2.1. სესხი გაიცემა ———— (ციფრობრივად) (—————————) (სიტყვიერად) წლით.
2.2. სესხი გაიცემა ———————— (ტრანშებად, ერთჯერადად) სესხის მიმღების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს სესხის გაცემის სხვა პირობებიც).
2.3. სესხის მიმღებს სესხი მიღებულად ეთვლება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დღიდან.
2.4. სესხის (ტრანშის) გადახდა იწყება ————————————— (რიცხვი, თვე, წელიწადი) და მთავრდება ————————————————————— (რიცხვი, თვე, წელიწადი). სესხი (ტრანში) გადაიხდება —————————— (ტრანშების განრიგი).
2.5. სესხის სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ———————— (ციფრობრივად, სიტყვიერად) %.
2.6. ხელშეკრულების 2.5. პუნქტში განსაზღვრული პროცენტი ერიცხება სესხის მიღებულ და გადაუხდელ (დაუბრუნებელ) თანხას.
2.7. სესხზე (ტრანშზე) პროცენტის დარიცხვა იწყება სესხის (ტრანშის) მიღების დღიდან. პროცენტის გადახდა იწყება სესხის (ტრანშის) მიღებიდან —————————— (ციფრობრივად, სიტყვიერად) კვარტალის შემდეგ და გადაიხდება ყოველკვარტალურად, კვარტალის დამთავრებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში (თუ მთავრობის განკარგულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს). ამავე კვარტალში გადაიხდება წინა კვარტალებში დარიცხული პროცენტებიც.
2.8. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება სესხის (ტრანშის) გაცემის შემდეგ წინამდებარე ხელეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შედგენილი სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით (შემდგომში – გრაფიკი), რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
2.9. გადახდა განხორციელებულად ითვლება სესხის მიმღების მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან.
2.10. გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხისა და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0,07%-ის ოდენობით.
2.11. სესხის არამიზნობრივი გამოყენების (წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობის დაუცველობის) შემთხვევაში სესხის მიმღებს ეკისრება ერთჯერადი ჯარიმა არამიზნობრივად გამოყენებული თანხის ———————— (ციფრობრივად, სიტყვიერად) %-ის ოდენობით (არა უმეტეს 25%-ის ოდენობისა).
2.12. სესხის გამცემი სესხის მიმღების მიერ სესხის არამიზნობრივად გამოყენების გამოვლენისთანავე:
ა) წერილობით მიმართავს სესხის მიმღებს სესხის (ტრანშის) არამიზნობრივი ხარჯვის შეწყვეტის, შექმნილი სიტუაციის გონივრულ ვადაში გამოსწორებისა და არამიზნობრივად გამოყენებული სესხის შესაბამისი ოდენობის საკუთარი თანხის სესხით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიმართვისა და დაკისრებული ჯარიმის თაობაზე. ასევე ატყობინებს, რომ თუ სესხის მიმღები არ უზრუნველყოფს არამიზნობრივად გამოყენებული სესხის შესაბამისი ოდენობის საკუთარი თანხის სესხით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიმართვას, მას წარმოექმნება ვალდებულება არამიზნობრივად გამოყენებული სესხის (ტრანშის) უკან დაბრუნებისა და საურავების დაკისრების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სესხის გამცემი სესხის მიმღებს წერილობით მოსთხოვს არამიზნობრივად გამოყენებული სესხის ან მისი ნაწილის უკან დაბრუნებას 20 სამუშაო დღის ვადაში და დაბრუნების დღისათვის მასზე დარიცხული პროცენტის გადახდას;
ბ) სესხის არამიზნობრივი ხარჯვის გამოსასწორებლად სესხის მიმღებისათვის მიცემული ვადის დამთავრების შემდეგ ამოწმებს, უზრუნველყო თუ არა სესხის მიმღებმა არამიზნობრივად გამოყენებული სესხის აღდგენა;
გ) კონტროლს უწევს სესხის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების 2.11. და 2.12. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და თანხების გადახდას.
