⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.10.2010)
გაუქმებულია:

“საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 24.02.2006
ძალაში შესვლა 01.03.2006
ძალის დაკარგვა 05.10.2010
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №98
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.008.211
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 28/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,857 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2006 მიღება
01.03.2006 ძალაში შესვლა
05.10.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 27.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.008.211 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №98  2006 წლის 24 თებერვალი  ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს თანდართული დებულება (დანართი №1). 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. 3. კონტროლი წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკმა გ. სალაძემ. სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი            ო. ქველიძე დანართი №1                      სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 01.05.2003წ., №39) დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“ მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ფუნქციონირებს კადრების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო), რომელიც წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფს და წარმართავს საკადრო საქმიანობას სამსახურის სისტემაში.   2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამმართველოს საქმიანობა ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების, აგრეთვე კანონმდებლობით სამსახურის საქმიანობისათვის განსაზღვრულ სხვა ძირითად პრინციპებს. თავი II. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები სამმართველოს ამოცანებია: ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა-შესწავლა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება; გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება; დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება; ე) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა, გარდა პირად მცველთა სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ღონისძიებებისა.     მუხლი 3🔗. სამმართველოს ფუნქციები 1. სამმართველო მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სამსახურის საკადრო სფეროში ორგანიზაციულ-მეთოდურ მუშაობას; ბ) უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების შერჩევას, შესწავლასა და სამსახურში მიღებას, განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; გ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს და შესაბამის მასალებს სამსახურში მისაღები კანდიდატებისა და პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლასთან დაკავშირებით; დ) აწარმოებს საშტატო ერთეულების აღრიცხვასა და კონტროლს მათ განაწილებაზე, იღებს ზომებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საშტატო განრიგის სრულყოფისათვის; ე) შეისწავლის და განაზოგადებს კადრების შერჩევა-განაწილების და კადრის სამსახურის კანდიდატთა მომზადებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს; ვ) ამზადებს წინადადებებს ვაკანტური თანამდებობების პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტების შესახებ; ზ) შეიმუშავებს პირადი შემადგენლობის პროფესიული განათლების პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს, აკონტროლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე წარგზავნილ მსმენელთა მოსწრებას და იღებს სათანადო ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით;   ი) ორგანიზებას უწევს სამსახურის სისტემაში კადრის მოსამსახურეთა ატესტაციის დადგენილი წესით ჩატარებას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაფორმებასა და აღრიცხვას; ლ) სამსახურის ქვედანაყოფების მიერ გადასაწყვეტი ამოცანებისა და მუშაობის თავისებურებების გათვალისწინებით, ორგანიზაციას უწევს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების საკითხებზე არსებული ბრძანებების, მითითებებისა და მეთოდური რეკომენდაციების შესრულებას; მ) შეისწავლის და აანალიზებს ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა ფაქტორების ზეგავლენას თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარისხზე და ამზადებს შესაბამის წინადადებებს; ნ) აწარმოებს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გადაადგილებისა და გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯა-წახალისებისა და შვებულებების შესახებ, უზრუნველყოფს პირადი საქმეების ანბანურ და რაოდენობრივ აღრიცხვას; ო) აღრიცხავს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ და მრავალშვილიან მოსამსახურეებს და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს მათი დამატებითი სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე; პ) აწარმოებს თანამდებობრივი დაწინაურების რეზერვის შერჩევას. 