პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის (2023 წლის 7 დეკემბერი) გადაწყვეტილება No 1/2023 - პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე

მიღების თარიღი 07.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016798 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/12/2024
229 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2023 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 85% 21.04.2017 ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ I ოქმის ჩანაცვლების თაობაზე საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის 2018 წლის 20 მარტის №1/2018 გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 80% 20.03.2018 ასოცირების შესახებ შეთანხმების III-A დანართის განახლების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის N1/2019 გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 75% 18.10.2019 „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XVII-C დანართისა და XVII-D დანართის განახლების შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2020 წლის 23 იანვრის N1/2020 გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 74% 23.01.2020 ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დადებითად შეფასების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის N 2/2021 გადაწყვეტილება ობიექტი 74% 08.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის (2023 წლის 7 დეკემბერი) გადაწყვეტილება No 1/2023 - პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება No1/2023 2023 წლის 7 დეკემბერი პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე ერთობლივი კომიტეტი, პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის,​1 და კერძოდ 4(3)(ა) მუხლის გათვალისწინებით,    ვინაიდან: 1. პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციას („კონვენცია“) ხელი მოეწერა ბრიუსელში 2011 წლის 15 ივნისს და ძალაში შევიდა 2012 წლის 1 იანვარს.  2. პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის წარმოშობის კუმულაციური სისტემა შედგება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ქსელისგან; ითვალისწინებს წარმოშობის იდენტური წესების მრავალმხრივ ჩარჩოს, რაც იძლევა დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობას, რომელიც გამოიყენება რელევანტურ ხელშეკრულებებში განსაზღვრული პრინციპების დარღვევის გარეშე.   3. კონვენციის პრეამბულის შესაბამისად, წარმოშობის წესებში უნდა შევიდეს ცვლილებები, ეკონომიკურ რეალობაზე უკეთ რეაგირების მიზნით. 4. კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ კონვენციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, გაუმჯობესებული და უფრო მოქნილი წარმოშობის წესების ახალი კრებულის მიღების მიზნით.     5. შესაბამისად, უნდა შესწორდეს კონვენცია.   მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება: მუხლი 1🔗 1. კონვენციაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც მითითებულია ამ გადაწყვეტილების დანართში.    2. კონვენციაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს.   მუხლი  2🔗 ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა მისი მიღების დღეს. მიღებულია ბრიუსელში 2023 წლის 7 დეკემბერს.                ერთობლივი კომიტეტი       თავმჯდომარე             მარკო ლატი    ————————————————— ​1 OJ EU L 54 26.2.2013, p. 4.