3. სესხის უზრუნველყოფა
3.1. სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებათა დაფარვის უზრუნველყოფის (შემდგომში – მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება) მიზნით სესხის მიმღები ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (საბანკო გარანტია, სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) ან დააგირაოს და/ან იპოთეკით დატვირთოს საკუთარი ან მესამე პირის ქონება), თუ სესხის გამოყოფის თაობაზე განკარგულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ირჩევს სესხის გამცემი.
3.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
3.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დამთავრებიდან ————————— (ციფრობრივად, სიტყვიერად) თვის განმავლობაში (არა უმეტეს 12 თვისა). თუ სესხით სარგებლობის ვადა არის 3 წელზე მეტი, მაშინ სესხის მიმღებს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება წარადგინოს ეტაპობრივად. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი:
ა) ყოველ ეტაპზე წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, გარდა ბოლო ეტაპზე წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებისა, უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 3 წლის ვადით;
ბ) ყოველი შემდგომი ეტაპის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ვადის დამთავრებამდე 3 (სამი) თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში სესხის გამცემს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა;
გ) ბოლო ეტაპზე წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დამთავრებიდან არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში.
3.4. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების თანხის ოდენობა (ქონების ღირებულება) უნდა იყოს სესხისა და მასზე დასარიცხი პროცენტის საერთო თანხაზე 1,25-ჯერ მეტი.
3.5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება სესხის გამცემს წარედგინება სესხის გაცემამდე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე სესხი არ გაიცემა, თუ ,,სესხის გამოყოფის“ თაობაზე განკარგულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ამოწმებს სესხის გამცემი, რათა დადგინდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მოქმედების ვადა შეესაბამება თუ არა სესხისა და მასზე დასარიცხი პროცენტის დაფარვის ვადებს და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების თანხის ოდენობა (ქონების ღირებულება) კი – ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტით დადგენილ ოდენობას. სესხის გამცემს უფლება აქვს უარი თქვას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიღებაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებით ან/და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.
3.6. თუ სესხის გამცემი დაადგენს, რომ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს სესხისა და მასზე დასარიცხი პროცენტის დაფარვას, სესხის მიმღები ვალდებულია სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს ახლით მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ვადის გასვლამდე 3 (სამი) თვით ადრე ან/და წარადგინოს დამატებითი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
3.7. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ შეიძლება გამოთხოვილ იქნეს უკან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემის მიერ, თუ მთლიანად არ არის დაფარული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ან არ არსებობს სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
3.8. თუ სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ დაიფარა, სესხის მიმღებს სესხის გამცემის წერილობითი თანხმობით უფლება აქვს, დარჩენილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს ახალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შეამციროს უკვე არსებული ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და, შესაბამისად, გამოითხოვოს თავდაპირველად წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
4.1. სესხის გამცემი ვალდებულია:
4.1.1. არ გასცეს სესხი სესხის მიმღების მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე.
4.1.2. სესხის სახით კუთვნილი თანხის გადარიცხვის შესახებ სესხის მიმღების წერილისა და სესხის გასაცემად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი ოდენობის თანხის სესხის მიმღებისათვის გადარიცხვის თაობაზე და წარუდგინოს თანხის გადარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტები.
4.1.3. სესხის მიმღებისათვის თანხის გადარიცხვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოამზადოს და შემდგომი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მხარეების მიერ გრაფიკზე ხელმოწერა.
4.1.4. კონტროლი გაუწიოს სესხის მიმღების მიერ გრაფიკის შესრულებას და დარღვევის შემთხვევაში სესხის მიმღებს დაარიცხოს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება.
4.1.5. სესხის მიმღების მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში:
ა) აღარ გასცეს სესხის დარჩენილი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) სესხის მიმღებს წერილობით მოსთხოვოს მიღებული სესხის (ტრანშის) თანხის, რომელზეც არ არის შედგენილი გრაფიკი, და მის სრულ დაფარვამდე მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა. ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაბრუნებელ თანხასა და დარიცხულ პროცენტს მათ სრულ დაფარვამდე დაარიცხოს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება.