2. სამმართველოს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ცალკეულ დავალებათა განხორციელება. 3. სამმართველოს ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საზედამხედველო სფეროების განაწილების შესახებ სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. 4. სამმართველოს აქვს თავისივე დასახელების ბეჭედი და შტამპი. თავი III. სამმართველოს ხელმძღვანელობა     მუხლი 4🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.     მუხლი 5🔗. სამმართველოს უფროსის კომპეტენცია სამმართველოს უფროსი: ა) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების საქმიანობას; ბ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; დ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ძირი-თადი მიმართულებების, აგრეთვე სპეციალური ტექნიკური აღჭურვისა და სამეურნეო უზრუნველყოფის შესახებ; ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, აგრეთვე მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან სამმართველოს პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) აკონტროლებს სამმართველოს საქმისწარმოებას; თ) სამმართველოს ქვედანაყოფებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, გასცემს მითითებებსა და განკარგულებებს; ი) სამსახურის უფროსთან შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; კ) ასრულებს სამსახურის უფროსის კონკრეტულ დავალებებს; ლ) განსაზღვრავს სამმართველოს უფროსის მოადგილის საზედამხედველო სფეროებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით; მ) პასუხს აგებს სამმართველოს წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელმძღვნელობს და ორგანიზაციას უწევს სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრულ საკურატორო ქვედანაყოფების საქმიანობას. 2. სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულებისას მოქმედებს სამმართველოს უფროსის კომპეტენციის ფარგლებში.     მუხლი 7🔗. განყოფილების (ცენტრის, ჯგუფის) უფროსი 1. სამმართველოს სტრუქტურულ შემადგენლობაში არსებულ თითოეულ განყოფილებას (ცენტრს, ჯგუფს) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. განყოფილების (ცენტრის, ჯგუფის) უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს შესაბამისი ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) სამმართველოს უფროსს ან მის მოადგილეს (კურატორი) ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ; გ) სამმართველოს უფროსს ან მის მოადგილეს (კურატორი) წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი ქვედანაყოფის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს; ე) აკონტროლებს შესაბამისი ქვედანაყოფის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) წინადადებით შედის სამმართველოს უფროსთან შესაბამისი ქვედანაყოფის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების თაობაზე; ზ) კონტროლს უწევს შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ სამმართველოს უფროსის ან მისი მოადგილის (კურატორი) კონკრეტული დავალების შესრულებას და განსაზღვრავს მასზე პასუხისმგებელ პირს; თ) ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამის ქვედანაყოფში საიდუმლო საქმისწარმოების რეჟიმის მოთხოვნათა შესრულებაზე; ი) პასუხს აგებს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.     მუხლი 8🔗. განყოფილების (ცენტრის) უფროსის მოადგილე განყოფილების (ცენტრის) უფროსის მოადგილე: ა) განყოფილების (ცენტრის) უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმართავს განყოფილების საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რისი სწორი ორგანიზაციისათვის პასუხისმგებელია განყოფილების (ცენტრის) უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის წინაშე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილისა და შესაბამისი განყოფილების (ცენტრის) უფროსის ცალკეულ დავალებებს. თავი IV. სამმართველოს სტრუქტურა და სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები     მუხლი 9🔗. სამმართველოს სტრუქტურა 1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით და მასში ცვლილებების შეტანა წარმოადგენს მხოლოდ სამსახურის უფროსის კომპეტენციას. 2. სამმართველოს სტრუქტურულ შემადგენლობაშია: ა) ინსპექტორთა ჯგუფი; ბ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილება, რომელიც სტრუქტურულად მოიცავს სამ – I, II და III ქვეგანყოფილებას; გ) პროფესიული მომზადების ცენტრი, რომელიც სტრუქტურულად მოიცავს ორ – I და II ქვეგანყოფილებას; დ) სპეციალური შემოწმების უზრუნველყოფის განყოფილება.     