ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2024
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-119. 119243342
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.155.016004
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/12/2024
168 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელეო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 31.08.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 29.07.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.01.2026 დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 27.05.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 29.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-119.119243342 2024 წლის 29 ნოემბერი ქ. წალკა ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის – ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-10 მუხლებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის – ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩა გაგრძელდეს თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად. 2. განხორციელდეს უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდება: ა) მერაბ კოსტავას ქუჩასთან არსებულ ჩიხს განესაზღვროს სახელწოდება – მერაბ კოსტავას III ჩიხი. 3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                                        ირაკლი გიგინეიშვილი