“საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 24.02.2006
ძალის დაკარგვა 05.10.2010
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.008.212
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 28/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 28.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.008.212
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
უფროსის ბრძანება №99
2006 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრის თანდართული დებულება (დანართი №1).
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
3. კონტროლი წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკმა გ. სალაძემ.
სახელმწიფო დაცვის
გენერალ-მაიორი ო. ქველიძე
დანართი №1
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 01.05.2003წ., №39) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ფუნქციონირებს პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი)
2. სასწავლო ცენტრი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პირადი დაცვის თანამშრომელთა საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს კომპლექსურ სასწავლო-საწვრთნელ პროგრამებს და ატარებს შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.
3. სასწავლო ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებით“, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სასწავლო ცენტრის საქმიანობა ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების, აგრეთვე კანონმდებლობით სამსახურის საქმიანობისათვის განსაზღვრულ სხვა ძირითად პრინციპებს.
თავი II. სასწავლო ცენტრის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. სასწავლო ცენტრის ამოცანები
სასწავლო ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) პირადი დაცვის თანამშრომელთა ფიზიკური, საცეცხლე, თეორიული და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა;
გ) თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება პირადი დაცვის თანამშრომელთა საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით.
მუხლი 3🔗. სასწავლო ცენტრის ფუნქციები და ანგარიშვალდებულება
სასწავლო ცენტრი დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და მათთან შეთანხმებით, შეიმუშავებს პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო-საწვრთნელ პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ბ) უზრუნველყოფს სასწავლო-საწვრთნელი კურსების ჩატარებას სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული დანაყოფებისა და პერიოდულობის მიხედვით;
გ) სასწავლო-საწვრთნელი პროგრამის მორიგი ეტაპის დასრულების შემდეგ, აწარმოებს სასწავლო-საწვრთნელ კურსებზე წარგზავნილ თანამშრომელთა ტესტირებას და მათ მიერ ნაჩვენები შედეგების შეფასებას;
დ) სასწავლო-საწვრთნელ კურსებზე თანამშრომელთა წარმგზავნი სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით ახორციელებს ტესტირების შედეგების მონიტორინგს, აანალიზებს სასწავლო ღონისძიებათა განვითარების დინამიკას და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდის სამსახურის ხელმძღვანელობასა და ამ დანაყოფების უფროსებს;
ე) იღებს ზომებს სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ-ტექნიკური, სპეციალური ტაქტიკური ტრენინგების ჩატარებით და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოფისათვის;
ვ) უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის (დისლოკაციის ადგილზე) უსაფრთხოების ღონისძიებათა გატარებას.
2. სასწავლო ცენტრს, სამსახურის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაეკისროს მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ცალკეულ დავალებათა განხორციელება.
3. სასწავლო ცენტრის ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საზედამხედველო სფეროების განაწილების შესახებ სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.
თავი III. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗. სასწავლო ცენტრის უფროსი
1. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სასწავლო ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომლსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 5🔗. სასწავლო ცენტრის უფროსის კომპეტენცია
სასწავლო ცენტრის უფროსი:
ა) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრის შემადგენლობაში შემავალი განყოფი-ლებებისა და ქვეგანყოფილებების საქმიანობას;
ბ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სასწავლო ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს (კურატორი) სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ;
დ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე სპეციალური ტექნიკური აღჭურვისა და სამეურნეო უზრუნველყოფის შესახებ;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, აგრეთვე მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) აკონტროლებს სასწავლო ცენტრის საქმისწარმოებას;
თ) სასწავლო ცენტრის ქვედანაყოფებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გასცემს მითითებებსა და განკარგულებებს;
ი) სამსახურის უფროსთან შუამდგომლობს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
კ) ასრულებს სამსახურის უფროსის კონკრეტულ დავალებებს;
ლ) განსაზღვრავს სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილის საზედამხედველო სფეროებს სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით;
მ) შეიმუშავებს სასწავლო ცენტრის სამუშაო გეგმებს, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო-საწვრთნელ პროგრამებში ცვლილებების შეტანისა და კორექტირების შესახებ;
ნ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს;
ო) პასუხს აგებს სასწავლო ცენტრის წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.
მუხლი 6🔗. სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილის კომპეტენცია
1. სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობს და ორგანიზაციას უწევს მასზე დაქვემდებარებული, სასწავლო ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული საკურატორო ქვედანაყოფების საქმიანობას.