მუხლი 10🔗. ინსპექტორთა ჯგუფი ინსპექტორთა ჯგუფი უზრუნველყოფს: ა) სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზაციას; ბ) სამმართველოს არქივში არსებული მასალების სისტემატიზაციას და კონტროლს; გ) სააღრიცხვო ჟურნალების წარმოებას; დ) სამმართველოში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმის წარმოების ორგანიზაციას; ე) შრომის წიგნაკების შევსებას და სამმართველოს კომპეტენციიდან გამომდინარე, სახვადასხვა სახის სამსახურებრივი ცნობების გაცემას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში არსებული კომპიუტერული ბაზის საინფორმაციო შევსებას; ზ) სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შევსებას, გაცემას, ჩაბარებას და კონტროლს.     მუხლი 11🔗. პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილება 1. პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილების ამოცანაა სამსახურში მისაღები კანდიდატების შესწავლა, სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება, შრომითი ხელშეკრულებებისა და პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, კადრის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზაცია, მონაცემთა ბაზის პროგრამულად და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 2. განყოფილების I ქვეგანყოფილება: ა) განიხილავს სამმართველოში შემოსულ პატაკებს საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, შვებულებების, წახალისების, დისციპლინარული სახდელის დაკისრების, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, აგრეთვე დოკუმენტაციას თანამშრომელთა მიერ დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევების შესახებ და ამზადებს შესაბამის ბრძანებების პროექტებს; ბ) აწარმოებს შედგენილ პირად საქმეებს; გ) ამზადებს მასალებს პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამსახურის გავლის ვადის გაგრძელებისა და შრომითი ხელშეკრულებების გასაფორმებლად; დ) ადგენს ცნობებს თავის საქმიანობიდან გამომდინარე და ამზადებს შესაბამისი მიმოწერის დოკუმენტებს. 3. განყოფილების II ქვეგანყოფილება: ა) განიხილავს პატაკებს და განცხადებებს საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღების, აღდგენისა და მოქალაქეებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; ბ) ატარებს საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მისაღებ კანდიდატთა სპეციალურ შემოწმებას და ადგენს მათ პირად საქმეებს; გ) უზრუნველყოფს საკადრო რეზერვის შერჩევას; დ) ადგენს ცნობებს თავის საქმიანობიდან გამომდინარე და ამზადებს შესაბამისი მიმოწერის დოკუმენტებს. 4. განყოფილების III ქვეგანყოფილება: ა) განიხილავს საკონტრაქტო სამსახურში მისაღებ კანდიდატთა განცხადებებს და ატარებს მათ სპეციალურ შემოწმებას; ბ) ასრულებს პატაკებს საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, შვებულების, წახალისების, დისციპლინარული სახდელის დაკისრების, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და ამზადებს შესაბამისი ბრძანებების პროექტებს და მიწერის მოწმობებს; გ) ადგენს ცნობებს თავის საქმიანობიდან გამომდინარე და ამზადებს შესაბამისი მიმოწერის დოკუმენტებს; დ) უზრუნველყოფს სამსახურის პირადი შემადგენლობის საატესტაციო მასალების მომზადებას.     მუხლი 12🔗. პროფესიული მომზადების ცენტრი 1. პროფესიული მომზადების ცენტრის ამოცანებია: ა) სამსახურის პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ამაღლებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და ეტაპობრივი სასწავლო პროგრამების შემუშავება; ბ) საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეთა პირველადი სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული კურსის საკარანტინო რეჟიმში ჩატარება; გ) კადრის სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატთა მომზადებისა და სპეციალური ოპერატიული მომზადების თეორიულ-პრაქტიკული კურსების ჩატარება, თანამშრომელთა მიერ აღნიშნული კურსების გავლის წერილობითი დადასტურება; დ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება. 2. ცენტრის I ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამებისა და თემატური გეგმების შემუშავებას, სამსახურის პირადი შემადგენლობის თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და თანამშრომელთა საკვალიფი-კაციო გამოცდების მოწყობას. 3. ცენტრის II ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს სამსახურის პირადი შემადგენლობის საცეცხლე, სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას, შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებას და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.     მუხლი 13🔗. სპეციალური შემოწმების უზრუნველყოფის განყოფილება სპეციალური შემოწმების უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია: ა) დადგენილი წესით, სამსახურში მისაღები კანდიდატებისა და მათი ახლო ნათესავების ანკეტური მონაცემების გადამოწმება, შესაბამისი ცნობებისა და ინფორმაციის მოპოვება; ბ) მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და სათანადო ცნობების შედგენა; გ) საინფორმაციო ბაზის მოპოვებული ინფორმაციით შევსება.     მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.