“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/1005 დადგენილებით დამტკიცებული “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/2006
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.15.008.008.208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 27/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.008.208

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2006

2006 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი�სი�ის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერ�ტი�ფი�ცი�რების წესის შესახებ� დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. განცხადების მი�ღების ბოლო დღის 18 საათზე საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.�.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ოთხი ასტრონომიული საათი, გარდა ამ დებულების 131 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. დროის გადაცილების შემდეგ ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.�.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მუხლი 11. ტესტების დარიგების წესი

გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა შესაბამისი ვარიანტის 100 ტესტი.�.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. დაინტერესებულმა პირებმა გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია სამდივნოში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი.�.

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კომისია იქმნება გამოცდის დაწყებამდე 5 დღით ადრე.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ად�მი�ნისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე�� გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი����� ���������� გ. მჭედლიძე