2. სასწავლო ცენტრის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სასწავლო ცენტრის საქმიანობას წარმართავს სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე, რომელიც მოქმედებს სასწავლო ცენტრის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.
მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსის კომპეტენცია
1. სასწავლო ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაში არსებულ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სასწავლო ცენტრის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) სასწავლო ცენტრის უფროსს ან მის მოადგილეს (კურატორი) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
გ) სასწავლო ცენტრის უფროსს ან მის მოადგილეს (კურატორი) წარუდგენს წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს;
ე) აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) წინადადებით შედის სასწავლო ცენტრის უფროსთან განყოფილების თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების თაობაზე;
ზ) კონტროლს უწევს განყოფილების მიერ სასწავლო ცენტრის უფროსის ან მისი მოადგილის (კურატორი) კონკრეტული დავალების შესრულებას და განსაზღვრავს მასზე პასუხისმგებელ პირს;
თ) ზედამხედველობას ახორციელებს განყოფილებაში საიდუმლო საქმისწარმოების რეჟიმის მოთხოვნათა შესრულებაზე;
ი) პასუხს აგებს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.
3. განყოფილების უფროსის კომპეტენციით სარგებლობს იმ ქვეგანყოფილების უფროსი, რომელიც არ შედის განყოფილების შემადგენლობაში და არის სასწავლო ცენტრის დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსის მოადგილე
1. განყოფილების უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სასწავლო ცენტრის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, სასწავლო ცენტრის უფროსის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს განყოფილების უფროსის მოადგილე.
3. განყოფილების უფროსის მოადგილე:
ა) განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმართავს განყოფილების საქმიანობის ცალკეულ მიმართულებას, რისი სწორი ორგანიზაციისათვის პასუხისმგებელია განყოფილების უფროსის, სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილისა და სასწავლო ცენტრის უფროსის წინაშე;
ბ) ასრულებს სასწავლო ცენტრის უფროსის, სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 9🔗. ქვეგანყოფილების უფროსი
1. განყოფილების სტრუქტურულ შემადგენლობაში არსებულ თითოეულ ქვეგანყოფილებას ჰყავს უფროსი, რომელსაც სასწავლო ცენტრის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. ქვეგანყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს მისდამი დაქვემდებარებული ქვეგანყოფილების საქმიანობას, რისი სწორი ორგანიზაციისათვის პასუხისმგებელია განყოფილების უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის წინაშე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს სასწავლო ცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის, აგრეთვე განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
თავი IV. სასწავლო ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები
მუხლი 10🔗. სასწავლო ცენტრის სტრუქტურა
1. სასწავლო ცენტრის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით და მასში ცვლილებების შეტანა წარმოადგენს მხოლოდ სამსახურის უფროსის კომპეტენციას.
2. სასწავლო ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაშია:
ა) პროფესიული მომზადების უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც სტრუქტურულად მოიცავს თეორიულ-პრაქტიკული მომზადების ქვეგანყოფილებას, ფიზიკური მომზადების ქვეგანყოფილებას და საცეცხლე მომზადების ქვეგანყოფილებას;
ბ) სასწავლო ცენტრის დაცვის ქვეგანყოფილება.
მუხლი 11🔗. პროფესიული მომზადების უზრუნველყოფის განყოფილება
სწავლების უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანაა პირადი დაცვის თანამშრომელთა ფიზიკური, საცეცხლე, თეორიული და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა. ამ მიზნით:
ა) განყოფილების თეორიულ-პრაქტიკული მომზადების ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს კურსანტთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადება-გადამზადებას და ატარებს შესაბამის ტესტირებებს;
ბ) განყოფილების ფიზიკური მომზადების ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს კურსანტთა ფიზიკურ მომზადება-გადამზადებას და ატარებს შესაბამის ტესტირებებს;
გ) განყოფილების საცეცხლე მომზადების ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს კურსანტთა საცეცხლე მომზადება-გადამზადებას და ატარებს შესაბამის ტესტირებებს.
მუხლი 12🔗. სასწავლო ცენტრის დაცვის ქვეგანყოფილება
სასწავლო ცენტრის დაცვის ქვეგანყოფილების ამოცანაა სასწავლო ცენტრის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვა. ამ მიზნით ქვეგანყოფილება:
ა) აწარმოებს სასწავლო ცენტრის ტერიტორიის პატრულირებას:
ბ) სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ცალკეულ პირთა შესვლა-გასვლისას ახორციელებს სარეჟიმო მოთხოვნათა დაცვას.
მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.