4.1.6. სასესხო ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოსაღებად გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
4.2. სესხის გამცემს უფლება აქვს სესხის მიმღებს მოსთხოვოს სესხის გამოყენებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენა.
4.3. კონტროლი გაუწიოს სესხის მიმღების მიერ სესხის მიზნობრივ გამოყენებას.
4.4. სესხის გამცემს უფლება აქვს:
4.4.1. სესხის მიმღებისაგან მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც საჭიროა სესხის მიზნობრივი გამოყენების დასადგენად;
4.4.2. სესხის მიზნობრივი გამოყენების შესასწავლად საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს აუდიტორი. აუდიტორს ირჩევს და მის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ეწევა კონტროლის განმახორციელებელი. სესხის არამიზნობრივი ხარჯვის გამოვლენის შემთხვევაში აუდიტორის ხარჯებს ფარავს სესხის მიმღები.
4.5. სესხის მიმღები ვალდებულია:
4.5.1. სესხის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენოს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის;
4.5.2. სესხის გამცემს მიაწოდოს სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან, ათვისებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით მათ მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
4.5.3. სესხის არამიზნობრივი ხარჯვის გამოვლენის შემთხვევაში დაფაროს აუდიტორის ხარჯები;
4.5.4. გრაფიკის მიხედვით დაფაროს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები;
4.5.5. მისი მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს მიღებული სესხი (ტრანში), რომელზედაც არ არის შედგენილი გრაფიკი, და დაფაროს სესხის (ტრანშის) დაბრუნების დღისათვის წარმოქმნილი ვალდებულებები.
4.5.6. სესხის გამცემის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში:
ა) გადაიხადოს სესხის (ტრანშის) არამიზნობრივი გამოყენებისათვის დაკისრებული ჯარიმა და ამასთან შესაბამის ვადაში უზრუნველყოს არამიზნობრივად გამოყენებული სესხის საკუთარი რესურსებიდან აღდგენა;
ბ) თუ იგი სესხის გამცემის მიერ მიცემულ ვადაში არ უზრუნველყოფს არამიზნობრივად გამოყენებული სესხის საკუთარი რესურსებიდან აღდგენას, უკან დააბრუნოს არამიზნობრივად გამოყენებული სესხი (ტრანში) და დაბრუნების დღისთვის მასზე დარიცხული პროცენტი;
4.6. „
სესხის მიმღებს“ უფლება აქვს:
4.6.1. ვადაზე ადრე დაფაროს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები;
4.6.2. სესხის ან მისი ნაწილის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში მოითხოვოს გრაფიკში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
5. დამატებითი პირობები
5.1. მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
5.2. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებასა და მასზე თანდართულ გრაფიკებში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც განიხილება ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. სესხის ხელშეკრულებასა და გრაფიკებში შესატან ცვლილებებს ამზადებს სესხის გამცემი.
5.3. მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან თავიდან აიცილონ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველგვარი დავა ან კონფლიქტი, ხოლო ხელშეკრულების შესრულებისას წარმოშობილი უთანხმოებანი გადაწყვიტონ ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე. 30 დღის ვადაში კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოქმნილი დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
5.4. მხარეთა სამართლებრივი ფორმის, სტრუქტურის შეცვლის ან/და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და უფლებების გამოყენება დაეკისრება მათ სამართალმემკვიდრეს ან/და უფლებამონაცვლეს.
5.5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
5.6. ხელშეკრულება შედგენილია ——————— იურიდიულად თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთა თითო ეგზემპლარი ინახება ხელშეკრულების მხარეებთან.
წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ 200 — წლის ——— ———————— ქ. თბილისში.
მხარეთა რეკვიზიტები
სესხის გამცემი
სესხის მიმღები
———————
———————
სახელი და გვარი
სახელი და გვარი