მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №401
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.024796 66
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/12/2024
592 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 07.04.2021 საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 03.08.2021 საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 30.03.2023 სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 11.11.2024 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი 89% 04.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №401 2024 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლა), ფაზა I) შესაბამისად, მდგრადი დაფინანსების საკითხებზე კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეიქმნას მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი. 2. საბჭოს წევრობა (ხმის უფლებით) ეთხოვოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსს. 3. საბჭოს თავმჯდომარეობა ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსს. 4. საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილებას, ხოლო მდივნის ფუნქციის შესრულება − ამავე განყოფილების უფროსს. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 16 დეკემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“ განსაზღვრავს მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში − საბჭო) მიზანს, ამოცანებს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. საბჭო საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს სტრუქტურა და მართვა 1.  საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი. 3. საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის, საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლების გარეშე, შეიძლება მიწვეულ იქნენ სხვა პირებიც. მუხლი 3🔗. საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილება 1. საბჭოს ძირითადი ამოცანაა საბჭოს წევრებს შორის მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებული და დაგეგმილი მარეგულირებელი პოლიტიკისა და აქტივობების კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) მდგრადი დაფინანსების საკითხების ანალიზისა და ტექნიკური დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის მიზნით (მათ შორის, კონკრეტული ამოცანის ან დავალების შესასრულებლად), შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა; ბ) საბჭოს წევრი სხვა უწყებებისგან მოითხოვოს მათი საქმიანობის შესაბამისი, მდგრადი დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემები; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის ან/და რეგულაციების ტექნიკური მხარდაჭერის ხელშეწყობისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. მუხლი 4🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 2. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5🔗. საბჭოს ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს სამდივნო. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოსა და საბჭოსთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ამზადებს საბჭოს სხდომის მასალებს, დღის წესრიგისა და ოქმის პროექტებს.  მუხლი 6🔗. საბჭოს სხდომების ორგანიზება 1. საბჭო სხდომას მართავს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში. 2. საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს სხდომის ჩატარების ადგილი, დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს შესაბამისი მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე. 4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს სამდივნო. საბჭოს ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმი გასაცნობად ეგზავნება საბჭოს ყველა წევრს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 5. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.