სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალისთვის“ (ს/ნ:404967078) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №472

2024 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალისთვის“ (ს/ნ: 404967078) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 341 პუნქტისა და მე-13 მუხლის, „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალზე“ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია.

2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ნათელა თურნავა